მთავარიქრისტიანობანათლობის საიდუმლო

ნათლობის საიდუმლო

რა შემთხვევაშია დაშვებული მეორედ მონათვლა და რატომ არ შეიძლება ნათლულის ოჯახის წევრების დაოჯახება მეშვიდე თაობამდე?

ნათლობანათლობის საიდუმლო ეკლესიაში არსებული 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი უმთავრესია. ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რადგან მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ყველა ადამიანი უნდა ისწრაფოდეს გახდეს ამ უდიდესი საიდუმლოს თანაზიარი.

საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება მცდარი შეხედულებები ტრადიციებისა და მათ შორის ეკლესიური წესების შესახებ, დაინტერესებულ ადამიანს კი უჭირს სიმართლის გარკვევა. “ამბიონი” შეეცადა მკითხველისათვის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, მამა ვახტანგი კვიჟინაძის მოსაზრებები მიეწოდებინა ნათლობის საიდუმლოს შესახებ.

მამა ვახტანგ კვიჟინაძე (სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური): “ქრისტიანული ნათლობა უფლისაგან არის დადგენილი, როდესაც თვითონ უფალმა ნათელი იღო იოანე ნათლისმცემელისგან. იოანე ნათლისცემელი ნათლობის ჟამს ამბობს: ესე არს ტარიგი ღმრთისა და თავის მოწაფეებს მიუთითებს, რომ მისულიყვნენ და დამოწაფებოდნენ მაცხოვარს. ანუ თვითონ ნათლისღების ჟამს, როდესაც მაცხოვარი ნათელს იღებს იოანე ეუბნება, მე მეკუთვნის შენგან ნათლისღება და შენ ჩემგან ღებულობა ნათლისაო. მაგრამ უფალმა მაინც მიიღო ნათლობა იოანესგან, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება და ამ დროს ყველამ დაინახა, როგორ დაადგება მაცხოვარს მტრედის სახით სულიწმინდის მადლი და ხმა ისმის, ესე არს ძე ჩემი და მას უსმინეთო. ეს არის განცხადება ქრისტიანული ცხოვრებისა და ნათლისღების მადლით, შთაფვლით ხდება ადამიანის მეორედ შობა. უფალი ამბობს: “ვინც მეორედ არ იშვას წყლისაგან მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველიო”.

– მრწამსში ნათქვამია, “აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათ” – რა შემთხვევაშია დაშვებული მეორედ მონათვლა?

– მეორედ ნათლობა დაშვებულია თუ ადამიანი ქრისტიანული წესით არ არის მონათლული. სხვა სარწმუნოებიდან გადმოსვლისას, ადამიანებს ვეკითხებით, რომელ მიმდინარეობაში იყო, რადგან ზოგჯერ წყლის ნათლისღება საჭირო აღარ არის. მაგრამ არის შეთხვევები, როცა ნათლობა მთლიანდ თავიდანაა ჩასატარებელი. თუ ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად მონათლულ ადამიანს მეორედ მონათვლა იმიტომ სურს, რომ ნათლია არ მოსწონს ამ შემთხვევაში მეორედ ნათლობა დაუშვებელია.

ჩვენს პრაქტიკაში სამწუხაროდ იყო შემთხვევა, როცა მოძღვარი არღვევდა ნათლობის კანონიკას, მის მიერ “მონათლული ხალხი” შემდგომ ხელმეორედ მოინათლნენ. შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა მოძღვარი აღასრულებდეს ნათლისღების მსახურებას ყველა წესის დაცვით და შემდეგ განიკვეთოს, მაგრამ თუ განკვეთილი კიდევ აგრძელებს ნათლობას, მის მიერ მონათლული ადამიანები თავიდან არიან მოსანათლები.

– რატომ არ შეუძლიათ მოუნათლავ ადამიანებს ქრისტიანულ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება

– სიტყვა “ეკლესია” ერთიანობას ნიშნავს, ანუ ჩვენ ვართ ერთიანები ქრისტიანულ სარწმუნოებაში, ხოლო ადამიანი ვინც მეორედ იშვება წყლისგან, ანუ ნათელს იღებს, აღმსარებლობით ხდება ქრისტიანი (მართლმადიდებელი) და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი და ვინც არ არის მონათლული მას წირვა-ლოცვებში, ზიარებებში თუ სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, რადგან ის არ აღიარებს ქრისტიანობას და არც ეკლესიის წევრად ითვლება.

– ხშირად ნათლობას მხოლოდ იმ მიზეზით გადადებენ რომ ოჯახს საშუალება არ აქვს აძლევს ნათლობის შემდეგი სუფრა გაშალოს, რამდენად სწორია ამგვარი მიდგომა?

– ხალხს არაერთხელ ვუხსნით, რომ სუფრის გამო, ნათლობის გადადება არის წვალება იმ ადამიანისა, რომელიც უნდა მოინათლოს. რადგან არ ვიცით, მეორე წუთში რა ხდება ჩვენს თავს და ამისათვის ყველა ადამიანი დაზღვეული უნდა იყოს. რამეთუ ვერცერთი ადამიანი ნათლობის გარეშე ვერ იხილავს ცათა სასუფეველს. რასაკვირველია, ნათლობა არის ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი და მასზე აშენებული ჩვენი ცხოვრებით წარვდგებით უფლის წინაშე. ნათლობის საიდუმლოს შესრულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

– რატომ ხდება ახალშობილის მე-40 დღეს მონათვლა?

– ბავშვის მონათვლა 40 დღემდე და მას შემდეგაც შეიძლება, მაგრამ ეს პრაქტიკა იმიტომ დამკვიდრდა რომ მე-40 დღეს დედას ეკითხება სპეციალური ლოცვები და ხდება მისი განწმენდა. ამ დღეს დედას შვილი მიყავს ტაძარში და ბავშვი ინათლება. ყრმის სახელდება კი მერვე დღეს ხდება და თუ ადამიანს ქრისტიანული სახელი არ ჰქვია, მას ქრისტიანული წმინდანის სახელს ვარქმევთ. ნათლობის დღე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დაბადების დღე ადამიანისა, და სწორედ ისე უნდა აღვნიშნოთ ქრისტიანულად დაბადება, როგორც ქვეყნიერებას მოვლენა.

– როგორ უნდა მოხდეს ნათლიის შერჩევა?

– უნდა ვეცადოთ, ნათლიად ისეთი პიროვნება ავირჩიოთ, რომელიც ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან ჩვენს შვილს ნათლიამ უნდა ასწავლოს ქრისტიანული ცხოვრება და განსწავლოს იგი ქრისტიანულ ცხოვრებაში. როცა ნათლიას მატერიალური კუთხით არჩევენ, ასეთ დროს ისინი ვერც მატერიალურ მხარეს იღებენ, იმ ადამიანსაც კარგავენ და რასაკვირველია, სულიერსაც ვერ მიიღებენ. ზოგჯერ ამბობენ, თითქოს, ნათლობაზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ თუ მე არ შემიძლია ყურადღება მივაქციო ბავშვს, როგორ არ შეიძლება ნათლობაზე უარის თქმა. ბავშვი მოუნათლავი არ უნდა დარჩეს, მაგრამ თუ არ მაქვს იმ ბავშვთან ახლო ურთიერობა და სულიერების თვალსაზრისთ დახმარება არ შემიძლია, როგორ შეიძლება იმ ბავშვს ნათლიად დავუდგე. თუმცა, ეს ადამიანის პიროვნულ გადაწყველტილებაზეა დამოკიდებული. მთავარია ადამიანმა შეიმეცნოს ნათლობის არსი. რადგან ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ყოველ მოქმედებაზე და ჩვენს ნათლულს, რომელსაც ნათლობას მივანიჭებთ და არ ვასწავლით ქრისტიანულ ცხოვრებას, მაშინ რა ნათელის მიმცემი ვართ? პირიქით, ბნელში ვტოვებთ ისევ.

– გადადის თუ არა ნათლიის ცოდვები ნათლულზე, ან პირიქით?

– ჩემი ცოდვები, ან მოსანათლის ცოდვები ჩემს მომნათვლელზე არ გადავა. ცოდვებისგან ჩვენ ვიწმინდებით და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, რადგან წყალში შთაფვლისას ხდება მეორედ შობა და იწყება ახალი ცხოვრება პიროვნებისა. ნათლისღებით ის განწმენდილი იქნა შთამომომავლობით გადმოცემული ცოდვისგან. არის გამოთქმა “ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოკვეთაო” – თუ ბაბუა ქრისტიანულად არ ცხოვრობდა, ცოდვებს სჩადიოდა და ცოდვები მისგან მომდინარეობს, ის შვილიშვილზე თუ ბაბუის გზას არ აგრძელებს, არ გადმოდის. ბაბუის ნაჭამი ტყემალი მხოლოდ მაშინ მოკვეთს შვილიშვილს კბილებს, როდესაც შვილიშვილი ამ ტყემალს შეჭამს.

– შეუძლიათ თუ არა ნათლიის და ნათლულის ოჯახის წევრებს ერთმანეთთან შეუღლება?

– ნათლობითი ნათესაობა მეშვიდე თაობამდე გრძელდება. მეშვიდე თაობამდე ნათლობით ნათესავებში არ შეიძლება დაქორწინება. ქრისტიანულ ცხოვრებაში ხორციელი ნათესავი, მეოთხე თაობის შემდეგ შეიძლება დაქორწინდეს, მაგრამ ნათლობის შემთხვევაში მხოლოდ მეშვიდე თაობის შემდეგ შეიძლება იყვნენ ქორწინებაში. ასე რომ ნათლობას უდიდესი მნიშვენელობა აქვს. აქ სულიწმინდის მადლთან გვაქვს საუბარი და ჩვენ პირდაპირ გვეუბნება უფალი, ვინც სულიწმინდა დაგმოს მან არ მიიღოს ცათა სასუფეველი. ანუ სულიწმინდის მგმობელი აუცილებლად დაისჯება.

– შეეფერება თუ არა სინამდვილეს ხალხში გავრცელებულია შეხედულება, თუ შვიდი ნათლული გეყოლება, სამოთხეში მოხვდები?

– ნათლულების რაოდენობით არ შეიძლება განისაზღვროს ქრისტიანული ცხონება-არცხონება. ჩვენ ვცხონდებით ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების და იმ საქციელის მიხედვით, თუ რას ვამბობთ, როგორ ვიქცევით. ჩვენი სიტყვები უნდა შეესაბამდებოდეს ჩვენს საქმეებს და ამ შემთხვევაში ვცხონდებით. როდესაც ადამიანი ქრისტიანია, მაგრამ ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ის ვერ ცხონდება, რადგან მან დიდი დანაშაულები ჩაიდინა უფლის წინაშე, არ შეასრულა ნათლობის ჟამს დადებული პირობა ქრისტიანულად ცხოვრების შესახებ.

როდესაც ყრმებს ვნათლავთ, ხშირად ისმის კითხვა, რატომ ვნათლავთ ყრმებს, რა იცის ბავშვმა ნათლობის შესახებ? ჩვენ უფლებებს არავის არ ვართმევთ, არც ყრმას და არც დიდს. რადგან ამ დროს მშობელმა იცის ნათლობის არსის შესახებ და ამ შემთხვევაში მშობელია პასუხისმგებელი თავისი შვილის სულიერებაზე. თუ მშობელი ქრისტიანული წესით ცხოვრობს, ის შესაბამისად, შეგნებულად ნათლავს თავის შვილს. ამ იდეის ავტორებს კი მინდა ვუთხრა, რომ როდესაც წმინდა მოციქულები მიდიოდნენ და ნათლავდნენ ოჯახს, მთელი ოჯახი მოინათლებოდა, ამ ოჯახში ყრმებიც იყვნენ და შესაბამისად, ისინიც ინათლებოდნენ.

– რა დანიშნულება აქვს ნათლობის სანთლებს?

– როდესაც მცირეწლოვანს ვნათლავთ, დედას შეუძლია შვილის ნათლობის სანთლით ილოცოს თავისი შვილისთვის ნებისმიერ დღეს, განსაკუთრებით კი ნათლობის დღეს, იმ წმინდანის სახელის დღეს, რომლის სახელსაც ატარებს ბავშვი და თორმეტ საუფლო დღესასწაულზე, ასევე ოჯახის დღესასწაულზე. მას შემდეგ რაც ბავშვი წამოიზრდება და ცნობიერება ექნება, მას თავადვე შეეძლება ილოცოს და დაანთოს ეს სანთლები.

თეონა ნოზაძე

94 COMMENTS

  1. dzalian kargi temaa,,bevrma ar icis natlobis arsi da aucilebelia eseti temebi gashuqdes..mec bevri ram gavige iseti am statiida rac ar vicodi madloba ufals da am statiis avtors…

  2. ძაან მაგარი სტატიაა ყოჩაღ თეო ძაან ბევრი რამ გავიგე.

  3. გამარჯობათ. მამაჩემი მონათლეს მამამისის გასვენების დღეს სახლში და მაინტერესებს ეს თუ ითვლება სრულყოფილ ნათლობად?

    • გამარჯობათ მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ნათლიის ძმას ნათლულის დედა უყვარდეს ეს ხომ ცოდვად ითვლება არა??

      • დიახ ცოდვაა და დაუშვებელია, რადგან ნათლისღების საიდუმლოებით ისინი ახლო ნათესავები არიან და მათი კავშირი მძიმე სიძვა, ანუ თანამედროვე განმარტებით ინცესტია!

  4. მართლმადიდებლობაში თუ შეიდზლება რომ ჩემი შვილი ჩემმა მამიდაშვილმა მონათლოს?
    მადლობთ

  5. არის შემთხვევები, რომ პროზელიტით მართლმადიდებლობა მიღებულ კათოლიკეს ხელახლა ნათლავენ რითაც ირღვევა მრწამსის სიტყვები “აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა” და ასევე საეკლესიო სამართალი. ამაზე რას იტყვის მამა ვახტანგი?
    და კიდევ რით ხელმძღვანებლობს, როცა ამბობს ნათლობა 7 თაობის განმავლობაში ანათესავებს ადამიანსო? ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან პატრიარქის ნათლულებმა, თუ ერთმანეთი შეუყვარდათ?

  6. გურანდა
    კი, ეს სრული ნათლობაა. საერთოდ რეკომენდირებულია, რომ საიდუმლო ეკლესიაში აღასრულოს მღვდელმა. მაგრამ არსებობს დაშვებები. მაგალითად, ადამიანის ავადობა. მოკლედ, თუკი ეს მღვდელმა დაუშვა და საიდუმლო აღასრულა. და მამათქვენის ნათლიები მოწმობენ საიდუმლოს აღსრულებას, ყველაფერი ნორმალურადაა

  7. გიორგი, პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.
    ვრცლად იხილეთ სტატია http://www.ambioni.ge/dasasvebia-tu-ara-patriarqis-natlulebs-soris-qorwineba/

  8. ჩემი ნათლობა განხორციელდა არა წყალში შთაფვლით, არამედ შესხურებით. მოვინათლე 39 წლის ასაკში, და უკვე 14 წელია ქრისტიანული წესებით ვცხოვრობ და მთელი ამ ხნის განმავლობაში მაწუხებს ეს საკითხი შთაფვლასთან დაკავშირებით. გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად საფუძვლიანია ჩემი წუხილი?

  9. როგორც ვიცი შთაფლვით და წყლის სხურებით მონათვლას შორის არანაირი განსხვავება არ არის! მთავარია რომ ნათლობის საიდუმლო აღსრულდა და ადამიანი მეორედ იშვა წყლითა და სულიწმინდით.

  10. gamarjobat makvs aseti shemtxveva miyvars gogo da me da am gogos saerto bavshvis monatvla gvicevs rogor movikce mitxarit, chven tu saerto natluli gveyoleba me da mas qorcineba shegvedzleba ? gmadlobt veli pasuxs 3 dge damrcha monatvlamde :(

  11. შეიძლება თუ არა ცოლ-ქმარმა მონათლოს ერთი ბავშვი.

    • შეიძლება, მაგრამ ასევე სასწრაფოდ ჯვარიც უნდა დაიწერონ.

    • მშობლების ჯვრისწერის მოწმობა

  12. შეიძლება თუ არა აყვანილი ბავშვის ხელმეორედ მონათვლა?
    მოგახსენებთ, რომ ეს ბავშვი დროებით გადაყვანილი იყო ბავშვთა სახლიდან მზრუნველ ოჯახში და ამ ოჯახის წევრებმა მონათლეს. ამჟამდ ბავშვი გაშვილებულია და მის მშობლებს სურთ რომ ის ხელმეორედ მონათლონ.

  13. შეიძლება თუ არა ცოლად გაყვე ნათლულის დედის ბიძაშვილს?! გთხოვთ მიპასუხოთ!

  14. სასურველი არ არის გადადნობა, თუ შესაძლებელია ოქრომჭედელს გაასწორებინეთ.

    • არ შეიძლება, რადგან ნათლობა უკვე დასრულებულია.

    • შეიძლება, მაგრამ უმჯობესია ერთი ჰყავდეს და ნამდვილად იზრუნოს ნათლულის ქრისტიანულ ცხოვრებაზე.

    • ნათლობა თქვენი რწმენის საკითხია და ისე უნდა მოიქცეთ რასაც თქვენი სინდისი და ქრისტეს სიყვარული გიკარნახებთ.

  15. MOKLED MAINTERESEBS ESETI RAM MINDA MOVNATLO BAVSHVI DA CHEMI MEUGLIS DEIDASHVILS MOSWONS CHEMI SHVILIS MOMAVALI NATLIA ES XELS XOM AR SHEUSHLIT MOMAVALSHI OJAXIS SHEQMNASHI

    • აუცილებლად შეუშლის ხელს! რადგან ნათლობის საიდუმლო ზეაღმატებულია ქორწინების საიდუმლოზე. ნათლობის კავშირი არღვევს ჯვრისწერით კავშირს.

      • მამაჩემი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა მაგრამ მონათლა თათარმა თავისი წესით.ანუ მამაჩემის დედას დაეღუპა ორჯელ ახალშობილი,რამოდენიმე თვის,უთხრეს თათარს მოენათლა შემდეგი ბავშვი და ესეც მოხდა.მამამ იცოცხლა 72 წელი.დარწმუნებული ვარ ცოდვად ითვლება.მამის შვილები ქრისტიანულად მოვინათლეთ და ვართ ქრისტიანები მაგრამ ორი ძმა გარდამეცვალა 42 წლის და 48 წლის,მგონია სარწმუნოებას ბებიამ უღალატა ამიტომ მოხდა ეს ტრაგედია ოჯახში.რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ბებიის ეს საქციელი გამოვისყიდო და თუ შთამოავლობაზე გადადის ეს ცოდვა,ძალ8ან ვშიშობ.გთხოვთ მიპასუხოთ.მადლობა.

        • ღმერთმა დაგლოცოთ!
          სამწუხაროდ ბებიასაც და მამასაც ცოდვა აქვთ ჩადენილი.
          თქვენ კი გირჩევთ ეკლესიური ცხოვრების დაწებას, სისტემატიურ ლოცვას, აღსარება-ზიარებას, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მოგიტევოთ და გაპატიოთ. თუ ამას გააკეთებთ, წინაპრების ცოდვები აღარ მოგეკითხებათ.

    • არ შეიძლება, რადგან ნათელმირონობის მადლით ის თქვენ ნათესავად ითვლება, ხოლო ნათესავებს შორის ჯვრისწერა დაუშვებელია.

    • gtxovt male mipasuxot.me sazgvargaret var bavshvi unda movnatlo saqartveloshi magram ver chavdivar.romar daveswro natlobas ramoxdeba?

      • აუცილებელია. თუმცა ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, შეიძლება გამონაკლისის დაშვებაც.

  16. mainteresebs natliad tu sheidzleba natesavi gyavdes,anu natesavma tu sheidzleba monatlos natesavis bavshvi..

  17. gamarjobat..mainteresebs rodesac ojaxshi micvalebulia kvelaze patara ojaxis cevri (aris 6 tvis ) aris mosanatli..rogor moviqcet?

  18. ძვირფასო ქალბატონო!
    წინასწარ გეტყვით, რომ როცა ამბობთ სომხური ეკლესიაო, არასწორია რადგან რწმენა და ნაციონალური კუთვნილება ერთმანეთთან კავშირში არ არის.
    განსხვავება უდიდესია, რადგან როგორც თქვენ ამობობთ ,,სომხური” ეკლესია მონოფიზიტურია, ხოლო მართლმადიდებლური დიოფიზიტური. ძალიან მოკლედ, რომ აგიხსნათ, მონოფიზიტური მრწამსი აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას (მხოლოდ ღმერთი), ხოლო დიოფიზიტური ქრისტეს ორ ბუნებას (სრული ღმერთი და სრული კაცი).
    რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ამ პატარა კომენტარში სრული ახსნა განმარტების დაწერა, თუ რატომაა შეცდომა ქრისტეს მხოლოდ ერთი ბუნების აღიარება.(თუ გაინტერესებთ აი სავარაუდო ლინკი http://geworld.ge/View.php?ArtId=2939&lang=ge&Title=dekanozi+daviT+qvliviZe:+somxuri+eklesia+suliwmindis+madls+moklebuli+sakrebuloa) ამიტომ გეტყვით, რომ ქრისტეს მონოფიზიტური აღქმა დაგმობილ იქნა 451 წელს ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.
    ამიტომ შესაბამისად მონოფიზიტური ნათლობა, ვერ იქნება შეწყნარებული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.
    თუ მართლმადიდებლურ ტაძარში გსურთ წირვა-ლოცვაზე დადგომა და გული აქეთ მიგიწევთ, ჩვენი რჩევაა შესრულდეს მართლმადიდებლური ნათლობა და შემდეგ ვილოცოთ, როგორც საყვარელმა ქრისტესმიერმა დებმა და ძმებმა ერთად.
    ღმერთმა დაგლოცოთ.

  19. comxur ekleciashi monatluli tu ilocebs,cantels daantebs da cefis kvers miigebs martlmadideblur tadarshi, sheeweva gmertis madli tu ar aaqvc azri tadarshi ciaruls?

  20. gamarjobat, aseti ram minda shegekitxot tu sheidleba, rom mipacuxod…)hemi gogo monatlulia comxur ekleciashi, magram aracodes ar ulocia iq.yoveltvis loculobc martlmadideblurad,radgan yvelaferi vaswavle ace.gadanatvla gvinda ,magram cazgvargaret vcxovrobt da dnelia aq ,am yvelafris gaketeba. miecema gmertis madli, tu ar aqvs azri mis martmadideblurtadarshi siaruls da cantlis dantebac.ra tqma unda canam gadainatleba madloba winacwar

  21. shegidzliat mitxrat saqartvelos 20-30 wlebshi natloba rogor xdeboda?isetive wesebit da kanonierad rogor dges?
    vici rom adre gambanic iyo erti pirovneba vinc mosanatls mirons chamobanda,dges ki sasuliero piris garda aravis aqvs amis upleba.
    \

    • შეიძლება, თუ შემდეგ შვილს არ მოუნათლავთ.

  22. გთხოვთ მიპასუხოთ..შეიძლება ბავშვი 3 წლის ბავშვს მოვანათვლინო?

    • არ შეიძლება, რადგან ნათლია სულიერი მშობელი ხდება და იღებს ვალდებულებას დაეხმაროს როგორც ცხოვრებისეულ ისე ქრისტიანული წესების აღსრულებაში.
      ძალიან მეეჭვება, რომ ეს 3 წლის ბავშვმა შეძლოს… ))

  23. Gamarjobat, var martmadidebluri, chemi sakmro ki katolike. Velodebit saerto shvils da minda bavshvis martmadideblad monatvla. Sheizleba tu ara erti natlia martmadidebeli xolo meore natlia katolike ikos?
    Cinascar madlobt pasuxisatvis.

    • თუ მართლმადიდებლურად ნათლავთ, ორივე ნათლია აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს.

  24. თუ შეიძლება მიპასუხეთ_შეიძლება პირველი შვილის ნათლია მეორე შვილის ნათლიაც იყოს? ანუ პირველი ბავშვის ერთ-ერთი ნათლია მინდა მეორე ბავშვის ნათლიაც იყოს, მადლობა წინასწარ

  25. Gamarjoba, tu sheidzleba mipasuxet, roca ojaxis wevri gardaicvleba da ojaxshi mounatlavi bavshvia.ramden xanshia savaldebulo rom moinatlos. Madloba winaswar

  26. gamarjaboa.sheidzleba tu ara chemi dzmis natliiis colis disshvili miyvardes? dzalian gtxovt mipasuxot ?

  27. შეიძლება თუ არა ნათლულს მოეწონოს თავისი ნათლიის დისშვილი ან ძმის შვილი? ანუ არის მათ შორის ნათესაური კავშირი? გთხოვთ მიპასუხოთ

  28. Gamarjobat, mainteresebs sheidzleba tu ara rom chemi shvilis natlia iyos, bidzashvilis meugle, konkretulad mamachemis bidzashvilisbshvilis meugle?

  29. გამარჯობათ,ჩემს მულს ყავს ბავშვი მონათლული და შეიძლება თუ არა იმ ბავშვოს დედამ ჩემი შვილი მონათლოს??

  30. გამარჯობათ,ჩემი მეგობრის შვილის ნათლია უნდა ვიყო(მეჯვარე ვარ),თუმცა ამ ბავშვის დედას მონათლული ყავს ჩემი ბიძაშვილი.და მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ,მოვნათლო?გადანათვლა ხომ არ გამოდის?

  31. sheizleba…tu…ara…bavshvis…natliebs..ertmaneti…rom…sheukvardet…anu…orives…erti…natluli…kavs

  32. მე მობნათლე ჩემი მეგობრის და,ახლა კი მინდა რომ ჩემმა მეგობარმა ჩემი შვილი მონათლოს,შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ ?გთხოვთ მიპასუხოთ

    • თუ თქვენი მეგობარი მანდილოსანია, შეუძლია მონათლოს.

  33. მოგესალმებით. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, ნათლობის დროს მამაოები ხშირად ეკითხებიან ნატლიებს იციან თუ არა ლოცვა აღარ მახსოვს რომელ ლოცვაზე იყო საუბარი და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რომელი ლოცვაა აუცილებელი ნათლობის დროს ნათლიასადმი წასაკითხი? დიდი მადლობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები