მთავარი » ქრისტიანობა

მიცვალებულთა მოსახსენიებელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2020 | 1,507 ნახვა

მიცვალებულთა მოსახსენებელში, რომელსაც ეკლესიის საკურთხეველში შევგზავნით, იმ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ახლობელნი და ძვირფასნი არიან: მშობლები, ნათესავ-მეგობრები და ა.შ.

გარდაცვლილთათვის ისევე უნდა ვილოცოთ, როგორც ცოცხლებისთვის ვლოცულობთ. უნდა ვილოცოთ არა მხოლოდ ახლო ნათესავების სულებისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც ოდესმე რაიმე სიკეთე გაგვიკეთა, შეგვეწია, ასევე იმათთვისაც, ვინც ჩვენი არაკეთილმოსურნე იყო. გარდაცვლილნი, თუმცა ფიზიკურად განგვეშორნენ და სხეულით მიწაში იმყოფებიან, მათი სულები უფალთან სუფევენ და ჩვენთვის უხილავ, შეუცნობ სულიერ ცხოვრებას აგრძელებენ (რა თქმა უნდა, ის გარდაცვლილნი, რომელნიც მართალი ცხოვრებით, ქრისტეს რწმენით აღესრულნენ), ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „…არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლუკ. 20, 38). ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი გარდაცვლილი წინაპრები, რომელთა სახელები ხშირად არც კი ვიცით, ჩვენთვის, თავიანთი შთამომავლებისათვის ლოცულობენ. ჩვენ, ცოცხალნი, მათთან ერთად ერთ ეკლესიას, ერთ სხეულს შევადგენთ, რომელსაც ერთი თავი – ერთი წინამძღოლი ჰყავს – უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „…ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს“ (რომ. 14, 9).

ჩვენი კავშირი გარდაცვლილებთან განსაკუთრებულად მათთვის აღვლენილი მხურვალე ლოცვისას იგრძნობა. მლოცველი ადამიანის სულზე ის განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს, და თვალნათლივ უჩვენებს იმ ერთობას, რომელიც სულთა შორის არსებობს, ამ ქვეყნის მკვიდრნი იქნებიან ისინი თუ გარდაცვლილნი.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი