“მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია სიყვარულმა ააშენა…”
გლდანის V და VI მიკრორაიონებს შორის მდებარე მშენებარე მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია ფუნქციონირებას იწყებს… ტაძარი მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობით აშენდა.
დეკანოზი დავითი (დათუაშვილი) რამდენიმე წელია, ტაძარს ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, მრევლის შემოწირულობით აშენებს.…
25 დეკემბერს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში პირველი წირვა შესრულდა. წირვის ბოლოს მრევლს მამა დავითმა ტაძრის გახსნა მიულოცა და ქადაგებით მიმართა:…
დეკანოზი დავითი დათუაშვილი (მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): “ყველას გილოცავთ წმიდა მთავარანგელოზთა ტაძრის გახსნას. დღეს პირველი წირვაა ჩვენს ტაძარში და დიდი სიხარულია არა მარტო თქვენთვის, არამედ ჩემთვის და ყველასთვის, ვინც ამ ტაძარში დადიხართ და ვისაც მცირედი მონაწილეობაც კი მიგიღიათ მის მშენებლობაში.
ყველას მადლობას გიხდით, დიდსა თუ პატარას, ყველას გეფერებით, იმიტომ, რომ ეს ტაძარი სიყვარულმა ააშენა. თქვენმა სიყვარულმა ღმერთის მიმართ, თქვენი მოძღვრის მიმართ, ჩემმა სიყვარულმა თქვენ მიმართ და ასე ურთიერთსიყვარულით ავაგეთ ტაძარი.
უფალს ვთხოვ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტაძრის მაშენებელი იყო და მონაწილეობა აქვს მიღებული ამა თუ იმ ღვაწლით, მადლი და შემწეობა ჰქონებოდეთ ღვთის წინაშე.
მომავლისთვის ბევრი კეთილი საქმის კეთება გვაქვს განსაზღვრული.
ვაპირებთ საკვირაო სკოლის გახსნას, სადაც კვირის ერთ დღეს, გარკვეულ საათზე მოძღვარი ჩაატარებს ხოლმე საკვირაო საათს და მართლმადიდებელ მრევლს საშუალება ექნება, მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ყოველთვის აინტერესებს მორწმუნეს.
ჩვენი ტაძარი ოფიციალურად გახსნილია, უკვე შესაძლებელია, ჩატარდეს სხვადასხვა საიდუმლოებები: ნათლობა, ჯვრისწერა, პანაშვიდი და ნებისმიერი საიდუმლოება, რაც დაწესებულია ეკლესიაში.
ორშაბათობით 3 საათზე მთავარანგელოზთა დასის სახელზე ჩატარდება პარაკლისი.
ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ, ბედნიერება და ჯანმრთელობა მოგმადლოთ უფალმა!”
ქეთი ჭელიძე

გილოცავთ! ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეთ! ძალიან მიხარია, რომ გლდანს კიდევ ერთი ახალი ტაძარი შეემატა. ვულოცავ მამა დავითსა და მის მრევლს, ჩემს მეგობრებს. ისიც ძალიან მიხარია, რომ მთავარანგელოზთა დასი კვაშილავათა საგვარეულოს მფარველები არიან. ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ უფალმა მთავარანგელოზთა ლოცვა-ვედრებით!
გილოცავთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაკერთხოთ, ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მართმადიდებლური ტაძრები და ტაძრებში მრევლი.გაიხარეთ
გილოცავთ. ღმერთმა გაგაძლიეროთ.ღმერთმა გიმრავლოთ მეცენატები, რათა ტაძარი კიდე უფრო დამშვენდეს. მამა დავიტ, თქვენ და თქვენს მრევლს გისურვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს
ყველას გილოცავთ მთავარანგელოზთა ტაძრის გახსნას…უფალმა ინებოს ტაძრების შენება და მრევლის სიმრავლე ამინ!
gilocavt mama davitis uricxv mrevls, pirvel wirva locvas,axladgaxsnil mtavarangelozta dasis tajarshi. gmert5ma gaajlieros chveni winamjgvari,dgegrjeloba,da uflis didi wkaloba armoklebodes. gagavajlieros ufalma.amin.
“მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია სიყვარულმა ააშენა…”
გ
მადლობა უფალს. ღმერთმა გააძლიეროს ქართველი ერი და ყველა ქრისტიანი. ამინ
გილოცავთ.ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ.
მამა დავით ვულოცავთ ტაძრის მშენებლობას
გილოცავთ… ღმერთის კალთა გვფარავდეს თითოეულ ქართველს…