მთავარი » პოპულარული

საქართველო “NATALE DI ROMA” -ზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.03.2012 | 1,232 ნახვა

წელს პირველად საქართველო რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე “NATALE DI ROMA”-ზე მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე საქართველოს, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნები” წარადგენს, რომელმაც იტალიიდან მიწვევა უკვე მიიღო.

ფესტივალი რომში 20–22 აპრილს გაიმართება.

შავფაროსნები “შავფაროსნების” პრეზიდენტის, ირაკლი ქოქოსაძის თქმით, “NATALE DI ROMA”–ზე იმ ქვეყნებს იწვევენ, რომლებთანაც რომის იმპერიას სხვადასხვა დროს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა.

“ფესტივალის მიმდინარეობისას რომის ცენტრალური ქუჩები იკეტება და მაშტაბური მსვლელობები ეწყობა. ანტიკური ეპოქა ცოცხლდება ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა თავის კულტურას წარადგენს.

სამწუხაროდ, საქართველოსა და რომის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დღემდე ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, კოლიზეუმზე გამოკრულ რუკაზე საქართველო საერთოდ ნახსენები არაა და ჩვენს ტერიტორიას სომხეთი აწერია. “შავფაროსნების” ამ ფესტივალში მინაწილეობა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია. მათ ჩვენს ქვეყნას გავაცნობთ და რუკაზეც ღირსეულ ადგილს დავიბრუნებთ”, – აღნიშნავს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 144 წელს რომის იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა იბერიის მეფე ფარსმან II ოჯახითურთ რომში მიიწვია. ქართველებს იქ პომპეზური ღონისძიებით დახვდნენ. ფარსმანის ამალამ კოლისეუმში მხედრული ჯირითი მოაწყო. ქართველთა მეფისა და მხედრების ჯირითით რომაელები იმდენად მოიხიბლნენ, რომ იმპერატორმა რომში, მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკებაც კი დადგმევინა. აღნიშნული ვიზიტის დროს რომის და იბერიის მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რის შემდეგაც რომმა კავკასიაში იბერიის ჰეგემონია სცნო.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი