მთავარიქრისტიანობამიცვალებულთა მოხსენიება წირვა-ლოცვის დროს

მიცვალებულთა მოხსენიება წირვა-ლოცვის დროს

მეტად მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება წირვის დროს. წირვის დაწყებამდე დილით ან წინა საღამოს ეკლესიაში უნდა შევიძინოთ საგანებოდ გამომცხვარი მცირე ზომის პური – სეფისკვერი; შემდეგ მოსახსენიებელი ფურცლის თავზე დავწეროთ „გარდაცვლილნი“ და ჩამოვწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები.

ტრადიციულად, მიცვალებულისათვის შევიძენთ ხოლმე ჯვრის გამოსახულებიან, ხოლო ცოცხალი ადამიანის მოსახსენიებლად – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულებიან სეფისკვერს (ერთი სეფისკვერი შეიძლება შეიგზავნოს ერთი ან რამდენიმე ადამიანისათვის). სეფისკვერსა და მოსახსენიებელ ფურცელს დავტოვებთ შესაბამის ადგილზე, საიდანაც მნათე (სტიქაროსანი) შეიტანს საკურთხეველში. მღვდელი წირვის დროს ამ სეფისკვერიდან მოხსენიებულთა სახელებზე ლახვრით ამოკვეთს მცირე ზომის ნაწილებს, შეწირავს მსხვერპლად და წირვის ბოლოს ჩაუშვებს წმ. ბარძიმში.

მიცვალებულთა მოხსენიება ხდება აგრეთვე ბარძიმ-ფეშხუმის გამობრძანებისას – წირვის დროს, დიდი შესვლისას (ახალგარდაცვლილთათვის; დაბადების ან გარდაცვალების ღღეებში და ა.შ. აქვე აღსანიშნავია, რომ ბარძიმში ხდება ასევე ცოცხალთა მოხსენიებაც, მაგ. უძლურებაში, პატიმრობაში, უცხოობაში მყოფთათვის და სხვ.).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები