სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მარხველებისთვის თევზის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ბოლო საათებში და პირველ იანვარს არის შესაძლებელი.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ვინაიდან 2 იანვარი პარასკევია, ამდენად 2 იანვარს მმარხველებისთვის თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის.
40-დღიანი საშობაო მარხვა წელს 28 ნოემბრიდან დაიწყო და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.
25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლოთ. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
