
პატრიარქისა და წმიდა სინოდის მხარდასაჭერად მრევლი და სამღვდელობა საპატრიარქოსთან 10 საათიდან შეიკრიბა. წმიდა სინოდმა დღეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესახებ იმსჯელა, რომელიც საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
მეუფე იობის განცხადებით, სინოდმა ეკლესიისა და ქვეყნის მომავლისათვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო.
ბაია ლომსაძე
