მთავარი » კონკურსი

ნატალია ფეიქრიშვილი – “ჩემი სკოლა” – სსიპ ქალაქ თბილისის №211 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.12.2014 | 2,138 ნახვა

სკოლა სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან დაწესებულებას წარმოადგენს, ეს არის თორმეტსაფეხურიანი გზა მომავალი წარმატებისა და განვითარებისკენ. ნატალია ფეიქრიშვილი პირველი სიყვარული და პირველი დაცემაც ხშირად სკოლას უკავშირდება. აქ მრავლად არის მარცხი და წარუმატებლობა, მაგრამ სკოლაში არიან მასწავლებლები, ადამიანები, რომლებიც გვასწავლიან “ფეხზე ადგომას” ყოველი დაცემის შემდეგ, გავსწავლიან, რომ “ღამის სიბნელეს” “მზის სინათლე” მოყვება და რომ შეცდომებით უნდა ვისწავლოთ ცხოვრება….

მე გახლავართ, თბილისის 211-ე სკოლის X კლასის მოსწავლე, ნატალია ფეიქრიშვილი. ჩემი სკოლა წავკისში მდებარეობს და 200-ზე ნაკლებ მოსწავლეს ითვლის. ბევრს ამ ფაქტზე მხოლოდ ეცინება, მაგრამ მე სკოლის მთავარ ღირსებად, სწორედ ამას მივიჩნევ. ვფიქრობ, სასიამოვნოა, როცა სკოლაში ყველას იცნობ და ყველგან ნაცნობ, მომღიმარ სახეს აწყდები…… სასიამოვნოა, როცა ყველასთან კარგი ურთიერთობა გაქვს და შენთვის ყველა კლასის კარი ღიაა.

წელს ჩემს სკოლას 40 წელი შეუსრულდა და ძალიან მწყდება გული როცა მისი დახურვის საშიშროებას ვხედავ. სკოლა შეიძლება დახურონ, თუ I კლასი არ შედგა, I კლასი კი არ შედგება, რადგან წავკისელი მშობლების უმეტესობას არ სურს თავისი შვილი ჩვენს სკოლაში მიიყვანოს, არ სურს არა იმის გამო, რომ აქ სწავლის დაბალი დონეა, არამედ იმიტომ, რომ ეს სკოლა თბილისის არცერთ პრესტიჟულ უბანში არ მდებარეობს.

მე კი ვამაყობ რომ 211-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მქვია და ამ “პატარა ოჯახის” წევრი ვარ. ვამაყობ, რომ ჩემი მასწავლებლები ნამდვილი პროფესიონალები არიან…, ისინი გვიყურებენ არა ისე როგორც პატარა ბავშვებს არამედ როგორც სრულფასოვან მოქალაქეებს და პიროვნებებს, როგორც მეგობრებს. სსიპ ქალაქ თბილისის  №211 საჯარო სკოლა ისინი გვინერგავენ სამშობლოს სიყვარულს, ბავშვობიდან გვაწვდიან აზრს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი, ჩვენ კი, ჩვენს განათლებასა და ცოდნაზე ვართ დამოკიდებული… ცოდნა კი “სიკვდილმდე” ჩვენია და მას ვერავინ შეგვეცილება…

არ ვიცი როგორია ისწავლო კლასში, სადაც 40 და მეტი მოსწავლეა. მე სულ 6 კლასელი მყავს და ყოველთვის ვიცი ვის რა უჭირს და ვინ რას გრძნობს, თითოეული მათგანის ტკივილი მტკივა და თითოეულის მათგანის ლხინი მიხარია… ყოველთვის მიხარია კლასში შესვლა რადგან იქ ყოველთვის სიხარულით მხვდებიან, ალბათ იმიტომ რომ ერთის გამოკლებით ჩვენი “პატარა ოჯახი” სრულფასოვანი აღარაა…

ცალკე თემაა დამრიგებელი, რომელიც მართლა მეგობრად მიმაჩნია და ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს, რადგან ვიცი რომ რჩევებს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ მაძლევს და მართლა ფიქრობს ჩემზე და ჩემს კლასელებზე, ყოველთვის მხარში გვიდგას როდესაც გვიჭირს და გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ხშირად შეიძლება არ გვეთანხმება და სხვა აზრი აქვს, მაგრამ მაინც მუდამ ჩვენს გვერდით დგას.

ჩემი სკოლა ყველა სახის შემეცნებით კონკურსსა და ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და საკმაოდ ხშირია წარმატებებიც. აქ დიდი ყურადღება ეთმობა თითოეული საგნის შესწავლას, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია სრულფასოვნად დაეუფლოს ცოდნას და ასე გაიკვლიოს გზა მომავლისკენ.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს პატარა სიბრძნის ბუდე არასდროს შეწყვეტს არსებობას და ძალიან ბევრი თაობა გადადგამს ცხოვრების პირველ ნაბიჯებს მის კედლებში მოსმენილი პირველი “ აი ია”-თი…

ნატალია ფეიქრიშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის №211 საჯარო სკოლა
15 წლის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მანანა says:

    გენაცვალე! გაიხარე,კარგი გოგო ხარ! ამ წერილის გამოქვეყნების მერე გავიგე შენი არსებობა,როგორც ჩემი მოგვარის,გაგიმრავლდეს გვარი და ქართული ჯიში,სიხარულო!მომიკითხე ნატო მასწავლებელი!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი