მთავარი » ქრისტიანობა

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის სიტყვა სამების საკათედრო ტაძარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2013 | 2,709 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სიტყვა წარმოთქვა მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა:

“ძმანო და შვილნო, ჩვენი აქ ჩამოსვლისას სხვა არანაირი მიზანი არ გვამოძრავებდა, გარდა იმ სურვილისა, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი გაგვეზიარებინა საქართველოს ეკლესიის სიხარული და სულიერი ზეიმი და პირადად თქვენი, საყვარელო და მეტად პატივსაცემო თქვენო უნეტარესობავ და საქართველოს პატრიარქო, ბატონო ილია, გვსურდა თქვენთან ერთად გვეზეიმა საქართველოს ეკლესიის ტახტზე თქვენი აღსაყდრებიდან 35 წლისთავი, რომელსაც თქვენი დაბადებიდან 80 წლისთავი ემთხვევა. ეს სიხარული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარული და დღესასწაულიცაა…

პატივს მივაგებთ საპატრიარქოსა და ქვეყნისთვის, ქართული სამღვდელოებისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას და ამგვარად ყველანი, სასულიერო პირნი, პოლიტიკოსები და მორწმუნე ხალხი პატივს მივაგებთ პატრიარქ ილიას იმ ღვაწლს, რომელიც მართლითა გონებითა და მართალი სიტყვის ძალით მოიმოღვაწა. ამ ძალას კი პოულობდა ჩვენი კეთილისმყოფელი ღმრთისგან, პატიოსანი მსახურებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეთი და თავისი ხალხისა…

თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ვინც გონიერებასა და მოთმინებას უფლისაგან იღებდით და იღებთ, შეძელით და ნათლად დაინახეთ რწმენას მოწყვეტილი ადამიანების სისუსტე და ვითარცა იესოს ჭეშმარიტმა მოწაფემ, დაიწყეთ ქადაგება უფლის სიტყვისა…

თქვენო უნეტარესობავ, სიყვარულს ქადაგებთ და თავად სხვისი სიყვარულით ცხოვრობთ. ლოცვებს აღავლენთ და მოუხმობთ სიბრძნეს ღვთისას, რომელიც სწორედ სიბრძნეს უქადაგებს ეკლესიასა და მის ხალხს… ის, რაც აკეთეთ, აკეთეთ რწმენით, იმედით, მოთმინებით. თქვენს მფარველ წმიდანთან ერთად კი გეტყვით, ცოცხალია ღმერთი, უფალი ძალთაი…

უნატარესო კათოლიკოს-პატრიარქო ილია, თქვენ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხართ. ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანასა და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს. თქვენ შემოიფარგლეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიის აღორძინებით, ხალხის იმედების გასხივოსნებით, ხატწერის აღორძინებით, საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულებით, წმიდა ძღვენის შეწირვითა და თქვენი მრავალტანჯული ხალხის დამშვიდებითა და ტკივილის გაყუჩებით.

თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობისას, გამრავლდა თქვენ სულიერ შვილთა რიცხვიც და ხარისხიც, რაც ძალზე გვახარებს. კიდევ უფრო მეტად ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რომ თქვენი შვილიშვილები თქვენი კეთილი შრომის ნაყოფს მოგართმევენ, რომელსაც თქვენ კვლავ ქრისტეს უძღვნით. ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია და მას მომავალ თაობებს სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლები ოქროს ასოებით ჩაწერილს შემოუნახავს, ისევე, როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში”, – მიმართა მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს.

იხილეთ სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი