მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს დეკანოზი დავით დათუაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.02.2015 | 3,357 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიადეკანოზი დავით დათუაშვილი.

მკითხველის კითხვა:

წმიდა ღვთისმშობლის გულსაკიდი მაქვს, რომელიც ძველი კათოლიკური ნაკეთობაა. ცოდვაა თუ არა მისი გაკეთება, რადგან მართლმადიდებელი ვარ?

პასუხი:

მართლმადიდებლური ხატწერის კანონიკით განსაზღვრულია გარკვეული წესები, თუ როგორ უნდა იყოს დამზადებული მართლმადიდებლური ხატი, კერძოდ, ამ შემთხვევაში ღვთისმშობლის გამოსახულებიანი გულსაკიდი. სამწუხაროდ, კათოლიკურ ეკლესიას არ აქვს ასეთი წესები და კანონიკური დარღვევით ხდება ასეთი ნივთების დამზადება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ასეთი ნივთის ტარება არ არის სასურველი, ამიტომ ჯობს, შეინახოთ და თუ გაქვთ გულსაკიდის ტარების სურვილი, უკეთესია, ის მართლმადიდებლური იყოს.

მკითხველის კითხვა:

შეიძლება ადამიანს ერთი ჯვარი ეკეთოს, ნაკურთხი და შეცვალოს მეორეთი ისე, რომ პირველი არც გაფუჭებულა, არც დაუკარგავს, ანუ უბრალოდ შეცვალოს?

პასუხი:

რა თქმა უნდა, შეიძლება. დასაშვებია, რომ გქონდეთ რამდენიმე ნაკურთხი ჯვარი, რომელსაც მონაცვლეობით ატარებთ. მხოლოდ სასურველი არ არის მათი ერთდროულად ტარება.

მკითხველის კითხვა:

გადმოცემით ვიცი, რომ როდესაც ჩემი მეუღლის ბაბუა კვდებოდა, ოჯახს წყევლიდა. მითხრეს, ოჯახს გამოლოცვა სჭირდებაო. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცე? ოჯახში სულ უბარაქობასა და უკუსვლას განვიცდით. სახლი ნაკურთხი გვაქვს, ოჯახის წევრები ეკლესიაშიც დავდივართ და ხატის კუთხეც გვაქვს.

პასუხი:

პირველ რიგში, მაინტერესებს, გყავთ თუ არა მოძღვარი? რადგან მოძღვარი რომ გყავდეთ, ალბათ, ეს პრობლემები მოხსნილი იქნებოდა. მოძღვარი გასწავლიდათ, თუ როგორ მოქცეულიყავით. სათანადო ლოცვაც არსებობს, წყევლის განქარვების, წაგიკითხავდათ ამას მოძღვარი და ამით მორჩებოდა ეს პრობლემა. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომ ჩვენ ეკლესიაში დავდივართ არა იმისთვის, რომ ბარაქა მივიღოთ და პრობლემები მოვაგვაროთ, არამედ სულის საცხოვნებლად, უპირველესად ამაზე უნდა ფიქრობდეს ადამიანი. დანარჩენი უკვე ღვთის მიერ დაიშვება. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ მრავალტანჯული იობის მაგალითი ძველი აღთქმიდან.

მკითხველის კითხვა:

უაზროდ აკვიატებულ ფიქრებს როგორ უნდა ვებრძოლოთ? 90-ე ფსალმუნს ვკითხულობ ხოლმე და უფალო, შეგვიწყალენსაც, მაგრამ ვერ მშორდება, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს. აღსარების ჩაბარება ჯერ ვერ მოვახერხე და მანამდე იქნებ მირჩიოთ რამე.

პასუხი:

რაც შეიძლება ხშირი აღსარებები უნდა თქვათ, რადგან მოძღვარს ექნება საშუალება იმისა, რომ სულიერი კორექცია მოახდინოს. გახსნილი, გულახდილი საუბარი უნდა გქონდეთ მოძღვართან, ამის საფუძველზე ის დაგარიგებთ, რა უნდა გააკეთოთ. ყურადღება არ უნდა მიაქციოთ აკვიატებულ აზრებს, მეტი ყურადღება დაუთმეთ ფიზიკურ და გონებრივ შრომას, რაც დაგეხმარებათ აკვიატებული ფიქრების დაძლევაში.

მკითხველის კითხვა:

ჩემს მამაოს მატერიალურად უჭირს, ეკლესია ორი წლის აშენებულია ჩემს უბანში და ბევრი რამ გასამართი და გასაკეთებელია, ამის გამო რამდენჯერმე ვინატრე ფული მამაოსა და ეკლესიის დასახმარებლად. ეს ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება?

პასუხი:

ზოგადად ფუჭი ოცნება ცოდვაა, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კეთილი განზრახვითაც არის ეს გაკეთებული, მაგრამ ასეთ ოცნებას სჯობს, ადამიანმა ფიზიკურად გააკეთოს რაღაც. მაგალითად, მიხვიდეთ და ტრაპეზის მომზადებაში დაეხმაროთ, ან ეკლესიის მშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა, ეს უფრო მეტი სიკეთე იქნება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • salome says:

    dges aqtualuria patriarqis sadgegrcelo sazogadoebashi,mainteresebs rodis unda dailio es sadgegrcelo da ris shemdeg,agretve arsebobs jvriani jiqa romlitas svaven patriarqis sadgegrcelos,mainteresebs ramdenad aris es swori da aris tu ara es jiqa nakurtxi uwmindesis mier???

  • Mariami says:

    Gamarjoba. Damlocet mamao, mainteresebs mamao myavda meugle, 6 weli gviyvarda ertmaneti da uamravi problema gadavitanet ertad, rodesac iyos amis shesazlebloba shevqmenit siyvarulit ratkmaunda ojaxi viyidet saxli ojaxis daxmarebit da vcxovrobdit bednierad 2 wlis tavze gagvichnda bichi da tavi yvelaze bednieri megona radgan shvilic dzalian gvindoda, rodesac vimshobiare da vchemi shvili iyo 3 kviris meuglem gamomicxada rom agar vuyvarvar da dzalian cud mdgomareobashi chavvardi axali namshobiarebeli mimatova bavshvtan ertad da sxva adamiantan gaaba urtiertoba ratkmaunda ei mgalatobda orsulobis periodshi. Dzalin cudad viyavi megona cxovreba dasrulda da ojaxebic gaognebulebi iyvnen mis saqcielze sxva gogom ai ese damingria ojaxi da mas mere imdeni moaxerxa, rom zustad 5 tvis tavze moiyvana colad da xelic moaweres. 5 tvea rac es smbavi moxda chemi shvilic sm xnisaa meda chems yofil meugles ar gvaqvs normaluri urtiertoba babdhvs arc naxulobs. Mainteresebs chven xeli da jvaric ar gvkonda dawerili anu ar agiqmeboda chveni ojaxi ojaxad? Da kidev ar vicii bavshvtan minartebashi ra vkna is ar naxulobs shvils da zalit xoar vrxov rom naxos xolme (( bodishit didi werilistvis tkveni pasuxi chemtvis mnishvnelovania einaswar masloba

    • მოძღვარი says:

      ძალიან სამწუხარო ამბავია. გითანაგრძნობთ.
      მაგრამ აქვე მინდა გითხრათ? რომ თქვენ დაუშვით თავიდანვე ორი დიდი შეცდომა.
      პირველი: თავიდანვე არ აიყვანეთ მოძღვარი, რომელიც მოგცემდათ სწორ რჩევა-დარიგებას და აგაცილებდათ ამ განსაცდელს/
      მეორე: არ დაიწერეთ ჯვარი! ჯვარდაუწერელი კავშირი კი ღვთის წინაშე მრუშობად ითვლება და მადლი განეშორება იმ ადამიანებს, ვინც მართალია ერთმანეთს ცოლ-ქმარს უწოდებს, მაგრამ არც ოჯახად არ ითვლება და არც ღვთისაგან არ არიან ერთად ცხოვრებისათვის დალოცვილ-ნაკურთხებნი.
      ამიტომაც დაირღვა ასე ადვილად თქვენი ურთიერთობა.
      გირჩევთ აიყვანოთ მოძღვარი და გულწრფელად მოუყვეთ თქვენი ამბავი. გაითვალისწინეთ მისი რჩევა-დარიგება და იცხოვრეთ ეკლესიურად.

  • Givi says:

    Sheizleba tu ara bebis wlistavs qorwili daemtxves

  • ხათუნა says:

    მრცხვენია მაგრამ მეტს ვეგარ მოვითმენ,მირჩიეთ მამაო რომელიც მომისმენს და მასწავლის როდის არის შესაძლებელი აღსარების ჩაბარება,ზიარება როგორ მოვემზადო რა ლოცვები წავიკითხო გულუსხმიერ მამაოსთან მინდა შეხვედრა და არა ისეთთან როგორსაც შევხვდი… გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე…

    • მოძღვარი says:

      ღვთის წყალობით საქართველოში ბევრი ტაძარი ამოქმედდა და მათში ბევრი ღირსეული მოძღვარი მოღვაწეობს.
      არ მოგეწონათ ერთი, მიბრძანდით მეორესთან თუ ისიც არ შეესაბამება, თქვენს შეხედულებას იკითხეთ მრევლში და მათგან შეგიძლიათ პირუთვნელი ინფორმაცია მიიღოთ.
      ღმერთმა დაგლოცოთ და შეგახვედროთ ისეთ მოძღვარს, რომელიც ღმერთს შეგაყვარებთ და არა საკუთარ თავს.

  • ლელა says:

    გამარჯობათ! მამა გარდამეცვალა და 40 უწევს დიდ მარხვაში, თუ შეიძლება თევზით ხსნილი სუფრა?

  • მაია says:

    გამარჯობათ, ვცხოვრობ გერმანიაში და პატარას მონათვლა მინდა და რუსულ ეკლესიაში მითხრეს ჯვარზე აუცილებლად იესო უნდა იკოს განოკვეთილიო , სხვა შემთხვევაში არ უნდა ატარებდეთო. რას მირჩევთ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი