21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიეკლესია-მონასტრებინეკრესის მონასტერი

ნეკრესის მონასტერი

ახლანდელ ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე, მეფე ფარნაჯომმა ძვ.წ. II-I საუკუნეებში ქალაქი ნეკრესი დააარსა.
IV საუკუნის ბოლოს მეფე თრდატმა აქ ეკლესია ააგო, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათაგანი – აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო.

აბიბოსის მოღვაწეობის დროს აიგო კიდევ ერთი ბაზილიკა და სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. შემდეგ კი, VIII- IX საუკუნეებში, აქ გუმბათიანი ტაძარიც ააგეს.

ეკლესიებში შემორჩენილია ფრესკები, აქ ნახავთ სათვალთვალო კოშკს, ცალკე შენობას მონასტრის მარნისა და მამათა სენაკებისთვის, აგრეთვე ორსართულიან სასახლეს, საიდანაც ალაზნის ველს გადახედავთ.

ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. ნეკრესელი მღვდელმთავრები სამწერლო ასპარეზზეც იღვწოდნენ.

ნეკრესის მონასტერი

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. გამარჯობა. მაინტერესებს ნეკრესის მონასტერში თუ შეიძლება ჯვრისწერა / ? მადლობა წინასწარ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები