ბევრია ისეთი, ვინც არ დადის ტაძარში იმიტომ, რომ არ მოსწონს მღვდლები, მედავითნეები, მგალობლები და მრევლი. მაგრამ რისთვის მიდიხარ ეკლესიაში? ხალხის საყურებლად თუ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად? სხვები კარგები არიან თუ არა ეს, შენი საქმე არ არის. შენი ამოცანაა საკუთარი ცოდვების დანახვა, რათა ღვთისგან მიიღო შენდობა.

ხოლო მღვდლებს, კარგები არიან ისინი თუ ცუდები, ღმერთი განსჯის და თუნდაც ცუდები იყვნენ, ღვთის მსახურები და საიდუმლოებების შემსრულებელნი არიან. მათ ღვთისგან მინიჭებული აქვთ უფლება ჩვენთვის კურთხევის მოცემისა და ცოდვების მოტევებისა. თუ მეფემ მიგიწვია სასახლეში დასაჯილდოებლად, არ წასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სასახლის განმკარგულებელი არ მოგწონს? ტაძარში მოდიხარ არა მღვდლისთვის და არა მედავითნისთვის, არამედ ქრისტესთვის, იმიტომ, რომ მიიღო ის, რასაც ღმერთი მოგცემს მღვდლის მეშვეობით.
ვარდი, უჭირავს ის ბავშვის უმანკო ხელს, თუ მკვლელისას ერთინაირ სურნელს აფრქვევს. მადლი, რომელსაც შენ იღებ კეთილმსახური ანდა უღირსი მღვდლისგან, გამოდის პირდაპირ ქრისტესგან.
რატომ არ ხარ ეკლესიაში
