22 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა.
პატრიარქმა მრევლს წმიდა ისაია წინასწარმეტყველისა და წმიდისა მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის ნიკოლოზის ხსენების დღე მიულოცა და სრულიად საქართველო დღეს მოხსენიებულ წმინდანებს შეავედრა.
უწმიდესმა წმ. ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმ. ნიკოლოზი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. მისივე თქმით, წმ. ნიკოლოზი ყოველ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება.
დღესვე პატრიარქმა გვარები დალოცა.
ქადაგების დასრულების შემდეგ უწმიდესი წმიდა სამების კომპლექსში შემავალ წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში მიბრძანდა, სადაც 17 მაისს ტრაგიკულად დაღუპული მღვდელ-მონაზონი ბასილი კორტავას ცხედართან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
