მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს მამა დავით თავაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.03.2015 | 4,658 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი, სიონი
მამა დავით თავაძე.

მკითხველის კითხვა:

მაინტერესებს, თუ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჯადოს გამკეთებელზე გადმოვიდეს იმ ადამიანის ფიზიკური და სულიერი სისუსტეები, ვისაც ჯადო გაუკეთა?

პასუხი:

ჯადო ისეთი ფენომენია და ისე ამძიმებს იმ ადამიანის სულს, ვინც ამ საქმითაა დაკავებული (და ამგვარად ადიდებს ბოროტ სულს), რომ მას უფლის დაშვებით შეიძლება უამრავი განსაცდელი და ხიფათი დაატყდეს. მათ შორის არაა გამორიცხული, რომ ისეთივე სუსტი ხასიათი გაუხდეს, ან ისევე დაუძლურდეს ფიზიკურად, როგორც მისი მაგიური ქმედების ობიექტია დაუძლურებული.

მკითხველის კითხვა:

როგორ უნდა მივხვდე, რომ ჩემი ნება შეესაბამება უფლის ნებას? ან როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი თითოეული გადაწყვეტილება უფლის ნების შესაბამისი იყოს? მე, პირადად, ძალიან მინდა, რომ ასე იყოს და საამისოდ რა უნდა გავაკეთო?

პასუხი:

თუ ადამიანი იცხოვრებს უფლის მცნებების მიხედვით, შეიყვარებს უფალს მთელი გულით, სულითა და გონებით და საკუთარი თავივით ეყვარება მოყვასი, მაშინ თავისთავად მოხდება ისე, რომ უფლისა და ადამიანის ნებას შორის დამყარდება სინერგია.

მკითხველის კითხვა:

ხშირად ვგრძნობ უნებლიე, ჩემთვის გაუგებარ შიშს. ვლოცულობ, დავდივარ ეკლესიაშიც, მაგრამ ამ შიშის გამო სული მიფორიაქდება. შეიძლება, რომ ეს სულიერ ბრძოლას დავაბრალო?

პასუხი:

შიში, როგორც წმ. იოანე სინელი ამბობს, ამპარტავნების ნიშანია. გვეშინია იმიტომ, რომ ბოლომდე არ ვენდობით უფალს, სამაგიეროდ, ვენდობით საკუთარ თავს და როცა ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ ვართ სუსტები, რაღა თქმა უნდა, შიში გვძლევს.

მკითხველის კითხვა:

მამაო, შეიძლება, რომ უფალს ან რომელიმე წმინდანს ჩვენს კითხვაზე პასუხის მინიშნება შევთხოვოთ? ეს ცოდვაა?

პასუხი:

ეს მცირედმორწმუნეობის ნიშანია და ძალიან ჰგავს უფლის გამოცდას. გარდა ამისა, ამგვარი აზრები დამწყებ, არასერიოზულ და სარწმუნოებაში არამყარ ადამიანებს მოსდით. თუმცა არცთუ იშვიათად ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება ხიბლიც იმალებოდეს.

მკითხველის კითხვა:

ვიცი, რომ სიზმრებს არ უნდა დავუჯეროთ. თუ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები?

პასუხი:

სიზმრებს არ უნდა დავუჯეროთ. სიზმრისეული ხილვები ეძლევათ განსაკუთრებული საღმრთო ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, რომლებსაც „ზეცისა კაცებს და ქუეყანისა ანგელოზებს“ უწოდებენ და არა ჩვენ.

მკითხველის კითხვა:

ძალიან ხშირად მაწუხებს უხილავი ბრძოლები. ეს რატომ ხდება და მე რატომ ვგრძნობ ამას ასე მძაფრად?

პასუხი:

„უხილავი ბრძოლები“ არ არის ის, რაც თქვენ გაწუხებთ. თუ გინდათ გაიგოთ, სინამდვილეში რაშია საქმე, შეეცადეთ შეებრძოლოთ საკუთარი თავის გამორჩეულობის სინდრომს. დაიმდაბლეთ თავი და მოძღვარს გულწრფელი აღსარება ჩააბარეთ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი