მთავარიქრისტიანობამრევლი - საეკლესიო ტერმინთა განმარტება

მრევლი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

მრევლი სიტყვა მრევლის შემდეგ განმარტებებს ვხვდებით: განმარტებით ლექსიკონში – მოსახლეობა, რომელსაც საეკლესიო მომსახურებას უწევს ერთი განსაზღვრული ეკლესია, – სამწყსო.

ხოლო საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში – მრევლი – ეკლესიურ-ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჩართული მორწმუნე ერი. ქრისტიანები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო წოდება და იმყოფებიან საეკლესიო იერარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ. მრევლის წარმომადგენლები მონაწილეობენ ადგილობრივ კრებებში და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საეკლესიო ცხოვრებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში (ენრიკო გაბიძაშვილის რედაცია) სიტყვა მრევლი ასე არის განმარტებული: ეკლესია კრებული, სამწყსო. პაპ პიუს IX -სათვის გაგზავნილ მიმართვაში აღმოსავლეთის პატრიარქები აღნიშნავდნენ, რომ საეკლესიო დოგმატებისა და წესების დამცველად ითვლება არა მარტო იერარქია, არამედ მთელი ხალხი და რომ ამაშია გარანტია მართლმადიდებლობის სიწმინდისა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები