13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისაზოგადოებამსვლელობა სასულიერო პირების მონაწილეობით

მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილეობით

სასულიერო პირების აქცია სპორტის სასახლიდან სიონის ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობას წინ მიუძღვიან სულიერო პირები, მონაზვნები… მანიფესტაციაში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” წევრები, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები, მოსახლეობა…

მანიფესტაცია მიმდინარეობს საკმევლის კმევითა და წყლის კურთხევით, საეკლესიო ბაირაღებით. აქციის მონაწილეები გმობენ პატიმრებზე ძალადობის ფაქტებს და ხელთ აქვთ პლაკატები, წარწერით “არ აწამო!, იწამე ადამიანი!”.

აქციის მონაწილეები მსვლელობას სიონის ტაძართან დაასრულებენ, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

წინასწარი ინფორმაციით, ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, წირვის დასრულების შემდეგ, მრევლისა და სასულიერო პირების მონაწილეობით კიდევ ერთი მსვლელობა მოეწყობა

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები