მთავარიქრისტიანობანიკოლოზობა - სადღესასწაულო ქადაგება (19.12.2019)

ნიკოლოზობა – სადღესასწაულო ქადაგება (19.12.2019)

19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ .

როგორც პატრიარქმა ბრძანა, კაცობრიობა გაჭირვებაშია და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს.

„გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს – ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი”,- ბრძანა პატრიარქმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები