მთავარი » კულტურა

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.10.2012 | 1,802 ნახვა

18, 20 და 21 ოქტომბერს თელავი ტრადიციულად მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმაპსინძლებს, რომელიც საქართველოს კულტურისა და მუსიკის ფესტივალი თელავში ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის” ორგანიზებით გაიმართება.

ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ელისო ვირსალაძე. წლევანდელი ფესტივალი სწორედ, ამ გამოჩენილი ქართველი პიანისტის საკონცერტო მოღვაწეობის 50 წლისთავს ეძღვნება.

18, 20 და 21 ოქტომბერს მსმენელის წინაშე წარსდგებიან თავად ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი და ედუარდ ბრუნერი.

წლევანდელი ფესტივალი კონცერტების გარდა ბევრ სიახლეს პირდება მსმენელს. გენერალური სპონსორი – კომპანია “კავკასუს ონლაინი”, რომელიც ინტერნეტით ფესტივალის ონლაინ ჩვენებას უზრუნველყოფს ვებ გვერდზე www.co.ge; ყველა ადამიანს, ვინც ვერ შეძლებს ფესტივალზე დასწრებას, შეეძლება თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს. 19 ოქტომბერს კი წიგნის – “ელისო ვირსალაძე”- პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც კომპანია “მაგთიკომის” მხარდაჭერით გამოიცა.

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში სულ 6 კონცერტი გაიმართება, აქედან სამი – საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი დაკომპლექტდა საგანგებოდ ფესტივალისთვის და მასში უკრავენ მაღალპროფესიონალი მუსიკოსები. ორკესტრს წარუძღვებიან დირიჟორები ანატოლი ლევინი და აღმოჩენა, 18 წლის ტიმურ ზანგიევი (ჩრდილოეთ ოსეთი), რომელსაც ასაკის მიუხედავად, კარგად იცნობს ევროპელი მსმენელი. მისი დირიჟორობით ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, კორეიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან,რუსეთიდან, ყაზახეთიდან.

კონცერტები, ტრადიციულად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.

საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები. საქართველოში პირველად შესრულდება რობერტ შუმანის სავიოლინო კონცერტი.

ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ელისო ვირსალაძის მიერ 80-ან წლებში დაარსებულ ფესტივალს (სახელწოდებით “ქება ვაზისა”) ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი აღარ ჩატარებულა.

2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით (ასევე, სახელწოდებით) აღდგა.

სპეციალურად ფესტივალისთვის სახელმწიფომ შეიძინა ”Steinway & Sons”-ის საუკეთესო ორი საკონცერტო როიალი. წელს კლასიკური მუსიკის ფორუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი