21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიქრისტიანობამიცვალებულთა ხსენებისთვის

მიცვალებულთა ხსენებისთვის

მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულთა ხსენებას წელიწადში რამდენჯერმე განსაკუთრებულად აღნიშნავს. საუკუნითგან გარდაცვლილთა ხსენება აღინიშნება – „ხორციელის შაბათს“, დიდი მარხვის II, III და IV შაბათს და „სულის შაბათს“ (სულთმოფენობის წინა დღეს). გარდა ამისა, ყოველი შაბათი დღე, ყველა წმინდანის ხსენებასთან ერთად, მიცვალებულთა მოხსენებასთანაც არის დაკავშირებული.

წმინდა მამათა სწავლებით: „აღესრულების ხსენებაჲცა შესვენებულთაჲ ღმრთისა მიმართ და მეუფისა სულთა და ხორცთაჲსა, რომელსა აქუს ხელმწიფებაჲ ცხოველთა და მკუდართაჲ, და უფლებაჲ ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. და შესწირავს მღდელი ვედრებასა, რაჲთა მისცეს შესვენებულთა მათ შენდობაჲ ცოდვათა მადლითა და წყალობითა სახიერებისა მისისაჲთა, და გურწამს, ვითარმედ შეიწირავს ტკბილი იგი ლოცვათა მათ, და აღგვისრულებს ლოცვათა ჩუენთა და ვედრებათა ჩუენთა დიდისა მის წყალობისა მისისათვის…

რამეთუ თვით იგი ქრისტე აღდგა მკუდართაგან და დასაბამ და პირმშო დაძინებულთა ქმნილმან ყოველთა გზა უყო აღდგომაჲ მკუდრეთით, და უკუდავითა და სანატრელითა ცხოვრებითა განისვენებს სასოებითა აღდგომისა მისისაჲთა დაძიენებულთა, და მოუწოდს წინაჲსწარმეტყველთა და მოციქულთა თანა და მოწამეთა და მღდელმთავართა სულსა ქრისტიანეთასა შესვლად მართალთა თანა და დასაყდრებად აბრაჰამის და ისაკის და იაკობის თანა საიდუმლოსაზედა ტრაპეზსა ქრისტეს მეუფისასა“.

მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები