მთავარი » საზოგადოება

მურღულის საჯარო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი კლასი გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2015 | 2,351 ნახვა

თურქეთის ართვინის პროვინციაში, ქალაქ მურღულის საჯარო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი არჩევითი კლასი გაიხსნა. დაინტერესებულ მოსწავლეებს ქართულ ენას იმერხეველი ქართველი ფათიჰ მეიდანი (ცვარიძე) ასწავლის, რომელსაც „ამბიონი“ დაუკავშირდა და ამ შესანიშნავი წამოწყების შესახებ ესაუბრა.

მურღულის სკოლა

საუბრის სტილი დაცულია

ფათიჰ მეიდანი (ცვარიძე): “მე ფათიჰ მეიდან (ცვარიძე), ქალაქ ართვინი შავშეთის რაიონის სოფელ ბაზგირეთიდან ვარ. დედა, მამა ქართველები არიან და ქართულიც ოჯახში ვისწავლე. დედა, მამა, ბებია და ბაბუა სოფელში ყველანი ქართულად ლაპარაკობდნენ და მეც ისე ვისწავლე ქართული. სკოლაში წასვლამდე სულ ქართულად ვლაპარაკობდი, თუმცა თურქულიც ცოტა ვიცოდი. 30 წლისა ვარ და დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ”.

ვისი ინიციატივით გაიხსნა მურღულის სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი კლასი და ვის შეუძლია ქართულის შესწავლა?

მას შემდეგ რაც ქართული ენა თურქულ სკოლებში შესარჩევ გაკვეთილებს შორის იქნა ნებადართული, მომინდა რომ ქართული ენა მურღულის სკოლაშიც ყოფილიყო. თან მურღულელი თან ქართული კულტურით დაინტერესებული ოსმან შეიჰოღლუმ და მე ბევრი ვიშრომეთ, რომ საქმე მოგვეგვარებინა. მე ბავშვებს, ოსმანმა კი ბავშვების მშობლებს გავესაუბრეთ. გაკვეთილები 2015 წლის 5 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს დავიწყეთ. პირველი გაკვეთილი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ჩვენი მიზანია წერა–კითხვის შესწავლა და საკუთარი თავის და მათ ირგვლივ მყოფებისთვის გასაგებ დონეზე ქართულად საუბარი.

საშუალო სკოლის მე–5 კლასიდან დავიწყეთ გაკვეთილები, ამ დროისთვის გვყავს 19 მოსწავლე.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ქართული ენა, ფათიჰ მეიდანი (ცვარიძე)ზოგი სიტყვები იციან და ამიტომ აინტერესებთ. მე – 5, 6, 7, 8 – კლასებში არის სწავლა, მაგრამ უფრო მეტად მე-5 კლასში აირჩიეს ქართული.

თქვენ როგორ შეგარჩიეს ამ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად?

მინდოდა რომ ეს კლასი გახსნილიყო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, დირექტორს გავესაუბრე, ვუთხარი ჩემი კლასის გარდა 4 საათი თავისუფალი დრო მაქვს და თუ დავიწყებთ ქართული ენის გაკვეთილებს მინდა მე ვასწავლო–მეთქი. ქართული ენის გამოცდაზეც გავედი, სადაც 70 ქულა ავიღე და ასე მოხდა ჩემი შერჩევა.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ქართული ენის სწავლებას მურღულის სკოლაში?

რა თქმა უნდა, კვირაში 2 საათით გაკვეთილზე ბევრ რამეს ვერ შეისწავლიანб რადგან ეს მათთვის პირველი ნაბიჯებია ქართულ ენაში. ჩვენ ამით ვცდილობთб ბავშვები დავაინტერესოთ და ვისაც მერე სურვილი ექნება ის თავისთავად განაგრძობს ქართული ენის შესწავლას. მეც წერა–კითხვა წიგნებიდან ჩემით ვისწავლე იმიტომ რომ მაინტერესებდა. შეიძლება გაკვეთლზე ბევრი ვერაფერი შევასწავლოთ მაგრამ შეგვიძლია ინტერესი გავაღვიძოთ მათში.

მურღულის სკოლა

როგორც ფათიჰ მეიდანმა (ცვარიძე) ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მურღულის სხვა სკოლაში ქართული არსად შეისწავლება, არ არიან მასწავლებლები. მას კი საკმარისი დრო არ აქვს. ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული მურღულელი ბავშვები ახლა თბილისიდან ქართულ წიგნებს ელოდებიან.

“ამბიონი” მასწავლებელსა და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • რუსუდან says:

    თუ ქართულის მასწავლებელი სჭირდება მურღულის ხეობას, დიდი სიამოვნებით წავალ და ვასწავლი ქართველ ბავშვებს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი