მთავარიქრისტიანობა"მინდა მოძღვართან მისვლა, მაგრამ მერიდება..." - რატომ ხდება ასე?

“მინდა მოძღვართან მისვლა, მაგრამ მერიდება…” – რატომ ხდება ასე?

ალბათ ხშირად გვსმენია გარშემომყოფებისგან, რომ სურთ ეკლესიაში მისვლა, მოძღვრის აყვანა და გულწრფელი აღსარების თქმა, ან უბრალოდ აქვთ სურვილი რაიმე კითხვით მიმართონ მოძღვარს. მამა გიორგი თუმცა, ამ ნაჯიბის გადადგმისგან თავს იკავებენ, მიზეზად კი მორიდებას ასახელებენ. რატომ ხდება ასე? ამ კითხვით თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ გიორგი თიკანაშვილს მივმართეთ:

“ამგვარი მორიდების უკან ეშმაკი დგას. ადამიანის დაბადების დღიდან ეშმაკი ცდილობს ცუდი შეამთხვიოს. ხოლო, როდესაც ინათლება, მას მფარველი ანგელოზი ედგინება. ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეშმაკი სხვადასხვა ცოდვის ჩადენისკენ უბიძგებს. მფარველი ანგელოზი კი არიგებს, რომ არ შეიძლება მისი გაკეთება… თუ ადამიანმა ეშმაკის ნაკარნახევი შეასრულა, იგი თავის ქარტიაში წერს ყველა იმ ცოდვას, რაც ადამიანმა მისი კარნახით შეასრულა, ანგელოზი კი ცალკე იწერს, ადამიანი რამდენ ცდუნებას უძლებს, რა სიკეთეს გაუკეთებს მოყვასს და რამდენ შეურაცხყოფას დაითმენს სხვისგან.

ადამიანს ერიდება, რომ იგი მოვიდეს მოძღვართან, თქვას გულწრფელი აღსარება და მოინანიოს ცოდვები. ეს ეშმაკისგან მოდის. იმ ადამიანებს, ვინც მოძღვართან პირადად საუბრის მორიდების გამო, თავს იკავებს ეკლესიაში მოსვლისგან, ვურჩევ, ნუ მოერიდებათ სასულიერო პირების. ეს იგივეა, რომ ავადმყოფი სენისგან იღუპებოდეს და ექიმთან არ მიდიოდეს. იმ ექიმთან, რომელსაც შეუძლია მის ჭრილობებს და წყლულებს მალამო დაადოს და განკურნოს. ასევე, მოძღვარს შეუძლია თქვენი ცოდვებისგან განკურნება, თუ თქვენ შეასრულებთ მის მიერ მოცემულ კურთხევას და თქვენს ცოდვებთან ბრძოლის წესებს.

მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც გამოუცდია ცოდვებთან ბრძოლის სიმძიმე და თვითონაც ჩუდენია უამრავი ცოდვა. მით უმეტეს, კომუნისტების ბატონობის შედეგად, როდესაც იკრძალებოდა წირვა-ლოცვებზე დასწრება და მრევლისთვის სასულიერო განათლების მიღება.

ყოველი ცოდვის ინიციატორი ეშმაკია და როდესაც ჩვენ აღსარებას ვამბობთ, ამით ჩვენ ვამხელთ ეშმაკსაც, რომელმაც ამა თუ იმ ცოდვის ჩადენა გვიკარნახა და ვამხელთ საკუთარ თავსაც, როგორც ეშმაკის ნაკარნახევის შემსრულებელს და ანგელოზის და სინდისის ნაკარნახევის არშემსრულებელს. ყოველ მოძღვარს უხარია, როდესაც მრევლი გულწრფელად ინანიებს ცოდვებს და ცხონების გზას დაადგება და თუ ცხონდა, ეს მოძღვარსაც მადლში ეწერება. აი, ამიტომ ერიდებათ მოძღვართან მისვლის.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები