მთავარიქრისტიანობამიცვალებულთა მოხსენიება დიდ მარხვაში

მიცვალებულთა მოხსენიება დიდ მარხვაში

დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბთს არის მიცვალებულთა ხსენების დღეები და ამ დღეებში ტაძრებში ტარდება მათი სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.

მიცვალებულთა საყოველთაო, საზოგადო მოხსენიება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს დაწესებულია შემდეგი მიზეზით: დიდი მარხვის დროს მოხსენიება ყოველდღიურად ვერ ხერხდება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, რადგან მოხსენიება დაკავშირებულია საღმრთო ლიტურგიასთან, რომელიც დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათს და კვირას ტარდება. ამიტომ დაწესებულია გაძლიერებული მოხსენიება დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.

საკურთხი მიცვალებულთა სახელზე ამ დღეებში სამარხვო კერძებით მზადდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები