მთავარიქრისტიანობანიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე გარდაიცვალა

ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე გარდაიცვალა

მეუფე ელისე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ თბილისში, ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე გარდაიცვალა. მირტოპოლიტის ცხედარს 17 მარტს, სიონში დაასვენებენ, სადაც 18 და 19 მარტს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები აღევლინება. შემდეგ მეუფეს რაჭაში გადაასვენებენ და იქ დაიკრძალება.

მიტროპოლიტი ელისე საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე იყო. ერისკაცობაში ელდარ ჯოხაძე 1949 წლის 16 თებერვალს ონის რაიონის სოფელი შქმერში დაიბადა. მღვდლად 1885 წელს ეკურთხა. ბერად 1996 წელს აღიკვეცა. იმავე წელს მოხდა მისი ეპისკოპოსად კურთხევა. მეუფეს მთავარეპისკოპოსობა 2 000 წელს ებოძა. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. ხოლო 2008 წლის 27 ივნისს წმიდა წინასწარმეტყველ ელისეს ხსენების დღეს აყვანილ იქნა მიტროპო¬ლიტის ხარისხში.

2 COMMENTS

  1. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მიტროპოლიტ ელისეს ამინ ამინ ამინ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები