მთავარიკონკურსიმირანდა ჯაჭვლიანი - "ჩემი სკოლა" - სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. მულახის საჯარო...

მირანდა ჯაჭვლიანი – “ჩემი სკოლა” – სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. მულახის საჯარო სკოლა

როგორც ცნობილია, სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა საქართველოს რაიონებსა და კუთხეებს შორის, რომელიც ყველაზე კარგად და გენიალურად აღნიშნა და დაადასტურა ამჟამად წმინდად შერაცხულმა დიდმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ილია ჭავაჭავაძემ, მირანდა ჯაჭვლიანი მან თქვა “თუ სვანეთი არ გინახავს, საქართველო არ გინახავს”, “თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთ”. ზემო სვანეთის სოფლებს შორის ერთ-ერთი სოფლის შესახებაც შეიძლება დიდი მწერლის სიტყვების განმეორება: “ვისაც მულახი არ უნახავს, მას არ უნახავს სვანეთი”. დიახ, მესტიის რაიონის სოფლებს შორის უდიდესი და ულამაზესია სოფელი მულახი, რომელიც მდებარეობს მდინარე მულხურას თვალწარმტაც ხეობაში. მულახს აღმოსავლეთით თავზე დაჰყურებს ცენტრალური კავკასიონის მწვერვალებს შორის ულამაზესი მწვერვალი, მწვერვალთა დედოფლად წოდებული თეთრი “თეთნულდი”. “მულახის” შემადგენლობაში შედის ათი უბანი, ამ უბანთა შორის შუა ადგილზე მდებარეობს „ჭოლაშად“ წოდებული უბანი, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა ამ სოფლის ცენტრს. აქ მდებარეობდა სოფლის სოფლის საბჭო, გამგეობა და რაც მთავარია საშუალო სკოლა, რომელიც დღეს საჯარო სკოლის სტატუსს ატარებს.

მეამაყება, რომ ვარ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლე, რადგან ეს სკოლა ძლიერ ფესვებსა და ტრადიციებზე დგას. მულახში სკოლა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არსებობს. გორის სემინარიის კურსდამთავრებულს გიორგი გუჯეჯიანს მოუსურვებია სკოლის გახსნა და განცხადება შეუტანია ამის თაობაზე ქუთაისის გუბერნატორთან, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიუყვანია. გიორგი გუჯეჯიანის დაწყებული საქმე გაუგრძელებია სვანეთში ერთ-ერთ პირველ პედაგოგსა და განმანათლებელს გაბრიელ სვიმონის ძე ნიჟარაძეს. მას ამ საქმიანობაში გვერდში ამოუდგნენ მულახის მამასახლისი ბიმუ გუჯეჯიანი და მღვდელი გიორგი მარგიანი. ამ უხუცესთა რჩევითა და გაბრიელის სურვილით მულახის ტერიტორიული განფენილობის გამო „ჭოლაშში“ გადაწყვიტეს სკოლისთვის ახალი შენობის დადგმა 1890 წელს.

1891 აშენდა სკოლის პირველი შენობა. სასკოლო შენობაში გადმოსვლამდე პირველი სასწავლო ინვენტარი იყო დაფა, ცარცი, გრძელი სკამები.

სკოლა გათვალისწინებული იყო ვაჟთა ორი და ქალთა სამი განყოფილებისათვის. წერა-კითხვასთან ერთად ისწავლებოდა ლოცვები და ფსალმუნები,ბოლოს მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია და გეოგრაფია, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე. მომდევნო წელს ქალთა კორპუსიც აშენდა. აქ ქალებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ- ქსოვას, ქარგვას, კერვას და სხვ. პირველ ხანებში ქალთა და ვაჟთა მხოლოდ თითო კლასი ყოფილა, რადგან სკოლაში ბავშვების შეყვანაზე ბევრი მშობელი იკავებდა თავს. ამის მიზეზი სიდუხჭირეც იყო, მოუცლელობაც და იმის შიშიც, რომ ბარში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში შინ ყველა არ ბრუნდებოდა, იქ რჩებოდა და აგრძელებდა ცხოვრებას. მირანდა ჯაჭვლიანი ამის მიუხედავად სამ-ოთხ წელიწადში მთლიანად დაკომპლექტდა განყოფილებები, მე-3 ან მე-4 კლასში ქალებსა და ვაჟებს აერთიანებდნენ. სანამ ქალთა და ვაჟთა თითო კლასი შეიქმნებოდა გაბრიელ მასწავლებელი ერთად ასწავლიდა ორივეს. პირველ ორ წელიწადს ქალები თითო ოროლა ყოფილან, მათ სწავლაზე სვანეთში უფრო იკავებდნენ თავს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე აღნიშნული სკოლა შრომის სკოლად გადაკეთდა. გააერთიანეს ქალთა და ვაჟთა კლასები. სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს საღვთო სჯული. სწავლა გახდა სავალდებულო და უფასო.

დაახლოებით 1930 წელს გადააქციეს გლეხთა ახალგაზრდობის 8 წლიან სკოლად. გაიზარდა მასწავლებელთა კონტიგენტი. 1939 ან 1940 წელს საშუალო სკოლად გადაკეთდა.

სასკოლო ოთახების უკმარისობის გამო 70-იან წლებში სკოლის ეზოში აშენდა დიდი სამსართულიანი სასკოლო შენობა. ამ სკოლაში მიიღო დაწყებითი განათლება ჩვენი კუთხის ყვველაზე სახელგანთქმულმა მოღვაწემ, საბჭოთა კავშირის სამამულო ომის გმირმა, იაროსლავ კონსტანტინეს ძე იოსელიანმა, რომლის სახელიც მიენიჭა მულახის საშუალო სკოლას, ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ. იორასლავ იოსელიანი იყო ლეგენდარული მეზღვაური, ფაშისტების რისხვა, წყალქვეშა ნავის მეთაური, რომელმაც სამშობლოს დასაცავად მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა, რის გამოც საბჭოთა ჯარების უმაღლესმა სარდლობამ მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა. ზემო სვანეთის მოსახლეობამ ფული შეაგროვა და პატივისცემის ნიშნად გმირს უყიდეს წყალქვეშა ნავი, რომელსაც დაარქვეს „საბჭოთა სვანეთი“.

სამწუხაროდ, ამ ლეგენდარული გმირის სახელწოდება მოეხსნა მულახის საშუალო სკოლას და მიენიჭა შემდეგი სტატუსი – სსიპ. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა. სასურველია სკოლას თუ დაუბრუნდება იაროსლავ იოსელიანის სახელი. მულახის საჯარო სკოლას გარდა იმისა, რომ დიდი ისტორია აქვს, გამოირჩევა თავისი მყარი ნაშენობით, მოხდენილი კონსტრუქციით, რომელიც ბუნებრივად ერწყმის გარემოს. სკოლას ალამაზებს მოვლილი და ფართოდ გაშლილი ეზო. მეამაყება, რომ მყავს საუკეთესო სერთიფიცირებული და დამსახურებული მასწავლებლები. ჩემმა სკოლამ შემძინა განათლება და საუკეთსო მეგობრები.

სასურველია სკოლაში თუ განახლდება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას თანამედროვე მეთოდოლოგიებით და მოსწავლეებში გაარღმავებს აღნიშნული საგნების სწავლებას.

ვისურვებდი ჩვენს სკოლაში გარემონტდეს სპორტული დარბაზიც და აღიჭურვოს მრავალფეროვანი სპორტული ინვენტარით, გაკეთდეს თანამედროვე მინი- მოედანი. სპორტული დარბაზის მოწყობა მოსწავლეებში გააღვივებს სურვილს დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრებით, რომელიც ასე აკლია დღევანდელ ახალგაზრდობას. სამწუხაროდ, კომპიუტერმა და ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეამცირა ფიზიკური აქტივობების როლი ახალგაზრდების ცხოვრებაში. სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას.

მულახის საჯარო სკოლამ საქართველოს აღუზარდა მრავალი ღირსეული პიროვნება.მ ე მწამს და მჯერა, რომ ჩვენი სკოლის კედლებში კვლავ არაერთი ადამიანი აღიზრდება, რომლებიც თავიან სიტყვას იტყვიან ჩვენის ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

მირანდა ჯაჭვლიანი
XII კლასი
18 წლის

5 COMMENTS

  1. მადლობა მირანდა ამ სტატიისთვის. მეც მჯერა ,,რომ ჩვენი სკოლის კედლებში კვლავ არაერთი ადამიანი აღიზრდება, რომლებიც თავიან სიტყვას იტყვიან ჩვენის ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში”.

  2. “თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთ”.ულამაზესია ჩემი დედულეთი..მულახი..რაც შეეხება სკოლას,დღემდე მომყვება მულახის სკოლის პედაგოგების სითბო,რომელიც სულ მცირე დროში (ერთი თვე) მათგან მივიღე..

  3. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეთ ჩემზე სვანებო, ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით, ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარია ის ერთი წელი, რომელიც თქვენთან გავატარე, უდიდესი სითბო და სიყვარული მაჩუქეთ, ვამაყობ თქვენ რომ გაგიცანით, ეს სკოლა ის ადგილია სადაც ფეხი ავიდგი როგორც მასწავლებელმა და ამაში ძალიან დამეხმარეთ. ღმერთმა გაგახაროთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები