მთავარი » სხვადასხვა

მომლოცველთა ტური კახეთში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2011 | 3,473 ნახვა

ინტერნეტ–ჟურნალმა ambioni.ge-მ ნინოწმინდასა და ბოდბეში მომლოცველთათვის ტური მოაწყო.

ნინოწმინდათავდაპირველად მრევლმა ნინოწმინდაში ვახტანგ გორგასლის დროს აგებული ტაძარი დაათვალიერა და ისტორიაც მოისმინა, ხოლო შემდეგ ბოდბეს გაემგზავრა და წმიდა ნინოს საფლავი მოილოცა, სადაც პარაკლისი გადაიხადა “წმიდათა მთავარანგელოზთა” მშენებარე ტაძრის მგალობელთა გუნდის გალობის თანხლებით.

სოფელ ნინოწმინდაში ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი V-VI საუკუნეებში ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაში აიგო. ერეკლე II – ის დროს კი რესტავრაცია გაუკეთდა. მშენებლებს გუმბათი ზომაზე დიდი მოუვიდათ, მიწისძვრას ვერ გაუძლო და ამჟამად ტაძრის გუმბათი მთლიანად ჩამოშლილია. ეს ტაძარი ერთადერთია, რომელიც მთლიანად მრგვალია და გამოირჩევა მისი ჯვარგუმბათოვანი აგებულებით.

ნინოწმინდაში წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ძველი ტაძრის გვერდით უკვე 3 წელიწადია ახალია აშენებული, რომლის ერთი მხარეც გალავანზეა აგებული. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ადგილებიდან ძალიან გრძელი გვირაბებია გაყვანილი და ერთ–ერთი უჯარმაშიც გადის, თუმცა გასასვლელი მიწითაა ამოვსებული და ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა.
მონასტერში მდიდარი ბიბლიოთეკა არსებობდა, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე წიგნია შემორჩენილი, რომელიც თბილისშია დაცული.

საინტერესოა ტაძრის გალავანიც. იმ დროს საქართველოში თავდაცვის ნაგებობები ძალზედ საჭირო იყო, ამიტომაა ის ასე დაბალი კედლებით ნაშენი. სწორედ აქედან ებრძოდნენ მტერს. გალავანში ორ, სამ და ოთხსართულიანი 5 კოშკია ჩაშენებული. აქედან 4 ნახევრად მრგვალი ფორმისაა, მე–5 კი კუთხოვანია. სოფელს ნინოწმინდა მე–5 საუკუნეში დაერქვა. ზოგი ისტორიკოსის ვარაუდით, წმიდა ნინო სწორედ აქაა დასაფლავებული, თუმცა დღეს წმიდანის საფლავის მოსალოცად ყველა ბოდბის წმ. ნინოს ტაძარში დადის.

სოფელ ბოდბეში წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ის 1889 წელს გაიხსნა. აქ არსებობდა ხელსაქმისა და სამხატვრო სკოლა. გადმოცემის თანახმად, ბოდბის ტაძარი წმ. ნინოს საფლავზეა აგებული. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამნავიანი ბაზილიკა. სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX საუკუნეებში მიიღო. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.

ბოდბეში აგებულ თავდაპირველ ეკლესიას ჩვენამდე არ მოუღწევია. მოგვიანებით აქ ახალი ტაძარი აიგო, რომელმაც მრავალჯერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე.

მონასტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში წმ. ნინოს წყარო მდებარეობს. ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. მომლოცველები ამ წყალში სპეციალური პერანგებით განიბანებიან, რის შედეგადაც არაერთი სნეული ადამიანი განკურნებულა.

წყაროსთან წმიდა ნინოს მშობლების – წმიდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესიაა აშენებული.
ტურები კვლავაც გრძელდება სხვადასხვა წმიდა ადგილის მოსალოცად, რაც ძალიან დიდი მადლის მიღების საუკეთესო საშუალებაა.

ანა შეშაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • თამარი says:

    gamarjoba dzalian gtxovt ikneb mitxrat shemdegi momlocvelobitii turii sad igegmeba da sad sheileba shemdgom biletebis ageba?chems meilze tu shedlzbt momcerot didad madlobeli viknebii.pativiscemit tkveni jurnalis aktiuri mkitxveli tamari.gldanis wm.giorgis saxelobis mrevli.veli tqvengan pasuxs.

  • თამარი says:

    ძალიან მიხარია რომ ასეთი ტურები ტარდება მაგრამ გული დამწყდა რომ გვიან შევიტყვე ახლა კი იმედს ვიტოვებ შემდეგ ტურზე მეც თქვენთან ერთად ვიქნები.

  • გიორგი (სხვა) says:

    როგორც ვიცი შემდეგი ტური იგეგმება 24 ივლისს და იქნება მოლოცვა, საფარა-ზარზმის მონასტრებისა.

  • ლია says:

    კარგია ეს ტურები,რომ ტარდება.საუბედუროდ მე ვერ სჰევდზლებ წამოსვლას,მაგრამ მიხარია,რომ ხალხი დადის.მოილოცეტ ცჰემს მაგივრადაც..გჰმერტი სჰეგეწიოტ … ამინ. ისე ბოდბესჰი მეცა ვარ ნამყოფი და წყალსჰიც ვიბანავე,ტუ რწმენიტ არ იბანავე და ლოცვა არა სტქვი ისე არ გისჰველის.ბედნიერი დრო გაატარეტ.ამინ

  • ეკა says:

    გამარჯობათ. მეც მაინტერესებს შემდეგი მომლოცველთა ტური სად იგეგმება,სად შეიძლება ბილეთის შეძენა და შეიძლება თუ არა მეც და ჩემი მეუღლეც შემოგიერთდეთ, (დიდი სურვილი გვაქვს ბოდბეში გამგზავრების მოსალოცად). პატივისცემით ეკა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი