მთავარი » ქრისტიანობა

ნათლისღების დღესასწაულზე პატრიარქის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2015 | 1,588 ნახვა

ნათლისღების დღესასწაულზე ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 38-ე ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა.

ნათლობის პროცესის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდა. მან სამებაში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

ანა ლოლაძე

პატრიარქმა პატარები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები დალოცა და მათ ღვთის წყალობა უსურვა.

უწმიდესი პატრიარქის ტახტზე დაბრძანდა და მასთან სათითაოდ მიიყვანეს ნათლულები დასალოცად. მონათლულებს სამახსოვროდ ნათლობის მოწმობები, ჯვრები და სამახსოვრო კალენდრები გადაეცათ.

დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 22 ათასზე მეტი ბავშვია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი