24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიქრისტიანობა"მოწყალე ღმერთი დედა მატრონას ლოცვით ჩემი ოჯახის განწმენდისა და ხსნის გზაზე დასაყენებლად...

“მოწყალე ღმერთი დედა მატრონას ლოცვით ჩემი ოჯახის განწმენდისა და ხსნის გზაზე დასაყენებლად დამეხმარა”

“მოწყალე ღმერთი დედა მატრონას ლოცვით ჩემი ოჯახის განწმენდისა და ხსნის გზაზე დასაყენებლად დამეხმარა.”

რამდენიმე ხნის წინ ხალხური მკურნალობის კურსები იმ იმედით დავამთავრე, რომ ჩემს ხალხს დაავადებებისგან განვკურნავდი. დედა მატრონა იმ პერიოდში ეკლესიაში იშვიათად დავდიოდი. ვიცოდი რამდენიმე ლოცვა. ხალხი ნელ-ნელა გებულობდა ჩემს შესახებ და პაციენტების რიცხვი თანდათან იზრდებოდა. მკურნალობის გასამრჯელოდ იმას ვიღებდი, ვინც რას მაძლევდა. აღებული ფული მე და ჩემს შვილს საკვებისთვის გვყოფნიდა. სეანსების დროს, სანთლებს ვანთებდი, ვიყენებდი ექსტრასენსული მკურნალობის მეთოდებს, ფსიქოთერაპიას. ყველა პაციენტი თუ ბოლომდე არ იკურნებოდა, მდგომარეობა მაინც უუმჯობესდებოდათ. დრო გადიოდა. ნელ-ნელა ჩემი საქმეები უკან-უკან წავიდა. თანაც ჩემს გოგონას დიდი ხნის ქრონიკული დაავადება გაუმწვავდა. ვერც მე და ვერც ჩემმა ნაცნობმა მკურნალებმა ჩვენი მეთოდების გამოყენებით ბავშვს შვებაც ვერ მივანიჭეთ. გოგონას მდგომარეობა თანდათან მძიმე ხდებოდა. ვერც კი შევნიშნე, ბნელი ძალების გავლენის ქვეშ როგორ მოვექეცი: ვკითხულობდი ოკულტურ ლიტერატურას, ვატარებდი სეანსებს, მაგრამ როგორც ჩანს უფალმა მაინც არ გამწირა, ბოროტ სულს უფალმა არ მისცა, ჩემზე გაბატონებულიყო. დაცემული ანგელოზი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ადამიანი. მან იცის მისი სუსტი ადგილი. ჩემი სუსტი ადგილი ჩემი გოგონა იყო, რომელივ დახმარებას საჭიროებდა. ნაცვლად იმისა, რომ შემწეობისათვის უფლისათვის ღვთისმშობლისა და წმინდანებისათვის მიმემართა, ჭეშმარიტ გზას ავცდი. მაგრამ უფალი არ მტოვებდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეს მაინც განვაგრძობდი – ავადმყოფებს ვღებულობდი. ფულზე დახარბებული არ ვიყავი. გულწრფელად მინდოდა, ხალხისთვის დახმარება გამეწია.

ერთხელ მორწმუნე ხალხისაგან გავიგე მატრონას შესახებ. წავედი მის საფლავზე. რიგში დგომისას, ფიქრით შევთხოვე, ელოცა უფლის წინაშე ჩემი და ჩემი შვილისთვის. ჩემთვის ვთხოვე, გავერკვიე, რა ძალებით ვკურნავდი ავადმყოფებს. თუ ეს ბოროტი ძალებისგან იყო, მიეტოვებინა და ჩემთვის განწმენდის გზა ეჩვენებინა, დამხმარებოდა და არ მივეტოვებინე.

სასაფლაოზე ვიყიდე წიგნი მატრონას შესახებ. საფლავიდან წამოვიღე სანთლები, წყალი, ზეთი. სახლში მოსვლისთანავე წიგნი წავიკითხე, სანთლები დავანთე, წყალი დავლიე. ხატები დავაბრძანე, მათ გვერდით მატრონას სურათი და ცრემლით ვევედრე, გამეგო, ვისი ძალებით ვმოქმედებდი პაციენტებთან. მოულოდნელად, წინააღმდეგ ჩემი სურვილისა, თითები ისე მომეკრუნჩხა, რომ სანთლის დამტვრევას და ჩაქრობას ცდილობდნენ, მაგრამ მატრონას სანთელს ვერ მიეკარნენ. ეს იყო სწორედ ის პასუხი, რომელიც ეჭვს არ იწვევდა.

ამ მომენტიდან, ყოველდღიურად ბიბლიის კითხვას შევუდექი (ძველი აღთქმიდან გავიგე, რომ ეშმაკს შეუძლია სასწაულების ჩადენა). ვლოცულობდი დილას, შუადღესა და საღამოს. ის კი არა, ღამეც ვდგებოდი, რომ სინანულის ლოცვები წამეკითხა მაცხოვრის, ღვთისმშობლის და მფარველი ანგელოზის მიმართ. ლოცვებში შემომიერთდნენ შვილი და დედა. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე ვსვამდით მატრონას საფლავიდან წამოღებულ წყალს და ვიცხებდით ზეთს. დავდიოდი ნეტარის საფლავზე. ერთხელ იქიდან წამოღებული მიწა თავზე დავიდე, სანთელი ავანთე და შევევედრე მაცხოვარსა და მატრონას, განვწმენდილიყავი ცოდვებისაგან. უეცრად იატაკზე დავეცი, კანკალი დამაწყებინა, ყვირილი აღმომხდა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. სისტემატურად შვილთან და დედასთან ერთად საფლავზე დავდიოდი, ერთად ვლოცულობდით, ვეზიარებოდით. ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. დედაჩემს, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ტკივილები აღარ აწუხებდა. ტაძარში, რომლის მრევლიც ვარ, მოძღვარმა მითხრა, ძველი ცხოვრება ცოტაც რომ გამეგრძელებინა, მძიმედ დავავადდებოდი და ვერაფერი ვეღარ მიშველიდა. დღეს ოჯახში ყველა კარგად ვგრძნობთ თავს, მუდმივად ვანთებთ სანთელს, ვლოცულობთ და ვმადლობთ უფალს.

1996 წ. ვალენტინა. მოსკოვი

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

  1. წმინდაო ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე უფალს ჩვენთვის,ჩემი ოჯახის განსაცდელისაგან, ბოროტისაგან განწმენდისა და ხსნის გზაზე დასაყენებლად!!! შეეწიე ჩემს ოჯახს, დაგვიფარე ჩუენ ყოველგვარი განსაცდელისაგან, ბოროტისაგან! წყალობის თვალით გადმოგვხედე , შეგვინდე,გვიწინამძღვრე წმინდაო დედაო მატრონა. ვიოლა

  2. ლოცვა წმინდა ნეტარი მატრონას მიმართ

    ჰოი, ნეტარო დედაო მატრონა! სულით ზეცაში ღვთის საყდრის წინაშე მდგომარეო, ხორცითა შენითა მიწაზე განისვენებ და ზეგარდმო მონიჭებული მადლით მრავალგვარ სასწაულს გვიწყალობებ.
    მოგვიხსენე უფალთან, აწ მადლითა შენითა ჩვენ, მწუხარენი, სნეულნი, ბოროტნი, შეპყრობილნი, განდიდებულო ღვთისაგან და არა კაცთაგან. დაამშვიდე მწუხარება ჩვენი, განკურნე ცოდვათა ჩვენთა გამო უფლისგან დაშვებული წყლულებანი ჩვენნი.
    გვიხსენ ჩვენ ურიცხვი მწუხარებისაგან და განსაცდელტაგან და ევედრე უფალსა ჩვენსა, იესო ქრისტეს, რათა მოგვიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, უსჯულოებანი და ცოდვით დაცემანი სიყრმითგან ჩვენისა აქამომდე. ლოცვითა შენითა მივიღებდეთ მადლსა და დიდსა წყალობასა, რათა ყველანი ერთობით ვადიდებდეთ ღმერთსა, სამებასა – მამასა და ძესა და წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

    http://church.ge

  3. ნეტარი მატრონა დაასაფლავეს დანილოვის სასაფლაოზე, მოსკოვში. 1998 წ. წმინდა ნაწილები გადაასვენეს პოკროვის მონასტერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები