12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობა"მრუშობასთან გამკლავება გმირობაა"

“მრუშობასთან გამკლავება გმირობაა”

“ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი სხვაზე მეტად გრძნობს სიძვით განცდების შემთხვევაში, თუ როგორ ტოვებს მას ღვთიური მადლი”…

“რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ”.

წმ. იოანე ოქროპირი

უფლის მიერ მოცემულ მცნებებს მარადიული მნიშვნელობა აქვს. დრო მათ შესუსტებას ან განქარვებას ვერ შეძლებს. ერთ-ერთი ამ მცნებათაგანია “არა იმრუშო”.

მრუშობათავად იესო ქრისტე ეუბნება ადამიანებს, რომ არა თუ მრუშობა, არამედ გულისთქმით შეხედვაც კი უკვე ცოდვაა, ვინაიდან თუ კაცმა გული, აზრი არ განიწმინდა, ვერც თავის სიტყვასა და საქმეს გამოასწორებს.

კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:

“ვნება, ფსიქოლოგიური განმარტებით, გრძნობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელსაც დიდი ინტენსივობა და დაკმაყოფილებისაკენ ხანგრძლივი სწრაფვა ახასიათებს, უმთავრესად, მთელი ცხოვრების მანძილზე.
ქრისტიანის ყოფა სხვადასხვა ვნებებთან ბრძოლით არის განმსჭვალული, რომელთა შორის უსასტიკესად მრუშობის ვნება ითვლება.

პიროვნებას ახასიათებს სწრაფვა საწინააღმდეგო სქესისკენ და თუ ეს ასეა, რატომ კრძალავს ხშირად უფალი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას? ყველაფერი ნათელი ხდება, როცა მართლმადიდებლური კუთხით აშუქებ მას.

ეკლესიური განსაზღვრებით, მრუშობის ცოდვით დაცემის ორი სახე გამოიყოფა: სიძვა და მრუშობა. პირველი დაუოჯახებელთა კავშირია, მეორე კი მეუღლის ღალატს გულისხმობს.

წმიდა მამები მრუშობის ვნებას ნაყროვანების ცოდვას უკავშირებენ და მიიჩნევენ, რომ მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებაა მათ შორის. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: “ის, ვინც ცდილობს აჯობოს მრუშობის ვნებას და არ ალაგმავს თავის მუცელს, ემსგავსება კაცს,რომელსაც უნდა რა კოცონი ჩააქროს, ზეთს ასხამს მასში”.

შეიძლება ზოგიერთისთვის გაუგებარი იყოს, საკვებით ზედმეტად დანაყრება როგორ შეიძლება უწყობდეს ხელს მრუშული გულისთქმის გაძლიერებას, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, შესაძლოა ეს მარტივად გავიგოთ. გამაძღარი ადამიანი რომ უფრო ადვილად მიეცემა განცხრომას, მოისურვებს კიდევ უფრო გააღრმავოს ეს მდგომარეობა და დატკბეს ამასთან სიძვითი განცდებითაც, არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი.

მრუშობის ვნებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლის ხელოვნების ცოდნა. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ამ ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა, წარმოდგენათა დასაწყისშივე შემჩნევას, გამოყოფასა და თავიდანვე მათი აღკვეთის მცდელობას გულისხმობს. თუ დასაწყისშივე არ მოხდა სიძვით გახელების აღკვეთა, თანდათანობით ის უფროდაუფრო მძლავრ ხასიათს ღებულობს და სულ მალე თითქმის შეუძლებელი ხდება მასთან ბრძოლა.

მრუშული შემოტევები ხშირად ძლიერდება ნერვიულობის, სასოწარკვეთის დროს, მაშინ, როცა ადამიანს უჭირს, აფორიაქებულია. ასეთ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი სიმშვიდის დაბრუნებაა. ამას კი ხელს უწყობს თუნდაც 10-15 წუთით განმარტოება. ამ დროს თუ თვითონ არ აძლევ საკუთარ თავს სიძვის განცდებში ჩაძირვის საშუალებას და ცდილობ ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, თვალშისაცემია, როგორ სუსტდება ვნების შემოტევა და სიმშვიდის დაბრუნებასთან ერთად ხდება მისი მარწუხებისაგან გათავისუფლება.

ამ სასტიკი ვნების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა და მარხვა.

მრუშული ვნების წინააღმდეგ ქმედით საშუალებას პირჯვრის გარდასახვაც წარმოადგენს. როცა გებრძვის ეს ვნება, ხშირად ამ წესის შესრულებას დიდი შედეგი მოაქვს.

ასევე წესად არის მიღებული მართლმადიდებელ მრევლთან დაწოლის წინ ლოგინისთვის პირჯვრის გარდასახვა, რაც, გარკვეულწილად, ძილში ბოროტისაგან წარმოებული ამგვარი ბრძოლისაგან გვიფარავს.

სიძვით გახელების წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ ქორწინებას. მოციქული პავლე ამბობს: “სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს ცოლი და ყოველ დედაკაცს ჰყავდეს ქმარი”.

მრუშობის დემონს განსაკუთრებით მხილება არ უყვარს. როცა აღსარებაში საკუთარი ვნებითი განცდების შესახებ ხდება საუბარი, ამით მას დიდი დარტყმა მიეყენება. შეიმჩნევა, რომ მრუშული შემოტევები მხოლოდ მღვდელთან მათი აღნიშვნის შემდეგ წყდება. ამიტომ ამ მხრივ, ბრძოლების შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, აღსარების თქმაა.

აღსარება უმძლავრესი საშუალებაა ცოდვებისაგან, დაგროვილი სულიერი ჭუჭყისაგან გასათავისუფლებლად. ცოდვათა ის ნალექი, რომელიც სულს დაედო და დემონებს მასზე “კაუჭის ჩამოდებით” საშუალება ეძლეოდათ, ემოქმედათ ადამიანზე, იწმინდება. ამ დროს პიროვნება შეიძლება სუფთა დაფას შევადაროთ, რომელსაც სველი ტილო მოუსვეს და მიმზიდველად გამოიყურება.

თუ რამდენად არასათნოა უფლისთვის მრუშული ვნებით შეპყრობილი ადამიანი, განსაკუთრებით კი ეკლესიური კაცი, საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებაც მიუთითებს.

ეკლესიურად მცხოვრები სხვაზე მეტად გრძნობს სიძვითი განცდებისთვის, ოცნებებისთვის, წარმოდგენებისთვის, ფიქრებისთვის გაქანების მიცემის შემთხვევაში, როგორ ტოვებს მას ღვთიური მადლი, როგორ ურთულდება სხვადასხვა სულიერი თუ ყოფითი პრობლემები და ხდება მისი დასჯა ამა თუ იმ ფორმით. დასჯის ეს მომენტი დროთა განმავლობაში შეგნებულ ხალხთან იწვევს შიშს, რომ არ მისცენ ამ ვნებას გაქანების საშუალება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ცოდვაა, არამედ იმიტომ, რომ ესმით, ამ ყველაფერს მათი ცხოვრების ყოფის გართულებაც მოჰყვება.

მეტად რთულია მრუშობის ვნებასთან ბრძოლა. იგი თავისი სისასტიკით გამოირჩევა. გმირობაა მასთან გამარჯვების მიღწევა, თუმცა სხვაგვარად არ შეიძლება.

სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ვიწროა, პავლე მოციქული წერს: “მსიძავი სამოთხეს ვერ დაიმკვიდრებს”. ჩვენც კარგად უნდა გავიგოთ ეს და ვისწავლოთ ამ ვნებასთან ბრძოლა”.

“არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღვთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს; რომელ-ეგე ხართ თქუენ”.
1 კორინთელთა 3, 16-17

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

26 COMMENTS

  1. ჯალიან კარგი სტატიაა, და კოველ მარტლმადიდებელისტვის გრმად დასაფიქრებელი, რამეტუ სულიერი განკურნება წინაპირობაა, ხორციელ ვნებებზე გამარჯვებისა. ქეტის სტატიები კოველტვის სულიერი სიგრმიტ გამოირცჰევა

  2. თუ არა გაქვს სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა,ნუ ეზიარები,რადგან დაისჯები ღვთიდაგან.იმიტომ კი არ მიდის მორწმუნე ეკლესიაში რომ თავი მართალი ჰგონია,არამედ იცის,რომ მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი სულის ჭეშმარიტი განკურნება.ყოველთვის გვახსოვდეს,დედამიწაზე სტუმარი ხარ და შენი სამუდამო სამყოფელი ზეციური ეკლესიაა.(იღუმენი ბენიამინი)ღმერთო დაგვლოცე და შეგვაძლებინე ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა.

  3. მოციქული პავლე ამბობს: “სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს ცოლი და ყოველ დედაკაცს ჰყავდეს ქმარი”.

  4. მადლობას ვუხდი დავითს შეფასებისთვის…

  5. dzalian saintereso da grmad shemecnebiti statiaa martlmadidebeltatvis,upals vtxov gagvadzlieros da dagviparos amgvari codvebisgan sruliad saqartvelo…

  6. აი ეხლა ძალიან ცუდად ვარ სულიერად, მაგრამ არ ვიცი რატომ. ეს სტატია კი დიდად დამეხმარაააა…დიდ მადლობას გიხდით

  7. საინტერესო სტატიაა,ჩვენს ცოდვებზე დაფიქრების და გამოფხიზლების საშუალებას გვაძლევს

  8. გამარჯობათ,მაინტერესებს აი როდესაც საყვარელი ადამიანის მიმართ(როდესაც ქალ-ვაჟურ გატაცებაზეა ლაპარაკი) ხორციელი გრძნობა და ფიქრები მოგდის თავში,ეგ თავისთავად მოსაკვეთია ხომ?და ეს ხომ ბუნებრივი რამ არის რას იტყვით ამის შესახებ თუ შეიძლება მოკლე რჩევა მომეცით.გმადლობთ

  9. გასაგებია თქვენი მდგომარეობა, ფიზიოლოგიური ზემოქმედება ადამიანზე ახდენს ასეთ გავლენას, მაგრამ როგორ მოვიქცეთ? გამოსავალი ასეთია, თუ სრულწლოვანი ხართ და ნამდვილად წრფელია თქვენი სიყვარული, ასეთ შემთხვევაში ჯვარი უნდა დაიწეროთ.
    ჯვრიწერის შემდეგ საღმრთო განგებულებით ნაკურთხია ქალის და მამაკაცის თანაცხოვრება და აქ არც სასირცხვილოა რამე და არც სათაკილო. პავლე მოციქული ამბობს: ,, ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. საიდუმლოჲ ესე დიდ არს;” რომელ საიდუმლოს შესახებაა საუბარი? რა თქმა უნდა ქოწინების საიდუმლოზე, რომელიც ქრისტეს ეკლესიაში აღესრულება და მას ჯვრისწერა ეწოდება.

  10. isev ganvmeordebi,rom qetis koveli statia,gajerebulia,grma analizit, shulieri fesvebidan modis,da martlac didi gmirobaa am sulistvis verag, gonebistvis damabnelebel,gulistvis ki bilw zraxvebs, gmertma gagvamarjvebinos sakutar tavze. da gagvajlieros rwmenashi. qetis ki dgegrjelobas vusurveb.da velodebit mis axal axal saintereso statiebs.

  11. დავით, უღრმესი მადლობა რომ სტიმულს მაძლევთ…

  12. სიძვა? კი მე ეს განვიცადე… მაგრამ იყო ეს ცოდვა? არაა არ იკო რადგან ეს არ კოფილა სიბინძურეეე, მიყვარდაააა არაამქვეყნიური სიყვარულით ისე როგორც არ უყვართ თუნდაც ჯვარნაწერი ქმრები მათი ერთგულები კი არიან, მაგრამ მთავარი გრძნობააა, სიყვარული რომელიც ღმეთმა გვაჩუქა და სიყვარულს ყოველთვის ახლავს თან ესეც… მიყვარდა და დავკარგე ადამიანი რომელიც ჩემთვის დედამიწაზე ყველაზე საყვარელია და მას ვეგარვინ შეცვლის თუნდაც ქმარი მყავდეს, მასთან ურთიერთობას უფრო ჩავთვლი სიბინძურედ რადგან ის სიყვარული არ იქნება ისეთი როგორიც ის ვისთანაც ჩავიდინე ეს “ცოდვა”… რატო ხდება ასე????

  13. მარი ძალიან სამწუხაროა უსაყარლესი ადამიანი თუ დაკარგეთ..(( გითანაგრძნობთ. მაგრამ სერთოდ ეს მაშინ გვემართება როცა ადამიანს ღმერთზე მეტად შევიყივარებთ,როცა ადამიანს გავაღმერთებთ, იმ ადაიანს აუცილებლად ვკარგავთ, იმიტომ რომ ადამიანი ვერ უძლებს ასეთ სიყვარულს. ყოვლ ადამიანში უფალს უნდა ვხედავდეთ და უფლის მიერ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და არა მხოლოდ უბრალოდ დამიანი გავაღმერთოთ. ამას იმიტომ გეუბნები რომ მეც ქონდა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ გავაცნობიერე რატომაც დავკარგე ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მიზეზი ჩემს დამოკიდებულებაში იყო. ადამიანში 1რიგში მისი სული და გული უნდა გვიყვარდეს, ანუ ღმერთი უნდა გვიყვარდეს ადამიანში, და რადგანაც ეს სიძვად ითვლება ეკლესიურად, ასეა სწორი, თუმცა როცა გიყვარს ამას ვერ გრძნობ რატომაა სიძვა? ქორწინება ანუ ჯვრისწერა 7 საიდუმლოდან ერთ-ერთია. ჯვრისწერის გარეშე შეუღლება კი უფლის კურთხევის დარღვევაა. მაპატიე ზედმეტი თუ მომივიდა..თანაც უფალმა უკეთ იცის ჩვენთვის ვინ უკეთესი იქნება,შესაძლოა დაგიბრუნდეს შენი ძვირფასი ადამიანი, ან კიდევ სხვა შეგიყვარდეს უფრო მეტად. ბევრს უფიქრია რომ მხოლოდ “ის” იყო ერთადერთი.. მაგრამ გასულა დრო და მერე სეყვარებიათ ნამდვილი სიყვარულით.. უფალს მიენდე და აუცილებლად მოვა ბედნიერება შენთანაც.

  14. ina mixaria rom tundac ert adamian esmi chemi.. me is ar gamigmertebia, masshi scored guli da suli miyvarda, rom iko morcmune da camda uflis mere davafase sxva danarcheni tviseba… sxva danarcheni rac siZvad agikmeba ubralod bunebrivad xdeba rodesac adamiani gikvars, sxva shemtxvevashi ar ikneba erti adamiani da cxoveluri survilebis dakmakofileba koveltvis sheizleba… ubralod roca gulcrfelad gikvars… ara angarebis da sxva mainkieri da micieri tvisebebis gamo… aq sibinzure agarsad aris mxolod grznoba romelic isev ufalma mogvca. da tumoxda ise rom sxva shegkvardeba, eseigi is adamiani arc gkvarebia sufta gulit da dro moeria yvelafers. xoda drom rom veraferi mikna da isev ise zalian mikvars yvelafris miuxedavad vxvdebi rom sxva agar ikneba kovel shemtxvevashi chems gulshi… dgesac ar vici ratom damtova mizezi ar vici, mitxra mxolod rom zalian vukvarvar magram chemtan ver ikneboda… miuxedavad amisa is sidzva tu urtiertoba yvelase suftaa chemtvis da arafers vnanob radgan amaze sufta da crfeli agarasodes mekneba vici tundac sxvastan jvari davicero :( :( :( mtkiva es yvelaferi da ar sheizleba ase erti xelis mosmit am yvelafers didi codva da sibinzure davuzaxot ;( ;( :( yvelaze mtavari is aris rom rodesac is adamiani ase shemikvarda yvelaze metad shemikvarda ufali da yvelaze metad mashin vgrznobdi mis zalas, axla ki…..

  15. ici ina es statia sad vnaxe? mis facebook is wall ze da ikidan amovikitxe es yvelaferi… anu radgan me mimatova eseigi gmiria???? da ase tvlis davijero??? es sashinelebaaa radgan sashineli tkivili momakena da ar mgonia es tkivili gmiroba iyos… minda mivigo pasuxebi da arsad aris…

  16. :(:( არც კი ვიცი რა გითხრა..სიყვარული ორმხრივია, თუ კი ერთ-ერთს არ უვარს ეს მასინ აკვიატება და ავადმყოფბააო. სენ იმიტომ ვერ ივიწყევბ რომ დღემდე ფიქრობ მასაც უყვარხარ. კარგად დაფიქრდი, ვიცი მტკივნეულია ამის გაცნობიერება, მაგრამ თუ მართლა უყვარხარ, რატომ დაგტოვა? ძლიერი უნდა იყო სიმართლე უნდა დაინახო. თუ მასაც უყვარხარ ადრე თუ გვიან მაინც შენთან დაბრუნდება. გაურკვევლბა ყველაზე დიდ ტანჯვაა, ამიტომ ასე ტანჯვას ჯობია მასთან გაარკვიო ველაფერი და სულიც დაგიმსვიდდება. სანამ იფიქრებ რომ მასაც უყვარხარ, სხვაზე ვერასოდეს იფიქრებ და ამ გაურკვევლობასი დაიტანჯები. ამიტომ დღესვე გაარკვიე.. უფალმა გაგაძლიეროს. არასოდეს თქვა რომ მხოლოდ ერთხელ სეიძლება შეყვარება. სიყვარული დიდია და უფალმა უკეთ იცის ჩვენთვის ვინ და როდის არის საჭირო.:*

  17. gaixare shen, didi madloba rchevistviss… yovelive sauketesos da uflis ckalobas gisurveb… gmerts ebarebode !!!

  18. ნამდვილად მხოლოდ გვთისმიერი ლოცვით შევძლებთ,აღსარებითა და ზიარების ხშირი მიღებით ამ ცოდვის დაძლევას.

  19. მარიბეიბის თანავუგრძნობ მსგავსი სიტუაცია ბევრ ადამიანს ემართება,მე მრავალი წელი დამჭირდა გადასალახად იმ დეპრესიისა რაც ძვირფას ადამიანთან განშორებამ განაპირობა,თუმცა ეს ურთიერთობა გაღვივებულიც არ იყო ისე ჩაქრა მოულოდნელობებითაა ცხოვრება აღსავსე და მინდა გავამხნევო: ყველაფერი უფლის ნებაა მოდი ასე შევხედოთ მოვლენებს და უკეთესის მოლოდინში ვილოცოთ,მე ტაძარში ვიპოვე სიმშვიდე,მინდა ყველა ადამიანს სჯეროდეს რომ ღმერთი გულმოწყალეა

  20. ეს ცოდვა უაგრასად დამღუპველად მოქმედებს ადამიამის სულიერ თუ ყოფით ცხოვრებაზე და ამიტომ ეს ცოდვა მხოლოდ მარხვით და ლოცვით შეიძლება განიწმინდოს.ყველა ადამიანში დევს ეს ცოდვა მეტ ნაკლებად რაგაც უმნიშვნელომ შესაძლოა უდიდესი მნიშვნელობა მიიღოს. და ზოგ შემთხვევაში ამას ადამიანი ვერ აცნობიერებს. უფალს ვთხოვ რომ ყველას უბოძოს ნიჭი ამ ვნებასთან ბრძოლისა

  21. mrushoba grma fsiqologiur problemebs warmoshobs. sistematiuri xasiati aqvs tyuilis gamoyenebas, codvis gamoashkaravebaze agresias.araswor azrovnebastan anu borotis morchilebastan gvaqvs saqme. borotebastan brzola ki mxolod locvita da marxvitaa shesazlebeli

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები