მთავარი » ხატები და ფრესკები

მოზდოკის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.11.2011 | 2,974 ნახვა

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველ მეფე თამარს ეკუთვნოდა, რომელიც განსაკუთრებით იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა. მრავალი ჩერქეზი წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. მოზდოკის ღვთისმშობელი თამარის დროიდან 1768 წლამდე ხატი იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა. ის უვნებლად გადაურჩა ორ ხანძარს, როდესაც მთლიანად დაიწვა ტაძარი, რომელშიც იგი იმყოფებოდა. მალე ხატი მართლმადიდებელ ოსთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. 1768 წელს როცა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის განკარგულებით ოსებს მშობლიური სოფლის დატოვება და უცხო მხარეში გადასახლება მოუწიათ, მათ თან წაიღეს საკვირველთმოქმედი ხატიც. მდინარე თერგის ნაპირას ქალაქ მოზდოკთან მოხდა სასწაული: ღამის გასათევად მოწყობილი ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და მთელს ბანაკსა და ახლომდებარე ადგილებს ზეციური ნათელი მოჰფინა. ერთ-ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა – ღვთისმშობელს სურდა ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა: მეორე დღეს დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხარები, რომელთაც უნდა ეტარებინათ ოთხთვალაზე მოთავსებული წმიდა ხატი, ადგილიდან არ დაიძრნენ. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა სამლოცველო ააშენა ამ ხატისთვის. 1796-1797 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელთანაც მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკის მცხოვრებლებმა დიდებული ტაძარი ააშენეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

გადმოცემით, როდესაც 1817-1864 წლების კავკასიის ომის დროს შამილი თავისი ჯარებით მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთრით მოსილი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.

საკვირველთმოქმედი ხატის დიდება მთელს კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღვთისმშობელს აღთქმა აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მასთან. ყოველ წელს ხატი გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში, სადაც ერთი თვით რჩებოდა. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასის სხვადასხვა სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი. მოზდოკის ივერიის ხატის დღესასწაული აღინიშნება ღმრთისმშობლის მიძინებისა და სულთმოფენობის განზოგების დღეს. მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვას და მის მეოხებას შეუძლია მოუტანოს მშვიდობა კავკასიის ხალხებს და განკურნოს აქ აბობოქრებული ომების მიერ მიყენებული ჭრილობები.

მორწმუნეები თავს მოვალედ თვლიან, რომ იმარხულონ და ეზიარონ სწორედ მიძინების ეკლესიაში, სადაც სასწაულმოქმედი ხატი იმყოფება. ბევრი, დადებული აღთქმის გამო, აქ ღამის განმავლობაში ფეხშიშველი რამდენჯერმე უვლის გარს ტაძარს. ყველა ღვთისმშობლის ძლიერებისა და გულმოწყალების იმედით მოდის და შემწეობისა და ნუგეშის გარეშე არავინ რჩება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი