მთავარი » ქრისტიანობა

მღვდელი ილია ჭიღლაძე სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2014 | 21,102 ნახვა

მღვდელი ილია ჭიღლაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლის გამო საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს:

“უმთავრესი და უპირველესი რასაც ვერასოდეს შეეგუება ქრისტეს წმინდა, მართლმადიდებელი, სამოციქულო და კათოლიკე ეკლესია, ესაა აბორტები, ნაყოფი მათ შორის, ხელოვნური განაყოფირების შემთხვევაში მრვალი ჩანასახის განდგურება და ერთის სიცოცხლის განვითარება. ვერასოდეს მოიწონებს ეკლესია უცხო სხეულის, სხვისი გენეტიკური შვილის სხვა ქალის სხეულში, როგორც ინკუბატორში გაზრდას, რადგან სხვა იქნება გენეტიკური დედა და სხვა იქნება მშობელი დედა, რაც ბუნებრივ და ღვთისაგან დაკანონებულ საზღვარს სცილდება და ბაბილონის მაშენებელთა სულისკვეთების განგრძობაა.

გარკვეული ფრაზა მავანთ ჩათვალეს ხელოვნური განაყოფიერების გზით ჩასახულთა დისკრიმინაციად, მაგრამ თუ ვიტყვით, მაგალითად, მშობელთაგან მიტოვებულ შვილებზე, რომ ”ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, … ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.” განა ეს დისკრიმინაცია იქნება მათი?! აქ საუბარია არაბუნებრივი, სუროგაციის გზით დაბადებული, ორი დედის მქონე ადამიანის ფსიქოლიგიურ განცდებზე, რაც ვფიქრობ, საკამათო არაა. როდესაც საუბრობენ ხელოვნური განაყოფირებით დაბადებული ბავშვების დისკრიმინაციაზე, კარგი იქნება, რომ მუცლად მყოფი ბავშვის სიცოცხლის მასობრივ განადგურებებზეც შესტკიოდეთ გული და საუბრობდნენ.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე ნაწერი, გარდა ბიბლიის საღმრთო გამოცხადებისა, არის უნაკლო, მაგრამ არის საკითხები რომელნიც არ უნდა იწვევდნენ კამათს და ყოველი ადამიანი, თანხმიერად აცნობიერებდეს და აფასებდეს. ეკლესია ლოცულობს, რომ ყოველ ოჯახს ჰყავდეს შვილები, მიესალმება სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ვერასოდეს მიესალმება აბორტებს და აბორტების ხარჯზე აშენებულ ”ბედნიერებას”. ეკლესია, ყოველ ადამიანს, განურჩევლად მისი წარმოშობისა ლოცავს და ავედრებს ღმერთს, მაგრამ ეკლესია ვერ იქნება გულგრილი ადამიანთა, თუნდაც ჯერ ისევ ემბრიონობის პერიოდში მოკვდინების გამო, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ!”

შეგახსენებთ, კათოლიკოს–პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს:

“შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • თინიკო says:

    ძალიან საინტერესო მოსაზრებაა და მადლობთ რომ გაგვაცანით.
    ხალხმა პატრიარქის ქადაგება ალბათ იმიტომ ვერ გაიგო სწორად, რომ ახსნილი არ იყო მიზეზი, თუ რატომ არაა მისაღები სურგაცია, ხელოვნური განაყოფიერება და რატომ ითვლება იგი ცოდვად.

  • mzia says:

    me ki ar vetanxmebi aset mosazrebas,arafers vlaparakob abortze es .amas tviton gadackvets qali unda shvili tu ara,magram sinjarebshi da surogatiuli dabadeba ar nishnavs imas rom is adamiani ar aris da ar imsaxurebs sikvaruls. gana eklesia ar gadagebs kvelas sikvaruls da gagebas?es ojaxebi hom am sashualebas mimartaven imitom rom ar uchndebat shvili da ratom am qalebma ar unda gamoscadon deduri sikvaruli?gana gmerti ar zrunavs am adamianebzec,gana ar unda rom ikvnen isinic bednierni!ara mgonia rom gmerti amas ambobdes an qadagebdes,ase rom droa eklesiam miigos tanamedrove shexedulebebi,tu ara isini darchebian dzvel saukuneebshi da xalxi ki ganagrdzobs cin zivilizaciisken!bolosdabolos chven ar vart shua saukuneebshi rom davijerot aseti gadageba!

  • Rusudani says:

    eseni cota ver arian xom, ikneb isic tkvan rom kals imitom ar uchndeba shvili rom gmertisgan aris dasjili da dedobas ar imsaxurebso. an ikneb is aris scori rom bavshvi daibados upovaris ojaxshi da mteli cxovreba shimshilshi da ckurvilshi gaataros. es jobia daubadeblobas? tu esec gmertisgan movlenili sasjelia rom ishimshilos da gaikinos zamtric civ dgeebshi. xalxno cota dafikrdit ras ambobt. gmertisac mjera da eklesiac mikvars magram kvelafers sazgvari akvs.

    • dmm says:

      რელიგია ამქვეყნიურ ცხოვრება სუყურებს როგორც მზადებას იმქვეყნიური მარადიულისთვის.ამქვეყნად გამოიცდება ადამიანი,არა დასჯით არამედ განსაცდელებით.უშვილობაც განსაცდელია .ასე ამბობს ესრელიგია,ეხლა როგორაა, აქვს არსებობის უფლება ამ მიდგომას თუ ამ რელიგიის დოგმები ასე მსჯელობენ? ნუ იქნები ამრელიგიის დოგმების მიმდევარი და არავიტარი პრობლემა არაა.დამტავრდა.”რატომ სჯერათ იმათ ასე და რატომ მე არ მითანხმებენ” დამოკიდებულება ვერ იარსებებს

    • elene says:

      eseni cota verariano rom ambobt visi misamartit ambobt?patriaqis?tu ufiqrdebit tqvens sityvebs an iqneb me ver gavige sworad rame?gvtisgan dasjilis ra mogaxsenot ushvilo magram aqaur cxovrebashi yvelas tavisi gamocda evlineba .es sasjeli araa ushviloba es gamocdaa gvtis.პატრიარქის ეპისტოლეს შესახებ (09.01.2013)
      youtube.com

  • gio says:

    არ გეთანხმებით მამაო, მომიტევეთ მაგრამ მეცნიერებასთან ძალიან შორს დგას თქვენი ნააზრევი, უხერხულია ამაზე საუბარი მაგრამ პოტენციური ნაყოფი (ანუ სპერმატატოზოიდი) მილიონობით იღუპება ბუნებრივი განაყოფიერების დროს და მხოლოდ ერთი გადარჩება და ისახება სიცოცხლე. მაშინ თქვენი ნააზრევიდან გამოდის რომ ესეც მკვლელობაა??? ასე რომ შეეძლოს ეკლესიასაც იმის აღიარება რომ ხანდახან ცდება რაღაცეებში. შეგახსენებთ შეუცდომელი მხოლოდ მამა ღმერთია…….

    • dea says:

      giorgi shen erti ram gamogrcha, milionobit spermatozoidi igupeba bunebrivi ganayofierebis dros,, magram xelovnuri ganayofierebisas ukve chasaxuli embrioni igupeba.. gansxvavebas mixvdebi albat,,

      • Rusudani says:

        dea gmertma nu dagachirvos xelovnuri ganakofiereba, magram pirveli gavardebi magis sachiroeba tu shegekmneba. arc erti kali ar moklas gmertma dedobrivi grdznobis gancdis gareshe.

      • nana says:

        cdebit, tuki sperma caisaxa, ukve emvrioa, da kali ukve pexmdzimea, emvrio abortis shemtxvevashi igupeba

      • ნინო says:

        ბუნებრივი გზითაც არა სპერმატოზოიდი, არამედ განაყოფიერებული კვერცხუჯრედიც შეიძლება დაიღუპოს. და თუ სინჯარაში განაყოფიერებულ ყველა კვერცხუჯრედს ჩაუსახავენ ქალს მაშინ დასაშვებია ხელოვნური განაყოფიერება? მაშინ გამოდის, რომ ახალი სიცოცხლის მოვლენა ამ გზით ეშმაკის მოგონილია…

    • მღვდელი ილია ჭიღლაძე says:

      gio- არვინ მისტირის დაღუპულ სპერმატოზოიდებს, როგორც თქვენ გგონიათ, ადამიანი, ქრისტიანული ანთრიპოლიგიით სპერმატოზოიდი კი არაა, არამედ განაყოფიერბული კვერცუჯრედი-ზიგოტა, რომელიც რამდენიმე დღეში ემბრიონად იქცევაა, აი ესაა ადამიანი(სულისა და სხეულის მქონე, მოაზროვნე არსება) და მათი მოკვდინებაა აბორტი.

      • gio says:

        მე აბორტზე არ გესაუბრებით მამაო. აბორტი საშინელებაა და საშინელი ცოდვაა ამაზე არ ვდავობთ. მე ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვამბობ. თქვენ თქვით რომ უამრავო ემბრიონიოს ხარჯზე ხდება ერთის ჩასახვაო და ეს განგიმარტეთ. რელიგია თავისას ქადაგებს და მეცნიერება თავისას. ჭეშმარიტება კი ღმერთშია. რომ არა უფალი არა საქმე არ იქნებოდა. ასე რომ მამაო შეცდომა იყო უწმინდესის ეპისტოლეში დაშვებული, მომიტევეთ მაგრამ მგონია რომ საპატრიარქოში არის ძალიან ცუდი ძალა ეგრედწოდებული KGB ს ფრთა (არ დავკონკრეტდები ვინ მოიაზრებიან ამ ფრთაში) რომელიც სპეციალურად აკეთებს ამას ყოველივეს რომ დაკნინდეს უწმინდესის ავტორიტეტი, თქვენ კი თქვენის დაცვით დათვურ სამსახურ უწევთ მას. ასე რომ უნდა შეძლოს ღვთის მსახურმაც მისი შეცდომის აღიარება

      • adamiani says:

        დამლოცე მამაო,ხელოვნური განაყოფიერებები დიდიხანია ხდება,მაგრამ რატომღაც ეხლა ითქვა ხმამაღლა ეკლესიის მხრიდან,მე ჩემს აზრს მოგახსენებთ.მე თვითონ უშვილო ვარ,12 წელია არ მყავს შვილი.ვიყავი ურწმუნო,ვლოთობდი,ვჩხუბობდი სახლში, გარეთ,არ ვცემდი პატივს ხალხს,ვქურდობდი და ათასი რამ ცუდი.6 წელი იყო გასული რაც დავვოჯახდი,რომ რაგაც ძალამ მძლია ეკლესიისკენ.შევედი ეკლესიაში,მივედი მოძღვართან და ვთხოვე რომ დამხმარებოდა და ვყოფილიყავი მისი სულიერი შვილი.ძალიან გამიჭირდა თავიდან,მაგრამ დავძლიე.დავიწყე მუშაობა და კეთილი სამეების კეთება,კერძოდ ინვალიდებს ვეხმარებოდი და ვეხმარები ამჯამადაც,ეკლესიების რეკონსტრუქციებისათვის მასალის დახმარებით და რაც შემეძლო,ჩემი კეთილი ნებით.მე მამობის სურვილი მქონდა დიდი.გადავწყვიტე ჩემი ჭკუით ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ყოლა ბავშვის,მაგრამ მოძღვარმა მითხრა რომ ცოდვააო.ილოცე შვილო ჩემოვო და შვილს გაჩუქებსო ღმერთიო.მე მარტო ბავშვი მაკლდა,სხვა ყველაფერი მქონდა.უფრო გული დაუდე გავძლიერდი ლოცვით.ზოგჯერ ლოცვისას ცრემლებიც გადმომსვლია.და დღეს მე ბედნიერი ვარ,ბავშვს ველოდებიტ.ჩემი აზრი ამ საკითხთან არის ასეთი,რომ ხალხი უნდა გაძლიერდეს რწმენაში.და უფალი ყველას გაახარებს…ღმერთმა დალოცოს ყველა.

  • gio says:

    და კიდევ ერთი ყველა ქალს უნდა რომ გახდეს დედა. მაგრამ არსებობს ათასი სამედიცინო პრობლემა რის გამოც ვერ ფეხმძიმდებიან და არა მგონია ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ვინც ამხელა თანხას გადაიხდის ხელოვნური განაყოფიერებისათვის ან სუროგაციისათვის ბუნებრივად რომ ფეხმძიმდებოდეს. ყველაფერი ღვთის ნებაა და ესეც ღვთის ნებაა ხელოვნურად თუ ბუნებრივად მოვლინება სიცოცხლის. უფალი არასოდეს იქნება სიცოცხლის წინააღმდეგი ასე რომ დანარჩენი ეს ორთოდოქსული კანონები მოკვდავთა მოგინილია

  • nana says:

    mgvdlebo tkven seks tvlit sibindzured, ver gavige, xelovnurad casaxva upro cminda xerxi araa im shemtxvevashi roca tkventis seksi aris sibilce? da adamiani rogor gamravldes, seksi arseidzleba, xelovnurad ganakopiereba ar seizleba, mahs rogor?

    • მღვდელი ილია ჭიღლაძე says:

      ვინ მოგახსენათ, რომ ცოლქმრის სექსი არის სიბილწე? საწოლი ცილქმრისა წმინდააო, ბრძანებს პავლე მოციქული

  • nana says:

    ერთი რამის გაცნობიერება მოგვიწევს აუცილებლად, რომ ყველა სულიერი ღვთისაგან და ღვთის ნებით იბადება. ჩვენ ადამიანებს , რაც არ უნდა თავი ვიმართლოთ , რა უფლება გვაქვს ბავშვის ჩასახვა , დაბადება ,განვუითარებას ჩვენეული შეფასება მივცეთ…ჩვენ ვინ ვართ რომ ჩვენი ნებით ღვთის კანონები შევცვალოთ…ვინ უნდა შეგვახსენოს ამის შესახებ თუ არა ჩვენმა კეთილმა და სათნო მწყემსმა პატრიარქმა..გამოფხიზლდით წიგნიერო უსულო ბრიყვებო, რატომ გგონიათ წიგნიერები რახან ვართ სულიერება მაღალი გვაქვსო?…უწიგნური გლეხი იმას მაინც იტყოდა “აბა მე ვინ ვარ რომ პატრიარქის ნათქვამი ეჭქვეშ დავაყენოო” უფალს მადლს შესწირავდა და გაჩუმდებოდა..თქვენ კი ვითომ წიგნიერო და უსულო საგნებო, მიხვედით და საპატრიარქოსთან სამარცხვინო ყაყანი და ძიძგილაობა გამართეთ.. თა რეგალიებსაც არ უნდა ფლობდეთ ჩემთვის თქვენ უსულო საგნები ხართ და მეტი არაფერი …ღმერთო დაგვეხმარე ჩვენ ცოდვილებს, გვაჩუქე პატრიარქი დიდხანს და ჯანმრთელობა არ მოაკლო მას..უფალო შეგვიწყალე..

  • irine says:

    abaaa ra apsurdia kacoo ,saidan moitanet ro gancirzlia usiyvarulobashi???imito edzebs yvela gzas qali da gaxdes deda ro agae eyvarebaaa??apsurdi,im dedas upro eyvareba bavsgbi imoto ro daitanja ushvilobit da gamosavali ipova,da rato idzaxit es codvaa?chuqnian sicocxles xim ar artmeven xoo???da aranairad arari enetikuri kavshi surogats bavshtan,medicinashi ganatldit am sperostan da mere imjelet,da xelovnurma ra dagishavat kide,tu embrioni ver axcevs milebidan da sxmarebian amashi raari cudii,nu gaxdet velaperi sashinel perebshi raaa,esac uplis neba ro iscavla adamianma es gza,upals rom ardimoda ardaushvebda mcams amis

  • irine says:

    da danarchenze yvelaperze vetanxmebi sapatriarqos,anu gweebis dagorcinebastan dakavshirebit da magatze bavshis yola,es ari codvaaaa da amazee akcenti gaaketet da ara sicicxlis chuqebaze

  • elene says:

    me vetanxmebi uwmindesis gamosvlas.codva taobebze gadadis da yvelam maqsimalurad ucodvelad unda vicxovrot rom chvens shtamomavlebs ar sheeqmnat aseti problema ushviloba.sashinelebaa ushviloba martalia magram surogacia ar aris qristianuli.es gvtis winaagmdeg nabijis gadadgmaa.atasobit bavshvia upatronod ,isinic codvili mshoblebisgan mitovebulni da surogacias jobia aiyvanon upatrono bavshvebi da miscen mat srulyofili cxovrebis sashualeba.ai es ki gvtisyalobaa namdvili.sxvis mucemshi izrdebodes sxva adamianis nawili amaze meti codva ra unda iyos.gava dro da patriarqis qadageba sanatrebeli gauxdeba bevrs ,gansakutrebit ki imat vinc surogati dedebis mier achenen shvilebs.es aisaxeba mat zrdaganvitarebashic.

  • NINO says:

    b- no mgvdlebo tkven imaze ifikret xalxs rogor sheakvarot religia da tkveni ketilshobiluri sakcielit rogor moikvanot xalxi eklesiamde armctu tkveni piradi shexedulebi afrkviot.. mgvdlebis movaleoba ar aris is rom akritikon medicinis migcevebi, mecnierebebi, mkvlevarebis analizebi da ase shemdeg!!!! tkveni sakme sheasrulet pirnatlad da beri tkveni kolega egret codebuli ,,mgvdeli” arashesaperis kmedebobs rom chadis imat chautaret satanado kadagebebi.. momitevet tu simartle gitxarit am formit!!! chemi rchevaa samgvdeloebis mimart.. da tu gaitvalisinebt tkventvisve ikneba uketesi!!!!! Eklesias mixedet!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • მღვდელი ილია ჭიღლაძე says:

      ქალბატონო, თქვენ ვერ აგვიკრძალავთ რაიმეზე საუბარს, ჩემი რჩევაა მეტი იკითხოთ და უფრო მეტად დაფიქრდეთ საკითხზე.

      • ნინო says:

        მამაო დამლოცეთ და მომიხსენიეთ ყოველთვის გევედრებით თქვენს ლოცვებში.4 წელზე მეტია გათხოვილი ვარ,მაგრამ სამწუხაროდ შვილი არ მყავს,გავიკეთე სამჯერ ოპერაცია,დავრჩი სამჯერ ორსულად,მაგრამ სამჯერვე მომეშალა,ვოცნებობ დედობაზე.ნუთუ არ მაქვს ამის უფლება?ვიტანჯები,სასოწარკვეთილი ვარ.ვცდილობ ღვთის გზით ვიცხოვრო,რამდენად გამომდის ეს მხოლოდ უფალმა იცის.საშინელ იმედგაცრუებას განვიცდი.ჩემი მოძღვარი მეუბნება რომ უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ უვლენს ადამიანს რისი გაძლებაც არ შუძლიაო.მაგრამ მე ვგრძნობ რომ ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილს(სულიერს ვგულისხმობ).ღრმად ვარ უკვე იმაშიც დარწმუნებული რომ ჩემს უფლის ხელი ურევია ჩემს საქმეში.მინდა ხმამაღლა ვიყვირო რომ აღარ მწამს მისი,მაგრამ გულით მაინც მასზე ვფიქრობ.ნუთუ უფლის ნება არ არის რომ მეცნიერება ასე განვითარდა?ნუთუ უფლის ნების გარეშე ხდება სუროგაცია თუ ინვიტრო განაყოფიერება?მისი ნების გარეშე ხომ ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება?თუ ასეა, რატომაა რომ ეკლესია ასე უყურებს ამ საკითხს?რატომ იქნება სუროგატის გაჩენილი ან ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი უბედური?პირიქით მგონია რომ ის ყველაზე ბედნიერი იქნება,რადგან მოსიყვარულე ოჯახში დაიბადება,სადაც მრავალი წელი ელოდნენ.მე რომ საშუალება მქონდეს აუცილებლად გავიკეთებ ხელოვნურს,თუ ესეც არ გაამართლებს სუროგატსაც მივმართავ.კიდევ ერთი მოსაზრება გავრცელდა,რმელსაც ასევე არ ვეთანხმები.თითქოს ხელოვნური გზით დაბადებუკ ბავშვს სული არ აქვსო.გთხოვთ მამაო მიპასუხეთ,გევედრებით

    • elene says:

      tqveni movaleoba tua is rom mgvdels miutitot tu ra gaaketos?amdenis uflebas rogor adzlevt tavs.ra sainteresoa.tanac ilia meores qadagebazea saubari.aravin da araferi ar gaukritikebia chvens uwmindess dzalian didi rcheva mogvca tavisi qadagebit sruliad saqartvelos tqven ki mis qadagebas kritikas uwodebt.vfiqrob didi dafiqreba gmartebt sakutar sityvebze.echvi shegaqvt uwmindesis sityvebshi amaze didi mkrexeloba ra gindat rom gaaketot.yvela daufiqrdes qadagebis shinaarss mowodeba iyo es rcheva iyo es da ara kritika medicinisa tu konkretuli pirebis mimart.kritikas rac sheexeba ki tqven akritikebt uwmindesis sityvebs da sruliad samgvdeloebas aswavlit chkuas.chvens droshi kidev kargad axerxeben chveni sulieri mamebi mogvaweobas.amdeni winaagmdegobebis miuxedavad.tqven ar icit ra xdeba shignit.ramxela zewola xorcieldeba martlmadideblobaze.da dafiqreba gmartebt.gmertma mogitevot.

  • ბოჩია says:

    <>

    ეს ამიხსენით ხალხო!
    რატოა ეს პატარა უსიყვარულობისთვის განწირული??
    წლობით ნანატრი შვილი არ ეყვარება მშობელს ან მის გარშემო ვინმეს?
    ყველაფერი ამ ქვეყნად ხომ უფლის ნებაა?
    და თუ ამ ქვეყნად მოევლნა ეს ბავშვი, რატომ არ თვლით ამას უფლის ნებად? იმიტომ რომ სინჯარაში განაყოფიერდა?
    განვითარდა მედიცინა და ბევრს მიეცა საშუალება ყავდეს საკუთარი შვილი რაა ამაში ცუდი?
    რატომ ვიკეთებთ მაშინ გულის ოპერაციას ხელოვნური სარქველებით სტენდებით ან ღვიძლის გადანერგვას? ან მრავალ სხვას?
    ესეც ცოდვაა?
    ნარკომანიამ წალეკა ქვეყანა და “პეტუხებმა”, მაგათ მიხედეთ თუ რამის თავი გაქვთ.
    ისეთი რამე არ უნდა დაწეროთ რომ მერე “გასაპრავებელი” გაგიხდეთ.

    • natalia says:

      აბსოლუტურად გეთანხმები. მაშინ არც სისხლი უნდა გადავისხათ და არც ორგანოები გადავინერგოთ. შუა საუკუნეებში ეკლესია ბანაობასაც კრძალავდა და რა ვქნათ,არ ვიბანავოთ? რატომ არის სინჯარაში ჩასახული ბავშვი პრობლემა? რა უნდა ქნას უშვილო წყვილმა? ის არ არის ბოროტება რომ ასეთი წყვილები ამდენს წვალობენ და შეიძლება ჯვარდაწერილი ოჯახი დაენგრათ?
      ღმერთი სიყვარულია და ადამიანებიც უყვარს და არ მგონია, რომ რა გზითაც არ უნდა იყოს ადამიანი დაბადებული არ უყვარდეს.
      საპატრიოარქოშიც და ზოგადად პატრიარქიც ადამიანია და შეუცდომელი არავინ არის. სამწუხაროა, რომ დღევანდელ სამღვდელოებას სიყვარული და განათლება აკლია,ეგ არის პრობლემა და შეცდომის სათავე.
      ქრისტეს კი ყველანი ვუყვარვართ და გვეხმარება, ესენი კი იმას გვიმტკიცებენ, რომ რაღაც ნიშნის გამო ქრისტესთვის ზოგიერთნი მიუღებელნი ვართ. ქრისტე არც ფაშისტია, არც შოვინისტი და არც რასისტი და არც ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე არჩევს ვინ უნდა უყვარდეს და ვინ არა. უცოდველი კიდევ არავინ არის, თითქმის არავინ.
      თუ სინჯარაში ჩასახული ბავშვი ოჯახის შენარჩუნებას ემსახურება ის პრობლემას კი არ ქმნის, აგვარებს. ის საქმე კი რაც სიკეთეს ემსახურება, არ შეიძლება გაკიცხული იქნეს. სწორედ ამიტომაც მოგვცა ღმერთმა შემეცნების უნარი და დაუშვა სამეცნიერო პროგრესი, რომ იგი სიკეთეს და სიყვარულს ემსახუროს.
      რაც შეეხება ემბრიონების დაღუპვას, ეგ დადგენილი ფაქტია, რომ ორსულობის 80%, ფიზიოლოგიურიც კი ვერ მიდის სრულ ორსულობამდე და იშლება ისეთ მცირე ვადაზე, რომ ვერ იგებს ან იგებს ქალი და ამას ბიოქიმირუი ორსულობა ეწოდება. ასეა ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი, რომ სუსტი ორგანიზმი იღუპება, რა მნიშვნელობა აქვს იგი ქალის სხეულში დაიღუპება თუ მის გარეთ? ვინც ადამიანის ორგანიზმი შექმნა, მან უკეთ იცოდა რა უნდა განვითარდეს და რა დაიღუპოს. მეცნიერებს კი მხოლოდ იმის გადარჩენა შუძლიათ, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია. ზოგი ემბრიონი დედის სხეულში იღუპება და ვერ ვითარდება, რადგანაც ქრომოსომული პრობლემები აქვს, ზოგი ლაბორატორიაში. ასევე იღუპება ემბრიონი დედის ორგანიზმში ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ფიზიოლოგიური ორსულობისას, იგივე ქრომოსომული პრობლემების გამო. ორგანიზმი არჩევს ნაკლოვან ნაყოფს და იშორებს, განსაკუთრებით მცირე ვადაზე. ასეა მოწყობილი და ედავონ მომწყობს მაშინ!!!
      კეთილი ინებონ სასულიერო პირებმა და განათლდნენ. ასევე ცოტა უკეთ წაიკითხონ სასულიერო ლიტერატურაც და მეტი სიყვარული და თანადგომა გამოიჩინონ თავიანთი თანამოძმეების მიმართ. მხოლოდ მსახურების შესრულება არ არის საკმარისი. სული იმიტომ გვაქვს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და გონება იმისთვის, რომ თანამოძმის დასახმარებლად გამოვიყენოთ. სხვა შემთხვევაში, სიცარიელე და სიბნელე დაისადგურებს და ასეც ვართ, სიცარიელეში და სიბნელეში.
      არ შეიძლება ქრისტიანი ერქვას ადამიანს და თავის თანამოძმეს ლანძღავდეს და ურტყავდეს. მტრის სიყვარული გვევალება და რომ დაგვარტყავენ, მეორე ლოყის შეშვერა. სარწმუნეობის დაცვას მუშტები არ სჭირდება, სიყვარული, მომჭირნეობა და მოთმინება სჭირდება. ქრისტიანობის მთავარ პრინციპებს თავად არღვევენ და ვერ აცნობიერებენ და გამოდიან და ხალხს კიდევ უფრო უბნელებენ გონებას. ამიტომაც არის სამყაროში ამდენი ბოროტება, რომ სასულიერო პირებიც კი უკვე უსიყვარულონი და გაუნათლლებელნი არიან.
      ბოდიში ქადაგებისთვის, მაგრამ ის დავწერე რაც მაწუხებს. ეს პრობლემა უფრო ღრმაა ვიდრე სუროგაცია და ინ ვიტრო.

      • მღვდელი ილია ჭიღლაძე says:

        natalia – საიდან მოიტანეთ, რომ ” შუა საუკუნეებში ეკლესია ბანაობასაც კრძალავდა და რა ვქნათ,არ ვიბანავოთ?” მე მესმის თქვენი გულისტკივილი, ზოგიერთ აქცენტსაც ვიზირებ, მაგრამ მეტი კომპეტენტურობა თქვენც მოგეთხოვებათ.

        • natalia says:

          ზუსტად წყაროს დასახელება გამიჭირდება, მაგრამ მაქვს წაკითხული. აუცილებლად მოვძებნი წყაროს და მოგაწვდით. ეს უბრალოდ მაგალითია იმის, რომ ეკლესიაც იცვლის თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხების მიმართ, ოღონდ, ხანდახან აგვიანებს რეაქციას. ანუ ბერვი საკიტხი, რაც ადრე არაეთიკურად მიიჩნეოდა, დღეს ყოველდღიურობის ნაწილია.
          იმის გამო, რომ ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალია, დღეს კოცონზე დაწვა აღარ გვემუქრება.
          სუროგაციაზე საუბარი გამიჭირდება, იმიტომ რომ არ არის მარტივი საკითხი. საბრალოა ის ქალი, რომელიც ფულის გამო თანხმდება სუროგატობას (მშობლის პოზიციას ვამართლებ, რადგან იმისთვის, რომ შვილი ყავდეთ, ასეთი წყვილები ძაილიან დიდ რისკზე მიდიან და ამ გადაწყვეტილებამდეც დიდი ტკივილის შემდეგ მიდიან), მაგრამ ქალი თუ სუროგატობას იმიტომ თანხმდება რომ თავის შვილს საკვები შეუძინოს, მომაკვდავისთვის წამალი იყიდოს ანდა უშვილო წყვილს დაეხმაროს (თუ მისი ძირითადი მოტივი ვერცხლისმოყვარეობა არ არის) გამიჭირდება სუროგატის გაკიცხვაც. საერთოდ, ადამინის განკითხვა ადვილია,და არავინ ფიქრობს და იმტვრევს თავს თუ რად დაუჯდა იმ ადამიანს ან სუროგატობა ან სუროგატის აყვანა. თუ სხვა გამოსავალი არ არის, ესეც დასაშვებად მიმაჩნია. გასარკვევია, რა უფრო დიდი ბოროტებაა, ოჯახის დანგრევა და წლები უშვილობით ტანჯვა, სუროგატი დედის შვილების შიმშილი ან მკურნალობის უქონლობა თუ ე.წ. სხეულის გაქირავება. ასეთი საკითხებზე ასე ღიად კრიტიკის უფლება არავის აქვს. შეიძლება, ვერცხლისმოყვარეობის მიზნით ასეთი გადაწყვეტილება გააკრიტიკოთ, მაგრამ ეგეც სათუოა. სუროგატობას ვინც თანხმდება, არც მისთვის არის მარტივის გადაწყვეტილება და ხშირად სხვა გამოსავალიც არ აქვთ. მით უმეტეს, რომ არც საზოგადოება და არც ეკლესია დღეს–დღეობით გაჭირვებულებს დიდად არ ეხმარება. ამდენი გაჭირვებული ადამიანია ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ეკლესიის ბევრი მსახური გადამეტებულ ფუფუნებაში ცხოვრობს (მე მაპატიეთ).
          რაც შეეხება ემბრიონების მკვლელობას, ეგ სრული სისულელეა. მით უმეტეს, 100 ემბრიონი წარმოუდგენელია. ნორმა 8–10 კვერცხუჯრედია სტიმულაციისას, ამდენიც არ არის ხოლმე. ამის ზემოთ უკვე ჰიპერსტიმულაციად ითვლება და ეგეც პრობლემურია. მე არ გამიგია, რომ 20–ზე მეტი ემბრიონი ვინმეს ჰქონებოდეს. ისიც, ბლასტოცისტამდე უმეტესობა ვერ აღწევს და იღუპება. რასაც გადაიტანენ შეიძლება რამდენიმე დარჩეს და გაიყინოს. ის რომ იქადაგოთ, რომ გაყინული ემბრიონები არ გადაიყაროს, ეს კიდევ მესმის, მაგრამ რატომ უკლავთ იმ დედებს გულს ვისთვისაც ინ–ვიტრო ერთადერთი იმედია დედობის? იქადაგეთ, რომ ნაკლები სტიმულაცია გამოიყენონ, რომ ბევრი კვერცხუჯრედი არ წარმოიქმნას და არ დარჩეს, ამის კონტროლიც ძნელია, მაგრამ შესაძლებელი და რომ ემბრიონების გადაყრა არ მოხდეს. სრულად რატომ უსპობთ ადამიანს იმედს?
          რაც შეხება სუროგაციით გაჩენილი ბავშვების უბედურებას, ეს სრული კატასტროფა და ჩემი აზრით ბოროტებაა ამის ქადაგება. სრული უსიყვარულობა და უგულობაა… სრულფასოვანი ბავშვები არიან, რომლებიც შეიძლება პატრიარქის მონათლულ, ფიზიოლოგიურად გაჩენილ მე–5 შვილზე უკეთესი ქრიასტეანები გაიზარდონ. ღვთის ნებაა ყველაფერი და ამაშიც წინააღმდეგობაში მოდიხართ იმ რელიგიასთან, რომელსაც ემსახურებით…
          მაპატიეთ, მაგრამ მგონი მართლა ბოლო ჟამია, როდესაც მღვდელმთავრების მოსმენაც აღარ შეიძლება, თქვენმა ნდობამაც კი შეიძლება წარწყმედამდე მიგვიყვანოს. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ჩვენს არჩევანზე ვაგებთ პასუხს და თქვენი მოსმენის გამო თუ ცოდვას ჩავიდენთ, მაინც ჩვენი ცოდვაა. თქვენ თქვენი წილი მოგეკითხებათ, ჩვენ ჩვენი… თქვენი სწავლებით თუ ვცდუნდით, ესეც ჩვენი მცდარი არჩევანია. მე მაპატიეთ, მაგრამ მოყვარეს პირში უძრახეო… არ განგიკითხავთ, მხოლოდ რაც მტკივა, იმას ვწერ….

          • ნინო says:

            სრულიად გეთანხმებით.დიდი ხანია უკვე გათხოვილი ვარ და უშვილობას ვებრძვით მე და ჩემი მეუღე.საშუალება რომ მქონდეს დღესვე გავიკეთებდი ხელოვნურ განაყოფიერებას.საშინელებაა შვილის გარეშე ყოფნა.ამას არავის ვუსურვებ.მე მჯერა რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება,მეცნიერებაც უფლის ნებით ვითარდება.ამიტომ მწამს,რომ თუ ხელოვნურ განაყოფიერებას გავიკეთებ ცოდვას არ ჩავიდენ

  • maiko says:

    zalian cudia rodesac aseti gancxadebebi iwereba . aset informacias xom waikitxaven da moismenen surogaciis gzit gachenili bavshvebic ,amit mat didi sulieri tramva miadgeba,amas ratom aravin fiqrobs.

  • ელზა says:

    რა მკრეხელობაა.ბიბლიასაც კითხულობენ სხვადასხვა ინტერპრეტაციით იეღოველები და სხვა სექტების წარმომადგენლები და პატრიარქის ეპისტოლეს დამახინჯებულ აღქმაში რა შეუშლის ხელს ზოგიერთ უღმერთოს.იქნება სჯობდეს საკუთარ თვალში დაინახო დირე ,ვიდრე სხვის თვალში ბეწვს ეძებდე?

  • Z. says:

    Ra ggoniat xalxno, patriarqma ar icis ras ambobs? Tu ggoniat ro erti sityva mainc rasac ambobs daufiqreblad natqvamia?…

  • Z. says:

    Madloba ufals ro aseti bzdeni patriarqi gvyavs!
    Ise gankitxva icit ra aris?
    Tan patriarqis…

  • NINO says:

    ბატონო ილია აქ დასაჯდომად რომ გცალიათ და საწერად სასიამოვნოა, მაგრამ ლოცვას და ღვთის სამსახურში ყოფნას როდისღა ახერხებთ, თან ყველას სათითაოდ მოუწოდებთ მეტი განათლებისკენ, მე თქვენ არ განგიკიტხავთ, ღმერთი განიკითხავს ყველას… თვითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ ისიც საკმარისია ქვეყნის კეთილდღეობისთვის… ასე რომ მოგიცოდებთ თქვენს მიერ არჩეული გზის კეთილსინდისიერად მსახურობისკენ და არა სხვისი და მედიცინის განკითხვისკენ…

    წარმატებები თქვენს საქმიანობიბაში…..

    • nino says:

      kalbatono nino tkven nu idardebt mama ilias ganatlebaze mas sachiroze meti ganatleba akvs damercmunet. gvtis ckaloba ar mogklebodet mamao.

    • Lel says:

      ამ შემთხვევში მამა ილია სწორედ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს. ლოცვასთან ერთად, მისი ვალია, რომ განუმარტოს ეპისტოლე იმ ადამიანებს, ვინც ვერ გაიგო სწორად. თქვენი დიდაქტიკური ტონი კი ნამდვილად უადგილოა აქ.

  • ლადო says:

    ხშირად ისმის ერთი და იგივე მცდარი შეხედულებები:
    1. ამბობენ: რადგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ბავშვი იბადება, ე.ი. ეს უფლის ნებაა, რადგან იგია სიცოცხლის მომნიჭებელი, და მაშასადამე ხსენებული მეთოდი კარგი საქმეა. მაგრამ ბავშვი იბადება სიძვის შედეგადაც, გაუპატიურების შედეგადაც. არ იქადაგოს ეკლესიამ, რომ ეს ყველაფერი ცოდვაა? ღმერთს არ უთქვამს ჩვენთვის, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი ბავშვის გაჩენაა და ყველა ხერხი გამართლებულია ამისთვისო. ღმერთმა გვითხრა, რომ მთავარია მცნებების დაცვა და მარადიული ცხოვრების ძიება, რომლის დამკვიდრების ღირსიც მრავალი უშვილო გახდა, ხოლო მრავალი შვილიანი ჯოჯოხეთში იტანჯება. ვისაც არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, წაიკითხოთ ბიბლიაში მაკაბელი ყრმების წამება, როგორ აცილებდა მათი დედა სოლომონია თავის მცირეწლოვან შვილებს მარადიულ სამშობლოში. ამ პატარა მონათხრობში ბევრი რამ არის ნათქვამი. მე მგონი ეპისტოლეთი საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი ძირითადად ადამიანის დანიშნულების უცოდინრობაა. თუ ამდენი შეწუხებულია არაბუნებრივად ჩასახული ბავშვების უფლებების გამო, „შვილების მოყვარული“ დედების მუცლებში წამებით მოკლული ბავშვების უფლებების გამო რატომ არ ტეხავენ ვაი-ვიშს, თუ ეკლესიის და სამღვდელოების დასამცირებლად მიზეზი არ გაუშვეს ხელიდან?
    2. ამბობენ, რომ ჩასახული ნაყოფები ბუნებრივადაც იღუპება. დავუშვათ ზოგჯერ იღუპება. ეს აძლევს ადამიანს იმის უფლებას, რომ თვითონაც წინასწარგანზრახულად ჩაიდინოს მკვლელობა, თუნდაც კეთილი მიზნით? ესე შეიძლება თქვან, რომ ბუნებრივადაც ხდება აბორტი და ხელოვნურად რატომ არ შეიძლებაო? ამ პრინციპით შეიძლება დაბადებული ადამიანების მკვლელობაც გაამართლონ იმ მიზნით, რომ მათი ორგანოებით სხვა „უკეთესი“ ადამიანები გადაარჩინონ. ბუნებრივად ხომ მაინც მოკვდებაო, იტყვიან, მერე რა მოხდა, თუ კარგი მიზნისთვის მოვკლავთო. მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რას მიანიჭებს ადამიანი უპირატესობას: უფლის მცნებებს, თუ — საკუთარ შეხედულებებს, ეგოიზმს და გამორჩენას.
    ბოლოს, სამღვდელოების შეურაცხმყოფელებს ვურჩევდი, კარგად დაუფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებას და იცოდნენ, რომ სახარებაში უფალი ამბობს სამღვდელოების შესახებ: ვინც თქვენ შეურაცხგყოფთ, მე შეურაცხმყოფსო. და იცოდეთ, ძვირფასო დედებო, რომ ცოდვას სასჯელი მოსდევს, თუ არ მოვინანიებთ. და თუ გინდათ, რომ ღმერთმა თქვენი შვილები განსაცდელებისგან დაიფაროს, ღმერთს და მის პატიოსან მსახურებს უნდა დაუჯეროთ და არა თქვენს პირად შეხედულებებს.

  • ქეთი says:

    პირველ რიგში ავღნიშნავ რომ ძალიან კარგი ეპისტოლე იყო და ძალიან მომეწონა.
    ვინც მედიცინის სფეროში ჩახედული არ არის ძნელია მათთვის ამ სიტყვების სისწორის გაგება და ამიტომაც ატეხეს ერთი ამბავი…
    ყველაზე მეტად ის არის ცუდი,რომ წინ უდევს ამ ხალხს პასუხი და გაგება არ უნდათ.რა ძნელი მისახვედრია რომ უფლის ნების გარეშე ხელოვნურად ჩასახული ბავშვები იქნებიან პრობლემატურები რადგან ეს ყველაფერი ტექნოლოგიის დახმარების შემდეგ მოხდა,თანაც მათ ჩასახვას უამრავი ემბრიონი შეეწირა.ღმერთს არ უნებია მათი გაჩენა,ვიღაცა ალბათ შემომედავება იმ სინჯარაშიც არ ჩაისახებოდა მაშინო,შეგახსენებთ,რომ ღმერთი მოძალადე არ არის!
    მანდამაინც სურათები და ვიდეოები უნდა დაგიდონ რომ დაიჯეროთ…
    სამწუხაროა რომ მრევლის ნაწილს(იმედი მაქვს მცირე ნაწილს)ცოლქმრის სექსვალური ცხოვრება სიბინძურედ მიაჩნია ან გონიათ რადგან ეკლესიურები გახდენ დაძმასავით უნდა იყვნენ…ისიც სამწუხაროა რომ თითქოს ჩასაფრებულები არიანო რამე შეეშლოს ვინმეს რომ ყიჟინა ატეხონ,მაგრამ იქნებ რაც თქვენთვის არასწორად ჩანს უფლისთვისაა სწორი და მართალი!
    და კიდევ ნებისმიერი ადამიანი რომ იყოს იმ ხელოვნურად ჩასახული ბავშვის ადგილას და გაიგოს რომ მის დაბადებას მისი დაძმები წეეწირა რა ნამუსზე იქნება ეგეთი ბავშვი ცხოვრებაში ბედნიერი?!
    და იმ ხალხის საყურადღებოდ ვისაც ეკლესია ძველ საუკუნეებში ჩარჩენილი გონია,მეგობრებო ეკლესია 1 საუკუნეში ჩარჩა და სამუდამოთ იქ დარჩება უფლის სიტყვებთან ერთად!!!
    ხელოვნურად შექმნილი სიცოცხლე რომ სწორი ყოფილიყო ნუ გეშინიათ უფალი ბიბლიაშიც იტყოდა მაგაზე ერთ-ორ სიტყვას!

  • nino says:

    მადლობა უფალს, რომ ასეთი ბრძენი პატრიარქი გვყავს!

  • tamar says:

    ra kargi epistolea , ghmerto gaadzliere chveni patriarqi!!!

  • ქეთევანი says:

    მამა ილიას კომენტარი აუცილებელი და საჭირო იყო, რომ კარგად გაგვეგო პატრიარქის ეპისტოლის შინაარსი და მნიშვნელობა, მამა ილია არის უაღესად თავმდაბალი, განათლებული გულისხმიერი მამაო.. ამიტომ ზოგიერთის გაკეთებულ კომეტარი ჩემთვის მიუღებელია…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი