მთავარი » სხვადასხვა

მუსტაფა ნაიმას ცნობა ქართველთა მეფე სიმონის ოსმალთა მიერ დატყვევების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.02.2015 | 2,551 ნახვა

XVII საუკუნის ოსმალური ისტორიოგრაფიის საუკეთესო წარმომადგენელი იყო მუსტაფა ნაიმა. იგი დაიბადა ქალაქ ალეპოში, მეფე სიმონი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო როცა სტამბოლში ჩამოვიდა და იმთავითვე გამოამჟღავნა მეცნიერების მრავალი დარგისადმი ინტერესი. 1699 წელს ნაიმა დაინიშნა ოსმალეთის ოფიციალურ ისტორიოგრაფად – ე.წ. ვაკა-ი ნევისად. მას მართლაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ოსმალურ ისტორიოგრაფიაში.

ოსმალეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის მთელი რიგი საკითხების შესასწავლად, ქართულ მასალებთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ოსმალურ ნარატიულ და დოკუმენტურ მასალებს. ამ ისტორიულ საბუთებში, ნაშრომებში ხშირად უხვად არის გაბნეული ცნობები საქართველოსა და მისი ცალკეული ერთეულების შესახებ.

რაც შეეხება უშუალოდ მუსტაფა ნაიმას მიერ მოცემულ პირველ ცნობას, რომელიც ეხება საქართველოს თარიღდება ჰიჯრის 1008 წლით (1559-1600 წწ.). ცნობა შეეხება ოსმალთა მიერ ქართლის მეფის სიმონის დატყვევებას, რომელიც შემდგომ სტამბოლში გაგზავნეს. ამ წყაროს მიხედვით ჩანს, რომ ვანის ბეგლარ-ბეგმა ჯაფარ ფაშამ ქართველთა მეფე სიმონი დაატყვევა 1599 წელს.

სიმონ მეფის დატყვევების შესახებ არსებობს ქართული წყარო, რომელშიც ვკითხულობთ: “ქკსა სპზ: მეფემან სვიმონ ცხრასა თვეს გორის ციხეს იბრძოლა, აიღო, მის შინა მყოფნი ურუმნი შეიბნეს აწევის, ალგეთის პირს და ცხენი წაუქციეს ბრძოლათა შინა მეფესა თულაშვილმა. მუსტაფა ნაიმა დაიჭირეს თათართა მეფე სვიმონ და სტამბოლს ხონთქარს გაგზავნეს, იედი ყულეში დაატყვევეს”. (ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა შეკრებილი ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ.ჟორდანიას მიერ, II, თბ., 1897, გვ.431).

ქართული წყაროს მიხედვითაც სვიმონ მეფე 1599 წელს დაუტყვევებიათ, თუმცა ნაიმას ცნობა მეტად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იმით გახლავთ, რომ იგი უშუალო მოწმე ამ ისტორიის არ ყოფილა, მან გამოიყენა სხვა ისტორიკოსთან დაცული ცნობა, კერძოდ ქათიბ ჩელების ნაშრომში “ფეზლექე”, ეს უკანასკნელი კი ნამდვილად იყო ამ ამბის მონაწილე. ქათიბ ჩელების ნაშრომში “ფეზლექე” მოყვანილია 1592-1654 წწ-ში მომხდარი ამბები.

მუსტაფა ნაიმა ასევე მოგვითხრობს სხვა საინტერესო ცნობებს ამიერკავკასიის ქვეყნების შესახებ. მის ნაშრომში მრავლადაა დაცული ცნობები, ასევე სომხეთის შესახებ. მუსტაფა ნაიმას ისტორია მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ქართული ისტორიოგრაფიისათვის.

ლუკა კარკაძე

იედი ყულეში პატიმრობისას მეფე სიმონის მიერ თქმული რუბაი:
“გამანადგურა ბედმა, რომელსაც ვემდური,
ამისათვის დამცირება განვიცადე ხალხის თვალში,
თუმცა საქმე წამივიდა ძლიერ ცუდად,
მადლობა გამჩენს, რომ ახლა მდგომარეობა შემიმსუბუქდა”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი