12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობანათლობის შესახებ - აქტუალური კითხვები და მოძღვრის პასუხები

ნათლობის შესახებ – აქტუალური კითხვები და მოძღვრის პასუხები

“ამბიონის” მკითხველის კითხვები ნათლობის შესახებ და სასულიერო პირთა პასუხები…

მკითხველის კითხვა:

natlobaჩემს ბიძაშვილს უნდა, მისი ნათლია ვიყო და შეიძლება თუ არა, რომ მოვნათლო?

პასუხი:

ზოგადად, ახლო ნათესავებს შორის სასურველი არ არის ნათლობა. თუმცა ჩვენ ვუშვებთ ხოლმე გამონაკლისს, როცა სასწრაფოდ მოსანათლია ადამიანი, რომ ერთი მხრივ, ნათესავებმა მოახდინონ ნათლობა. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ყოვლად დაუშვებელია ცოლ-ქმრული კავშირის ნათესაობით მონათვლა – ერთი მხრიდან მეორე მხრისა (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი).

მკითხველის კითხვა:

შეიძლება ერთი ბავშვის ნათლიების დაქორწინება? არ არსებობს გამოსავალი?

პასუხი:

არ შეიძლება და არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ნათლიები ხდებიან სულიერი მშობლები და როცა ნათლია ნათლიას უკავშირდება, როგორც ცოლ-ქმარი, ეს ყოვლად დაუშვებელია (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი).

მკითხველის კითხვა:

შეიძლება თუ არა ცოლად გავყვე იმ ადამიანს, რომელიც ჩემი ნათლიის მოგვარეა?

პასუხი:

შეიძლება. თუ სისხლისმიერი ნათესაობა,ან რამე ნათესაური კავშირი არ არის დადგენილი მეშვიდე მუხლამდე, გვარს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი).

მკითხველის კითხვა:

მოვინათლე 4 წლისასაკში, როდესაც პაპა გარდამეცვალა. ახლა 19 წლის ვარ და გავიგე, რომ მამაომ, რომელმაც მომნათლა, მირონი არ გამოიყენა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი:

არსებობს ნათლობის გასწორება, რომლის დროსაც ნათლიები იგივე რჩება და არა ხელახლა ნათლობა. თუმცა ასეთშემთხვევაში უმჯობესია,მოძღვარს პირადად მიმართოთ (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე).

მსგავსი სტატიები

22 COMMENTS

  1. Gvinda mesame bavshvi patriarqma monatlos.jvari dawerili gvaqvs,magram xeli ar gvaqvs mowerili.shevdzlebt tu ara monatvlas?

    • mec eset mdgomareobashi var mxolod xeli ar gvaqvs mocerili,sapatriarqoshi mitxres xelmocera aucilebeliao.

  2. გამარჯობათ.მოვინათლე 2004 წელს ზესტაფონის რაიონში.ცლებია ცამოსული ვარ საბერძნეში და არ ვიცი ჩემი ნათლობის მოცმობა სად იმკოფება გარკვეული პრობლემების გამო.ეხლა მინდა რომ ჯვარი დავიცერო საბერძნეთში და ნათლობის მოცმობას მთხოვენ.რა შეიძლება ამ შემთხვევაში გავაკეთო?

  3. გამარჯობათ ჩვილის მონათვლა დასაშვებია თუ არა 40 დღემდე?

  4. tu is ar sheidzleba ro 2natlia ertmamets daukavshirdes patriarqi ro matlavs bavshvebs isini shesadzloa ro gaizdebian da ertmamettan dakavshirden da daijaxdnen

  5. გამარჯობა შეიძლება თუ არა მამიდასშვილის ბავშვის მონათლვა?

  6. შეიძლება თუ არა ჩემი ქმრის მამიდასშვილმა მომნათლოს?

    • არ შეიძლება, რადგან თქვენ ქმართან ჯვრისწერა დაგერღვევათ.
      ნათლისღების შემდეგ თქვენ გახდებით თქვენი ქმრის მადაშვილის შვილი და თქვენი ქორწინებითი კავშირი, შეუძლებელი გახდება ასეთი ახლო ნათესაობის გამო.

    • არა არ შეიძლება, რადგან ძმისშვილის ნათლია, თქვენი სულიერი დედმაშვილია!

  7. შეიძლება თუ არა მოვნათლო ბავშვი,ჩემი შვილის ნათლიის შვილს?

  8. გამარჯობათ მამაო, ჩემი მეუღლის დას სურს მოვუნათლო ბავშვი , ანუ ბავშვისთვის გამოვდივარ ბიცოლა , ბავშვის დედისათვის რძალი. რამდენად დაშვებულია და ცოდვაში ხომ არ დავდგები.

    • ყოვლად დაუშვებელია!
      ნათლობის საიდუმლოებით თქვენ ხდებით, ნათლულის სულიერი დედა. ამ დროს კი თქვენი მეუღლე არის ბავშვის ალალი ბიძა. თქვენი ნათლიდედობის შემთხვევაში თქვენ გახდებით თქვენი მეუღლის და, ამის გამო თქვენი მეუღლობა ანულირდება და თუ თქვენ გააგრძელებთ თანაცხოვრებას, ჩადგებით უმძიმეს ცოდვაში! ანუ და-ძმას გექნებათ ცოდვილი ურთიერთობა! (ღმერთმა დაგიფაროთ).

  9. გამარჯობა,
    ჩემ მაზლს(ჩემი შვილის ბიძას) და ჩემი შვილის ნათლიას ერთმანეთი მოსწონთ , შეიძლება ეს კავშირი ეკლესიურად თუ არა ?

  10. BUNEBIS MOWLENA, BUNEBIS TSCWENEBA,TSCHEKA -KUCHILI,DZLIERI KARI,ZWIMA, MZE, MTWARE ,WARSKWLAWEBI,DZLIERI TALGEBI,MEZKERI,ZEZCHLI TKECHI,UBEDURI SCHEMTCHWEWA = GMERTIS RISCHWA= USURWET ,TKWIT KETILAD ,MCHOLOD KETILAD,UPALO SCHEGWACHSENE KOWEL ZUTS KETILI SITKWA. SCHESZIRET UPALS DA CHATEBS MTREDEBI DA PULI.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები