მთავარი » სხვადასხვა

მეუფე იობი: “ID ბარათებზე სინოდის გადაწყვეტილება შეცვალეს!”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2012 | 18,578 ნახვა

მეუფე იობი ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ID ბარათებზე წმიდა სინოდის გადაწყვეტილება შეცვალეს.

“წმიდა სინოდის სხდომაზე ID ბარათებთან დაკავშირებით იყო დიდი კამათი, ბოლოს მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ოქმში შეეტანათ შემდეგი სიტყვები: ID ბარათში არ არის ეშმაკის ბეჭედი, თუმცა რადგან საზოგადოებაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, მოეთხოვოს მთავრობას, რომ გასცეს ალტერნატიული საბუთები. საღამოს კი ტექსტი შეცვალეს გადაკეთებულ ოქმში შეიტანეს შემდეგი სიტყვები: ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე შეიძლება მისი აღება. იქვე ამბობენ, რადგან ხალხში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მოეთხოვოს მთავრობას ალტერნატიული საბუთის გაცემა, თუ ეს შესაძლებელია.

ხელისუფლებას ეკლესიაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ხალხი არის დიდ გაუგებრობაში. მე მოგიწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ID ბარათები. ხელისუფლება ითვალისწინებს სექტანტების გადაწყვეტილებებს და ჩვენსას არა”- განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას. (08.07.2012)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მაია says:

    სხვა გზა ვისაც არ გვქონდა და ავიღეთ? იმათ რა ვქნათ? ხალხი ძალიან დაბნეულია,ზოგი ამბობს შეიძლება აღება,არანაირი სატანური არაა ამაშიო,ზოგი ამბობს არ გაზიარებთ და ყველანი წარწყმდებითო. ბოლომდე სათქმელს არ გვეუბნებიან,იმიტომ რომ შიდა დაპირისპირებებია,მთავრობა-ეკლესიაში და თავად ეკლესიის შიგნითაც. უბრალო ხალხმა რა გავაკეთოთ?! გადაჭრით,რომ არ აიღოთ,თორემ წარწყმდებით,გადაშენდებით და დაიღუპებით გვითხრან ბატონო,გამოგვიცხადოს პატრიარქის პრესსამსახურმა და ჩვენ მივხედავთ მერე ჩვენ საქმეს.თორემ ზოგი მოძღვარი ამას ამბობს,ზოგი იმას.მე პირადად ჩემს შვილს ავუღე,ძალიან მაწუხებს ეს საკითხი,გადაჭრით და სწორხაზოვნად კი არავინ არაფერს ამბობს.რომ არ აგვეღო ბარათი,ვერ ჩავაბარებდით ეროვნულ გამოცდებს,ძველს ვადა ამოეწურა.გვითხარით მაშინ,აღარ გჭირდებათ,საწავლა,მუშობა,პენსიის და ხელფასების აღება …….!!!

  • LLL says:

    ჩემა სულიერმა მოდძღვარმა კი აიღეთო,არაფერი ცუდი არაოო,მე ისევ პასპორტი და პირადობას კიდე 2017აქ ვადა და ჯერ არ მჭირდება

    • თქვენი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლოს მეუფევ სრულიად საქართველოს,იმედი და ბურჯი ხართ ქართული ეკლესიისა…ყოველთვის დამარცხებულა ქართული ეკლესიის მტერნი და ახლაც ასე იქნება,ვინც აიღეთ ეგ ბარათი შეინანეთ და სხვამ აღარ აიღოთ,ნუ მივცემთ ბოროტს ჩვენი დამარცხების საშუალებას,ისედაც დასნეულებულნი ვართ ცოდვებისაგან.

  • სალი says:

    ვეღარ გავიგე რა უნდა ვქნათ! ზოგი მამაო ამბობს აიღეთო, ზოგი ამბობს არ აიღოთო. ასეთი გადაუცყვეტელი რა გახდა! ჩვენც ხომ გაურკვევლობაში ვართ! თუკი დაჩიპვაზეა ლაპარაკი, ისედაც დაჩიპულები არ ვართ! აბა მობილურის სიმ ბარათები სხვა რაა თუ არა ჩიპი. სამ-სამი და ხუთ-ხუთი სიმ ბარათი რომ გვიდევს ჯიბეში. სახელფასო ბარათები ჩიპები არაა? ორივე მათგანზე იგივეა მონაცემები არაა დაფიქსირებული და იგივე სისტემით შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის მიგნება. მაშინ ესენიც უნდა იყოს აკრძალული. ვეღარ გავიგე რა გავაკეთო.

  • მირიანი says:

    სისულელეა სრული,როგორ უნდა დავუჯეროთ მეუფე იობს,მე არ მჯერა მისი. რა შუაშია მადლის დაკარგვა და ჩიპი? ჯერ გვაზიაროს მადლს და მერე თვითონ მივხვდებით რა არის სწორი და რა არა.

    • არჩილი says:

      შეიძლება ცდება, თუმცა სისულელეს მაინც ნუ დავუძახებთ. არასასულიერო პირის ნათვქმისთვისაც სისულელის დაძახება შეურაცყოფას ენატესავება და არასასურველია, და მითუმეტეს სასულიერო პირის მიმართ მორწმუნეებმა ჯობია არ გამოვხატოთ უპატივცემლობა.

      მადლსაც თავისით ვერ გვაზიარებს, ჩვენით უნდა ვეზიაროთ რამენაირად.

      დღეს გამოსავალია რომ ყველამ თავისი სულიერი მამის კურთხევით იმოქმედოს.

      • ხათო says:

        არჩილ მართალი ბრძანდებით და ერთსაც დავამატებ, ხალხო ილოცეთ ილოცეეეეეთ, განსაკუთრებით ხშირად თქვით იესოს ლოცვა, იმდენად ხშირად რომ გონება თავისით იმეორებდეს, ცდუნებებისგან სიბრძნე ვერ გვიხსნის იმდენად ბევრია უკვე, მხოლოდ ლოცვა და სიმშვიდე,არ დაგავიწყდეთ უფალმა რა ბრძანა ” რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”
        შეიძლება ისიც დაგწამონ ” არ შეიძლება ეხლა ეგეთი მშვიდი იყო” მაგრამ ეგეც ცდუნება იქნება…არ გამიგოთ ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე უბრალოდ მე რაც ვიცი ის გითხარით არჩევანი თქვენია.
        ლოცვა სიმშვიდე მოთმინება და ერთიანობა

    • ხათო says:

      მირიან მადლს როგორ უნდა ეზიარო როცა ადამიანს არ უნდა განიკითხავდე და მეუფე განიკითხე(თან საქვეყნოდ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს). თუ მისი არ გჯერა რა მადლს უნდა გაზიაროს ? თანაც მადლს მეუფემ კი არა ღმერთმა უნდა გაზიაროს.ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია და თავად უნდა გადაწყვიტოს რა შემთხვევაში როგორ მოიქცეს თორემ ეგ მართალია ზოგი რას იტყვის ზოგი რას თუ გინდ მოძღვარი და მითუმეტეს ამ დროს…ვისაც რა უნდა იმას ფიქრობს, აკეთებს, სჩადის, იქცევა და ა.შ.
      არადა ქრისტიანობა ერთიანობაა, რომელიც არ გაგვაჩნია, რომ გაგვაჩნდეს ესეთი დაბნეულები არ ვიქნებოდით.

  • vaxtangi says:

    es xalxi maocebs, tavi qristianebad moakvt da sasuliero piris natkvams sisuleles ucodeben. shiedzleba sacinaagmdego azri cota korektulad gamoixatos. mirian, tkvens sakuradgebod vambob :)

  • ხათუნა says:

    ეს მირიანი გაიტანეთ თორე სასტიკად შემომელანძღება,მიშას ფანი თუ ხარ ეკლესიას და პოლიტიკას მაინც ნუ აურევ რაა..თუ ეკლესიასთან ახლოს მაინც ჩაგივლია უნდა იცოდე მეუფეზე ეგრე არ ისაუბროო….

  • ლაშა says:

    Mაინც აგსრულდება რაც წერია და ამიტომაც სიბრდზნე გამოიცჰინეტ გააანალიზეტ და ვისაც გულოტ გინდატ აიგეტ. Mე პირადად საკმაოდ გრმად გამოვიკვლიე და მჯერა მეუფე იობის. Aსე რომ ქრისტეზეც ამბონდა ბევრი უფალია ეს ხჰვენი და არ აწამოტო მაგრამ მაონც აწამეს ეს უნდა აღსრულებულიყო. Dაახლოებიტ მსგავსი სიტუაციაა ახლაც ვისაც სიბრზნე აქვს გაიგოს გმერტი აუცილებლად კველას მისცემს ნისჰანს მტავარია ა rვ უგულებელყოტ ეს ნიშანი

  • tamuna says:

    ვაიმე ვერ გავიგე რა ვქნა რა..არადა ისე ვერაფერს აკეთებ პირადობა ყოველთვის საჭიროა..კარგი იქნებოდა საბოოლოოდ რომ დამთკიცებულიყო რომ არ შეილება და გასაგები იქნებოდა ყველასთვის…ვიცი რომ არ არის კარგი აიდი ბარათის გაკეთება მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს:(

  • გიორგი says:

    ქრისტიანს ჩემო სულიერო დანო და ძმანო,სულის წარწყმედასთან და ცოდვასთან შეურიგებლობა მართებს და მასთან სასტიკ ბრძოლაში ჩართვა. ამისათვის კი მუდმივი სულიერი სიფხიზლეა საჭირო. სულიერ სიფხიზლესაც და ცოდვასთან ბრძოლას კი ქრისტეს ეკლესია გვასწავლის. ამიტომ მათ სწავლებებს მივდიოთ წრფელად და გულდასმით და ჭეშმარიტ გზასაც ვიპოვით.

    ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩიპიანი პასპორტების აღება,რამდენადაც მახსოვს ადამიანისათვის ცოდვად არ აღქმულა. მას სულის წარწყმედის წინა პირობას უწოდებენ ჩვენი სულიერი მასწავლებლები, რომელსაც ანტი ქრისტე ჩვენს საწინააღმდეგოდ შეეცდება გამოყენებას.

    ესეიგი ჩვენ არა ცოდვასთან, არამედ სულიერ სიფხიზლესთან გვაქვს საქმე, ამიტომაცაა ეს აჟიოტაჟი გამოწვეული და სავსებით სწორედაცაა, ასეც უნდა იყოს, რომ ქრისტეს შვილებმა ყურადღება არ მოვადუნოთ საცთურების მიმართ და სულიერი ხედვა არ დავკარგოთ და არ წარვიწყმიდოთ სული.

    დამეთანხმებით, ყველა ერთი სიძლიერის და რწმენისა არ არის და ამიტომაც მოგვიწოდებენ წმ.მამები, რომ საერთოდ უმჯობესი იქნება გავერიდოთ ამ საცთურს და არ ვიგუოთ იგი, თორემ ამის შემდეგ მომავალი ეტაპი, რეალური ანტი ქრისტეს ბეჭდების დასმა რომ დაიწყება, შეიძლება უყოყმანოდ მოხდეს ადამიანისაგან მისი მიღება და თქვას, რომ მსგავსი საშუალება მას ხომ უკვე ქონდა და რა, ვერც ვერაფერი ავნო და ამან რაღა შეიძლება რომ უქნას, მითუმეტეს დღევანდელ განვითარებულ სამყაროშიო, რომელშიც ტექნოლოგიები ისეა განვითარებული რომ საშიშროება ფაქტიურად მინიმუმამდეა დასულიო.

    ამიტომ შემზადება ესაჭიროება ქრისტიანს უფრო მძიმე საცთურის გადასატანად.

    ასეთ დღეში რომ არ ავღმოჩნდეთ, ქრისტეს სამწყსოს რომ ცხვარი არ შეუცოტავდეს და ადამიანებმა ნებსით თუ უნებლიედ ღვთისხატება არ დაკარგონ, საჭიროა ლოცვა და მარხვა,გამუდმებული ზრუნვა სულის სიფხიზლეზე და სისპეტაკეზე, რაშიც ჩვენი წმ.ეკლესია გვეხმარება და ზრუნავს ჩვენი უდიდესი მონაპოვრის, ადამიანისათვის ღვთისგან ნაბოძები “არჩევანის უფლების” შენარჩუნებისათვის, ისევ და ისევ ჩვენთვის.

    ყველა ეკლესიის წინამძღვარმა უკეთ იცის თავის მრევლის სულიერი მდგომარეობა და რჩევა დარიგებებსაც (კურთხევას) შესაბამისს აძლევს სულიერ შვილებს, გვახსოვდეს ქრისტე სიტყვები: “ყურნი გექნებათ და ვერ გაიგონებთო,თვალნი გექნებათ და ვერ დაინახავთო”. ამაშია სწორედ საქმე, ასეთ დღეში რომ არ ჩავვარდეთ და ხვალ ჩვენი მომავალიც არ გაიწიროს წარსაწყმედელად, დღეს უნდა ვისაუბროდ და ვტეხდეთ განგაშს, რომ სიფხიზლე მთვლემარებაში არ გადაგვეზარდოს.

    დამეთანხმებით თუ რამხელა შრომას მოითხოვს სულის აღზრდა და წაფვა რწმენასა და სიმტკიცეში. სისხლის დათხევამდე უწევდა ქრისტიანს მთელი მისი ისტორიის მანძილზე ქრისტიანობის შენარჩუნება. დღეს საცთურმა უფრო იმატა და ტყუილმა მოიცვა სამყარო, ასე დაიშვა უფლისგან და ამას ვერ გავექცევით.

    ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ ხვალ ჩვენ როდესაც გავალთ ამ ქვეყნიდან, რას უტოვებთ ჩვენ შვილებს. თუ იმ სახარებისეულ ადამიანს დავემსგავსებით, რომელმაც თავის სახლი ქვიშაზე ააშენა, აღელვებული ტალღები (ქვეყნიერება, ყოფა, ცივილიზაცია)ძირს გამოაცლიან და დაანგრევენ, ხოლო თუ საძირკველს მაინც კლდეზე (მტკიცე რწმენაზე)აუგებთ, მაშინ როგორც უფალი ბრძანებს მათ “ბჭენი ჯოჯოხეთისანიც კი ვერას დააკლებენო”.

    გაბრიელ ბერის სიტყვები მახსენდება: “ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს”.

    “ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით”.

    “ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე”.

    “თუ საჭმელს მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ბეჭედს ისედაც მიიღებ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს და პურად გექმნებათ”.

    “ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამ, ვინც ნიშანი დაიდო”.

    როგორც ისევ და ისევ ბერი გაბრიელი იტყოდა ბოლო ჟამს ადამიანს სამი რამ იხსნისო: 1. სიკეთე – სამოთხის კარს გაგიღებს, 2. სიმდაბლე – შიგ შეგიყვანს, 3. სიყვარული – ღმერთს განახებსო.

    ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, ამინ!
    !!!!ჩვენთან არს ღმერთი!!!!

    მომიტევეთ დაუსრულებელი კომენტარისთვის.

    • ხათო says:

      გიორგი კარგად ლაპარაკობ, არც მინდოდა კიდევ დიდხანს დასრულებულიყო მაგრამ შენი ნებართვით ერთს ვიტყვი,
      ეს “საჭმელი” ხალხს რომ აშინებს და ამჟამად ასე რომ გამრავლდა და ყველა ჩასუქდა არაფერი იქნებოდა რომ არ გააჩნდეს ადამიანს შეგრძნების უნარი (ანუ არაფერი იქნებოდა კი არა არ მიაქცევდა ასე ყურადღებას და არ გადაყვებოდა თან)ერთერთი შეგრძნებაა შიმშილი რომელიც უბრალოდ არსობისთვის უნდა გაგვაჩნდეს და არა ჩასუქებისთვის.არადა ჩასუქება არღვევს ყველაფერს ადამიანში და მასზე არის ნათქვამი(და არა მარტო მასზე) “კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ”
      “საჭმელი” ” ჩასუქება ” ადამიანს ქრისტიანობას აკარგვინებს(ანუ ისეთ თვისებებს იძენს რაც ქრისტიანობისაგან შორს არის)
      დავით აღმაშენებელმა ასეთ ხალხზე თქვა ” ქართველი კაცი რა განძღეს და ჩასუქდეს იწყებს ზრახვად ბოროტისა”
      იესო ერთხელ ღებულობდა საჭმელს საღამოს სერობისას.
      იოანე ნათლისმცემელი ფოთლებით, ბალახებით და თივით იკვებებოდა.
      მარიამ მეგვიპტელი 45 წელი უდაბნოში რითი იკვებებოდა დღემდე არ იციან.
      სერაფიმე საროველი კვირაში ერთხელ ღებულობდა პურს და მერე იმასაც დათვს უთმობდა.
      ხორცს ასუქებენ მაგრამ სული საკვების გარეშე რჩება,მოდით სული ავივსოთ სულიერი საკვებით და ხორციც შევსებული იქნება.
      ასე რომ ვიყოთ ერთიანი,მშვიდნი, ვილოცოთ და თუ საჭმელი გაგვიჭირდა გავძლოთ ღმერთის სიყვარულით და უფალი შეგვეწევა ამინ

  • მირიანი says:

    ახალი ერესი,მწვალებლობა ყალიბდება ჩვენს დედაეკლესიაში და იმის მაგივრად რომ ვიფიქროთ რა გვქვია?ვინ არის ჩვენი ღმერთი და როგორია? ჩიპები გვაშინებს?დაფიქრდით ამაზე და ეძებეთ ჭესმარიტი ღმერთი–ღრმა და ერთი ასე განიმარტება ეტიმოლოგიურად. “განიცადეთ და იხილეთ რამეთუ ტკბილ არს უფალი”-33.ფსალმუნი. “შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ”.ჭესმარიტება ანუ სიმართლე.უფალი თითოეულის ჩვენთაგანის გულტან დგას და უცდის როდის შემოვუშვებთ და ნუ განვაგდებთ მას ჩვენი გულებიდან…

  • მირიანი says:

    ქრისტეანი გვქვია,ადამიანად მოსული ღმერთია იესო ქრისტე და ამბობს მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა.. აი ასეთია ჩვენი ღმერთი და ვეძებოთ და გავყვეთ მას …

  • მირიანი says:

    რაც შეეხება სასულიერო პირის მოხსენიებას გაიხსენეთ ქრისტე ვინებმა აცვეს ჯვარს და დაფიქრდით…

    • ხათო says:

      მირიან ქრისტე არაქრისტიანმა მდიდარმა მღვდელმთავრებმა აცვეს ჯვარს და არა მართლმადიდებლებმა მღვდლებმა…
      თუ ვინმე ტვინს გირევს გაეცალე და სხვა მონახე, ჩვენ ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ მოძღვარი, რატომ ირჩევ ბრმას ?
      იცი შენი კომენტარებში ხან ცუდს ამბობ ხან კარგს, ეს კი ძალიან ცუდია. გამოდის რომ ხან კარგი ხარ ხან ცუდი, ამაზე იოანე მოციქული ამბობს “ან ცხელი უნდა იყო ან ცივი, ჯობია ცხელი იყო ან ცივი ვიდრე ნელთბილი ვინაიდან ნელთბილს უფალი აღგვის პირისაგან მიწისა”
      მოკლედ ხან ქრისტიანულად ლაპარაკობ ხან არაქრისტიანულად,(ანუ განკითხვაზე,მითუმეტეს სასულიერო პირის,საშინელი ცოდვა არ არსებობს, მითუმეტეს ადამიანი რომელიც ამბობს რომ ქრისტიანია) გადაწყვიტე რომელი გინდა, ამჟამად ნეიტრალურად ლაპარაკობ და ნეიტრალური ხალხი არც განიკითხება მეორედ მოსვლას ისე დაიღუპებიან.
      უფალი ჩვენი იესო მაცხოვარი. მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნეთა, დიდისა განზრახვისა ანგელოზი საკვირველი ის არ იყო ხან ესეთი ხან ისეთი ის აწ და მარადის ერთნაირი იყო არის და იქნება.

  • მირიანი says:

    მადლს ჩვენ უნდა ვეძებდეთ და უნდა ვიბრძოდეთ მისი მოხვეჭისთვის მაგრამ სასულიერო პირიც უნდა დაგვეხმაროს ქრისტესმიერი სწავლებით და არა დაგვიმონოს და ტვინი აგვირიოს… ქრისტე ამბობს ბრმა ბრმას რომ გაჰყვება ორივე ორმოში ჩავარდებაო…

  • IKA says:

    ვაი თქვენ პატრონს ვინც მეუფე იობს აგინებთ სულ ყველა სატანისტები ხართ თქვენი დედები …..

    • ზურაბი says:

      მე რა მაინტერესებს ბატონებო და ქალბატონებო’чვენი პატივცემული მეუფეები ზოგი იძახის პატრიარქმა ასე ტქვაო და ზოგიც კი არა ასე თქვაო უდავოა ის რომა მეუფე იობი დიდი პიროვნებაა’;ამაზე არ გვინდა მარა სანამ ეკლესიას ყავს პატრიარქი მისი სიტყვა ყველაზე მისაგები ხალხისტვის შეიზლება მე არ ვიცი მარა ხომ ვერ მეტყვიტ უმცმინდესი რას იზახის ტვიტონ ამ საკიტხტან დაკავშირებით~ვარაუდები არ გვინდა.რეალურად ტუ იცით რამე/

  • mariami says:

    meupe iobi didi pirovnebaa,sasuliero piris danishnuleba sworedac rom xalxis gamopxizlebaa.sulieri mgvidzarebis sauketeso magalitia meupe iobi da me misi mjera.id barati ro winapirobaa antikristes bechdisa albat amaze sasulieri pirta 98% tanxmdeba,es aris momzadeba dachipvisa amitomac gvtis wyalobit tu movindomebt yvelaperi gamova,upali iset gansacdels ar mogvivlens ro ver gadavitanot misi shedzlebisdagvarad girseulad gadatana.patriarkis sityvebia”jami axlo ars.upali ukve tavis marjvniv da marcniv alagebs tavis shvilebs”es weria wignze :kacobrioba meored mosvlis molodinshi.

  • mariami says:

    s w a v l a gvtis wyalobit ukve s h e s a d z l e b e l i a u p i r a d o b o a d a m i a n e b i s t v i s a c.ganatlebis saministrom daushva purclebi romelsac mat mianiches dzala universitetshi chasabareblad rashic ki piradobaa sachiro.am purclit wina wels chairicxna ert_erti bavshvi.amito ar shegeshindet.misi ageba shegidzlia iusticiis saxlshi ,magram ganatlebis erovnul centrshi midit da isini getyvian zustad ra tipis purceli unda mogcen.

  • mariami says:

    sxva gza yoveltvis arsebobs,romelsac upali gapovninebs.gamosavali yoveltvis isetia romelic upaltan ar dagashorebs ,gansacdelebis sashualebit unda davuaxlovdet mas,viswavlot mindoba masze da ara pirikit.aba ra vkna?iseti adamianis sityvebia romelsac ar sjera uplis yovlisshemdzleobis.miendet upals,ilocet,gjerodet rom yoveltvis chvens gverditaa is,mtavaria es chven tviton vigrdznot.damijeret,dzalian kargad vici ra aris upiradobod arseboba ,da roca amis gamo problemebi mekmneba, mashin gansakutrebit vgrdznob mis siaxloves da nugeshs.”gmerts imas ki nu etyvit me didi problema makvs,problemas utxarit ,rom me didi gmerti myavs” “miendet mas da igi agasrulebs”

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი