21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურამირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მირზაანში მხატვარ ნიკო ფიროსმანის საცხოვრებელი სახლის სრული რესტავრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისას მხატვრის საცხოვრებელი გარემოს რეექსპონირება მოხდება.

ფიროსმანის სახლი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით დაგეგმილია ფოროსმანის ორი ნამუშვერის – “მწოლიარე ქართველი ქალის” და “თამარ მეფის პორტრეტის” რესტავრაცია, რომელიც შემოდგომაზე ფოროსმანის 150 წლის იუბილეზე გამოიფინება.

მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ყოველწლიურად, ეტაპობრივად ხორციელდება.

2009 წელს 17 წლიანი სიბნელის შემდეგ, მუზეუმში პირველად მოწესრიგდა ელექტროენერგიის პროებლემა, წყლისა და გაზის გაყვანილობა. მუზეუმი ახლიდან გადაიხურა და გასულ წელს მთლინად განახლდა მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე.

წელსვე მუზეუმის ტერიტორიაზე დამთვალიერებლისთვის მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. მირზაანი მოსალოდნელზე მეტად ლამაზი და მომხიბვლელია. თუ გსურთ ფიროსმანის სუნთქვას ჩაწვდეთ მირზაანის ჰაერი უნდა ჩაისუნთქოთ. მას სიტყვით ვერ გადმოვცემ ის უნდა ნახოთ წლის ოთხივე დროს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები