13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობამირონი - საეკლესიო ტერმინთა განმარტება

მირონი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

მირონი წმინდა მირონი ეკლესიის ავტოკეფალობის ერთ-ერთი ნიშანია. მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ოთხშაბათს და 3 დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის დროს. საქართველოში მირონს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში.

სიტყვა მირონი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

1) მცენარეული სურნელოვანი ზეთი, იხმარება ქრისტიანულ ეკლესიაში ნათლობის შემდეგ მირონცხების დროს, ტაძრისა და ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევისას. გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში ამ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აიგო. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმეველი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა).

2) ხატებიდან და წმინდანთა უხრწნელი ნაწილებიდან მომდინარე, სასწაულებრივი ძალის მქონე სურნელოვანი ნივთიერება.

სიტყვა მირონიდან მომდინარეობს – მირონცხება. მირონცხება – ქრისტიანული სარწმუნოების ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, ნათლობის შემდეგ სრულდება. მირონის ცხებისას ადამიანზე გადმოდის სულიწმიდა და ხდება მისი გაეკლესიურება, შემოდის ეკლესიის წიაღში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები