მისაღებია თუ არა ID ბარათი? ამ საკითხზე თავისი პოზიცია გამოხატა მეუფე იოანე გამრეკელიმა
ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაციაში“.
„სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროს,ზოგიერთ დაწესებულებაში ითხოვდნენ, რომ აეღოთ ID ბარათიები, რამაც საზოგადოებაში ეჭვი და უნდობლობა გამოიწვია, სწორედ მაშინ დაიწყო ID ბარათიების საწინააღმდებო მოძრაობა.
ჩვენ რომ გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების გამოცდილება ალბათ ასე მწვავედ არ დადგებოდა ეს საკითხი; თუმცა, არც ის არის ცუდი, რომ გამოვფხიზლდით. საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანია. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ უნდა მიეცეს ადამიანს არჩევანის საშუალება, აირჩიოს ერთი ან მეორე და ისარგებლოს ალტერნატივით. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს უფრო გამოხატავს ჩვენს დამოუკიდებელ პოზიციასა და ეროვნულ სახელმწიფოებრივ ღირსებას.“ (28.02.2014)
