12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიეკლესია-მონასტრებიმღვიმევის დედათა მონასტერი

მღვიმევის დედათა მონასტერი

მღვიმევის დედათა მონასტერიXIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი – მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი ჰორიზონტალურად. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, რომლის შესავალში აშენებულია დიდი და პატარა ეკლესია, ხოლო წინათ იგი გრძელდებოდა დასავლეთით და სპეციალურ მისასვლელს წარმოადგენდა მწკრივად განლაგებულ გამოქვაბულამდე.

მთავარი გამოქვაბული 35 მ–ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20–22 მ–ს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

ჩრდილოეთით მდებარე ნავი უფრო ვიწროა და სამხრეთის განიერ ნავს ორთაღოვანი გამოსასვლელით უერთდება. მათ შორის აღმართულია საყრდენი ბოძი. მის ჭერს ქმნის თვით გამოქვაბულის თაღი, ხოლო კედლები ქვითკირითაა ნაგები და მოპირკეთებულია გათლილი ქვით. კედლის გარემოჩუქურთმება შესრულებულია კლასიკური ქართული ორნამენტებით, რომელიც მნახველის დიდ ყურადღებას იქცევს. ბაზილიკას ორი კარი აქვს – სამხრეთისა და დასავლეთის. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დასავლეთის კარი, რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს თბილისში იქნა გადმოტანილი და ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება. კარი ძელქვისგანაა დამზადებული და ორი ნახევრისგან შედგება.

მღვიმევის დედათა მონასტერი

თითოეული ნახევრის ირგვლივ ზემოდან დამაგრებული თამასა ვაზისაგან უნდა იყოს გაკეთებული. კარი ხეზე ამოკვეთილი რელიეფური ქართული ორნამენტის იშვიათი ნიმუშია. მკვლევართა აზრით, ეს კარები დამზადებულია XI ს-ში ადგილობრივი ხელოსნების მიერ.

ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. ჩრდილოეთის კედლის ფრესკებს აქვს წარწერა, საიდანაც ჩანს, რომ აქ გამოსახულნი არიან რაჭის ერისთავები – ნიანია კახაბერიძე, მისი მეუღლე – რუსუდანი და მონასტრის აღმშენებელი – რატი კახაბერიძე.

გამოქვაბულის შესავლის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VIს-ის ძეგლი, რომელიც წმიდა ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.

რამეთუ შეუძლებელი იქნებოდა მისი კედლების დანახვა მომხდური მტრისათვის: ,,ყვირილის იქით და აქით კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე და არიან მის შინა ქუაბნი მრავალი, გამოკვეთილი სახიზნედ და შეუვალი მტრისაგან და საკვირველი, ვითარ უქმნიათ დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსა,“- წერს ვახუშტი ბატონიშვილი (ქართლის ცხოვრება, ტ IV).

ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ მურვან ყრუსა და თემურ-ლენგის მებრძოლები ასეთ მიუვალ სახაზრებში მოწნული კალათებით ცდილობდნენ შეღწევას,რომელთა მოგერიებას ახერხებდნენ შეხიზნულები. ჭიათურის კლდოვან ქვაბულებში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია როგორც ისრის ბუნიკები, ასევე ცეცხლის კვალიც, რაც ბრძოლის ამ მეთოდებზე მიუთითებს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს და დარწმუნდება ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებში, თუ ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე მიმავალი კლდეებს დააკვირდება, სადაც მრავლად არის გამოქვაბულები, რომელთა უმეტესობას ხელით ნაშენის კვალი ეტყობა, განსაკუთრებით კი მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მონასტერში, რომელიც თავისი მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, ამჟამად 10 მორჩილი ცხოვრობს, მათგან 4 კი მონაზონია.

მსგავსი სტატიები

14 COMMENTS

  1. მადლობას გიხდით ყველას საინტერესო სტატიებისთვის.

  2. ძალიან საინტერესო ისტორიაა,მე დიდი სიამოვნებით ვნახავდი მღვიმევის დედატა მონასტერს მე არ ვარ ნამყოფი და სურათებიდან ძალიან მომეწონა.

  3. დიდება უფალს! დიდება მართლმადიდებლობას!

  4. სტატია საინტერესოა,ჩემდა სამარცხვინოდ არ მაქვს ნანახი,უახლოეს მომავალში აუცილებლად ვნახავ!!!!!!!!!!!!!!

  5. ამ მონასტერში მოღვაწე დედების ლოცვით დაგვიმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი

  6. ძალიან მაგარი და ულამაზესი მონასტერია

  7. მთელი ბავშვობა ამ ულამაზეს მონასტერში გავატარე

  8. ყველას გირჩევტ მოილოცეთ ეს ლამაზი მონასტერი

  9. დიდება უფალს!!!დიდ ხარ შენ, უფალო…მადლობა კარგი სტატიისთვის! ამ დიდებულ ტაძარში მლოცველი დედები გააძლიეროს უფალმა და მათი ლოცვა-ვედრება შეწეოდეს ქართველობას სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც!!!

  10. დიდება უფალს!!!საოცრი და მადლიანი ადგილია მღვიმევის მონასტერი.გვფარავდეს ქართველ მართმადიდებლებს იქედან წამოსული მადლის ძალა!

  11. deda sanam cocxali iyo mteli bavshvoba titqmis shabats ubro davyavdi.saswauli adgilia da adre aghmosavletidan qonda chishkari romelic exla marto dedebistvisaris gamkutvnili.dideba ufals!

  12. მეც დიდი ძაან მინდა რომ მოვილოცო :( . საინტერესოა რაჭის ერისთავების ხსენება , გამიგია წამიკითხავს და ეს ფაქტიც ადასტურებს რომ დღევანდელი საჩხერის და ჭიათურის სოფლები რომლებიც რაჭას ესაზღვრებიან რაჭის საერისთავოში შედიოდნენო და ალბათ ამიტომაც აშენებდნენ მონასტრებს ამ ტერიტორიებზე ,ამ სოფლებში ბევრი რაჭული გვარის მქონე ხალხი სახლობს

  13. dzalian gtxovt gamagebinet sheidzleba tu ara 1 kvirit dedebtan cxovreba chemi didi survilia radgan dzalian mchirdeba eklesiurat cxovreba

  14. მე ძალიან მომწონს მღვიმევის მონასტერი, არის ძალიან საინტერესო, გირჩევთ ყველას რომ ნახოთ ეს უძველესი ისტორიული ძეგლი, ძალიან მოგეწონებააააათ. დიდება უფალს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები