მთავარიქრისტიანობამეუფე სპირიდონის ქადაგება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

მეუფე სპირიდონის ქადაგება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გთავაზობთ სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ქადაგებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

მეუფე სპირიდონი “რაც ჩვენ ვიხილეთ საშინელებაა, ასეთ რამეს საბჭოთა მოხელეებიც კი არ აკეთებდნენ, ამის ჩამდენთ არ აქვთ შენდობა სანამ გულწრფელი ცრემლით არ მოინანიებენ ჩადენილ დანაშაულს.

როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა ასეთ რამეზე თვალი დახუჭოს, ეს არის სიბილწე, გათახსირება და თავის მოჭრა საკუთარი ქვეყნისა.

და საიდან მოდის ეს ყველაფერი? ვინც უკვეთავს? ვინც აფინანსებს ხალხს, პოლიტიკოსებს და მთავრობას. მაგალითად, როდესაც არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლების ე.წ. “აღლუმი” გაიმართა, ხალხმა და სასულიერო პირებმა პროტესტი განაცხადეს და უცბად სოკოებივით ამოვიდნენ: ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, ჰოლანდიის ელჩები და თქვეს, როგორ შეიძლება ამგვარი მსვლელობის ხელის შეშლაო. სწორედ ისინი არიან ამ ყველაფრის სათავე და სატანური ავტორი.

ასეთი რამის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, საერთოდ როგორ ბედავენ და საჯაროდ როგორღა გამოდიან, წესით მთელი მთავრობა უპირობოდ უნდა გადადგეს. თუ, რა თქმა უნდა, ნამუსი აქვთ. როგორ უნდა შეხედონ ხალხს თვალებში და ამოიღონ ხმა, როდესაც ქვეყანაში ასეთი რამ ხდება.

ისინი თავს ვერ გაიმართლებენ, რომ ვითომდა არ ვიცოდითო, რა არ იცოდენ როცა პატრიარქი ყოველთვის აფრთხილებდა ამბიონიდან, ნუ აკეთებთ სიბილწეს და ნუ ტანჯვთ პატიმრებსო.

ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ გვიქადაგებენ დემოკრატიას, ამათი გაგებით გარყვნილება დემოკრატიაა, სოდომური ცოდვის მიმდევრობა, ხალხის ლანძღვა და ცილისწამება დემოკრატიაა. შეიძლება ქვეყნის ხელისუფლების მეთაურები გარყვნილებას სჩადიოდნენ სახალხოდ?! ეს არის დემოკრატია?!

ამიტომ, ლოცვითა და მარხვით უნდა ვებრძოლოდ ამ უმსგავსობას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი ტრადიცია დამყარდა: იმართება მიტინგები, სოციალურ ქსელებში და ყველგან ტრასნფარანტებზე და პლაკატებზე საზიზღარი ლანძღვა გინება და ბილწსიტყვაობაა. ეს თითქმის იგივე ცოდვაა რასაც შენ ებრძვი.

ჩვენ არ უნდა მივბაძოთ სხვებს, ჩვენ არ ვცხოვრობთ ინგლისში, საფრანგეთსა და ამერიკაში იმათგან ღმერთი უკვე ზურგით არის შებრუნებული და მათი მოქცევის იმედი აღარ არსებობს.

ქვეყანა სადაც მილიონობით სოდომისტის პარადი იმართება და ათასობით ტიტველი ქალი ქუჩაში გამოდის, აღარაფერი ეშველებათ.

ჩვენ ქვეყანასა და ხალხს არ აქვთ უფლება მიბაძონ მათ ქმედებებს, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ღვთისმშობელს უნდა. ვერ გაიხარებს ვერავინ ვინც ღვთისმშობლის მტრობას დაიწყებს თავისი საქციელით, ამას ჩვენ მალე ვნახავთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, დედა ღვთისმშობელმა დაგვიცვას დაგვიფაროს და გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. ამინ!”

3 COMMENTS

  1. გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა მეუფეო!

  2. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, დედა ღვთისმშობელმა დაგვიცვას დაგვიფაროს და გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. ამინ!” ამინ! უფალმა გააერთიანოს ერი და ბერი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები