მთავარი » ქრისტიანობა

“ნამდვილად დიდი მადლი სუფევს ჩვენს წმინდა ტაძარში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2022 | 479 ნახვა

ნამდვილად დიდი მადლი სუფევს ჩვენს წმინდა ტაძარში! ეს წმინდა ტაძარი
თვითონაა მადლით აღსავსე! ჯერ მხოლოდ საძირკველი იყო ჩაყრილი, როდესაც უფლის მადლი გადმოვიდა მას ზედა. და ამას უკვე მაშინ გრძნობდა ყოველი ადამიანი. მახსენდება ტაძრის საძირკვლის ჩაყრა, ზოგიერთი სკეპტიკოსი ამბობდა:

„როდის აშენდება ეს ტაძარი ან საერთოდ, აშენდება თუ არა?!“ მაგრამ ჩვენ გვწამდა, ჩვენ გვჯეროდა, რომ უფლის წყალობით, ეს ტაძარი აშენდებოდა და ღმერთმა ააშენა კიდეც!

შეიძლება ითქვას, რომ იგი ღვთის აშენებულია, ხელთუქმნელი ტაძარია!

მახსენდება, ტაძარს საძირკვლის გაჭრისას მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილებიდან ჩამოვაბრძანეთ სხვადასხვა სიწმინდეები, ქვები, წმინდა ნაწილები და ჩავდეთ ტაძრის საძირკველში. სიწმინდეები ჩამოვიტანეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდანაც:

გელათდან, სვეტიცხოვლიდან, ჭყონდიდიდან და სხვ. ადამიანები წერდნენ თავის გვარებსა და სახელებს ქვებზე და აწყობდნენ ტაძრის საძირკველში. ეს ყველაფერი იზიდავს ღვთის მადლს!


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგებიდან
28 იანვარი, 2007 წელი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი