13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიპოპულარულიერთად დავეხმაროთ ნიკა სიხარულიძეს

ერთად დავეხმაროთ ნიკა სიხარულიძეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური ლიგა” 18 ოქტომბერს 18 საათზე აბაშის კულტურის სახლში ნიკა სიხარულიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამოს გამართავს.

“ამბიონს” ღონისძიების შესახებ ნიკა სიხარულიძე “კავკასიური ლიგის” პრეზიდენტი ნოდო თოთაძე ესაუბრა:

“საღამო ტარდება ნიკა სიხარულიძის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ძვირადღირებული სარეაბილიტაციო კურსის გავლა ხერხემლის მეხუთე მალის დაზიანების გამო. ახალგაზრდას არ შეუძლია გადაადგილება და საჭიროებს სარეაბილიტაციო კურსის გავლას საზღვარგარეთ, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

გარდა ამისა, ღონისძიება მნიშვნელოვანია აბაშის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, რაიონში ახალგაზრდების გააქტიურებისთვისა და ქველმოქმედების წახალისებისთვის.

იდეა ეკუთვნის აბაშაში ახლადდაარსებული ორგანიზაციის „ცოცხალი აბაშა“ წევრებს. კონკრეტულად ვახო ჯანელიძეს, რომელიც არის თსუ-ს პირველკურსელი. მათ თხოვნით მომმართეს დახმარება გამეწია საორგანიზაციო საქმეებში თბილისში. აბაშის მუნიციპალიტეტში ღონისძიების დაგეგმვას კი თავად განახორციელებდნენ. მოვიძიე პოეტები და მომღერლები, რომლებიც ასევე უანგაროდ დამთანხმდნენ მონაწილეობის მიღებაზე. შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვთხოვეთ დახმარება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მათ გამოგვიყვეს ტრანსპორტი და დაგვიმზადეს ღონისძიების ბანერი. რის გამოც მადლობას ვუხდი ახალგაზრდულ საქმეთა ხელმძღვანელს ვახტანგ ასანიძეს.

საბანკო ანგარიში: GE86LB0711133313159000, ლიბერთი ბანკი, მიმღების დასახელება: ნათია სიხარულიძე.

ღონისძიების პარტნიორები არიან: სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“; ადგილობრივი გამგეობა; არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოცხალი აბაშა“.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: დები გოგოჭურები; ანსაბლი „დათვისჯვარი“ ; პოეტები: სალომე ძიძიგური, მახო არაბული, მარიამ ჩარგაზია, გურანდა ბერია, ანდრეა მოსეშვილი, ლაშა კარანაძე, გიორგი დვალიშვილი, ლაშა ბიბიჩაძე, მახო არაბული, ანდრეა მოსეშვილი, ლაშა კარანაძე, ნიკოლოზ რიხტჰონი, მარიამ ცარგაზია, ანა ტარუაშვილი.”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები