13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობამიცვალებულთა საფლავებზე სააღდგომო გასვლასთან დაკავშირებით

მიცვალებულთა საფლავებზე სააღდგომო გასვლასთან დაკავშირებით

ორიოდე სიტყვა დღევანდელ ტრადიციაზე, რომელიც მიცვალებულთა საფლავებზე სააღდგომო გასვლას უკავშირდება.

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: “აღდგომა ყოველთა დღესასწაულია, ცოცხალთა და გარდასულთა. უპირველესი ხარება ქვეყნად მცხოვრებთ ეკუთვნის, მას მერე – მიცვალებულებს. დღეს ხალხში არსებობს არასწორი წესი საფლავზე გასვლისა. რას უკავშირდება და საიდან მოდის ეს “ტრადიცია”?

ათეისტური ტერორის პერიოდის ხანაში ადამიანებს აღდგომის ურთიერთმილოცვის საშუალება აღარ ჰქონდათ, იმდენად მცირე სახე იყო, ფაქტობრივად, არ ჩანდა. მოზღვავებული დაბეზრების ფონზე ადამიანები რელიგიური ნიშნის გამოხატვას ერიდებოდნენ, თუმც გულში დაბუდებული სურვილი ფეთქავდა. იმ ავბედით ხანას ვინც სათქმელს გაიზიარებდა და (მწარე ირონია) ვინც გამცემელი არ იქნებოდა, ეს მიცვალებულნი იყვნენ. ამიტომ მორწმუნეს სხვა არა დარჩენოდა და აღდგომა დღეს სასაფლაოზე მიეშურებოდა.

რელიგიის რეაბილიტაციის შემდეგ ყველას საშუალება მიეცა, რომ ეს გრძნობა მართებულად ლიტურგიაზე მისვლით დაეკმაყოფილებინა, თუმც უკვე ფორმირებული პრობლემა გაჩნდა: ხალხი საფლავზე გასვლას მიჩვეოდა და ამით აღდგომის დღესასწაულის სახე დაკნინდა. ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, რადგან ხალხის წარმოსახვაში აღდგომა მიცვალებულთა ხსენებას დაუკავშირდა. ჯერ კიდევ სარწმუნოებისადმი გაუცხოებულ გარდამავალ პერიოდში მეტად რთული აღმოჩნდა ხალხისთვის მიცვალებულთა მსახურების მართებული წესის მიწოდება. ამიტომ, საქართველოს ეკლესია, კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, მიდის დაშვებაზე და იმ პირობით რომ ხალხი ზედ აღდგომას საფლავზე არ გასულიყო, მეორე დღე-ორშაბათი იქნა შეთავაზებული.

განვლო დრომ, დღეს საზოგადოება სარწმუნოებაში წინარე პერიოდთან შეფარდებით განისწავლა, ამიტომ საჭიროა მართებული წესის აღდგენა.

წლიური ლიტურგიული კალენდრის მიხედვით, სააღდგომო პერიოდში მათი მოხსენება-საფლავთა კურთხევა აღესრულება აღდგომიდან მე-9 დღეს! თომას კვირის სამშაბათს! მიღებული ცოდნის ფონზე აღარ გაგვემართლება აღდგომის დღესასწაულზე, მის ტოლ ბრწყინვალე შვიდეულში მიცვალებულთა საჯარო მსახურების აღნიშვნა. რაც მოცემული დღესასწაულის-აღდგომის დაკნინება-დამახინჯებას იწვევს.

ქრისტე აღსდგა!”

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. “ქრისტე აღსდგა” კი არა ქრისტე აღდგა! ჯერ ქართულად წერა ისწავლეთ და მერე ასწავლეთ ვინ როგორ მოიგცეს! არც ის იცით, რომ საფლავზე გასვლით აღდგომის დღესასწაულის დაკნინება ვერანაირად ვერ მოხდება

    • უპირველესად ზრდილობა იქონიე. მეორეც ფრიად მცოდნევ თვით გიორგი მთაწმიდელის სახარების რედაქციაში იმდენ ნიმუშს ნახავთ აღდგა და აღსდგა რომ არც დაგესიზმრებათ. ზრდილობას როცა ისწავლით მერე ისაუბრეთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები