25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობამეუფე ილარიონის ქადაგება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

მეუფე ილარიონის ქადაგება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გთავაზობთ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე ილარიონის ქადაგებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

“ყოველთვის ვერიდებოდი პოლიტიკური განცხადებები არ გამეკეთებინა, მაგრამ დღეს ჩემს თავს ამის უფლებას ვაძლევ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური განცხადება არაა. მეუფე ილარიონი არამედ ეს არის ჩემი ვალდებულება, როგორც მღვლდემთავრისა და მწყემსისა ჩემი ეპარქიისა. საზოგადოებამ ჭეშმარიტება უნდა იცოდეს. ბევრი რამ საზოგადოებამ არ იცის.

ალბათ ყველამ იხილეთ ის ამაზრზენი, შემაშფოთებელი და დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო ფაქტები, რამაც მთელი საქართველო შეაძრწუნა და შეაწუხა. არ ვიცი ამას რა დავარქვა. ესაა არაადამიანური. არ აქვს სახელი და ეს შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ვიხილეთ, მარტო იმ საცოდავ ადამიანებზე კი არ განხორციელდა, არამედ მთელ საქართველოზე, ქართველ ერზე. ამით შეურაცხყოფილია მთელი საქართველო. შეურაცხყოფილია ამ უგვანო ხელისუფლების მიერ, რომელსაც უნდა, საქართველო და ქართველი ერი დააჩოქოს. მაგრამ ქართველებმა ისტორია ვიცით. უარესი გვინახავს. მტერიც ბევრი გვყოლია, მუსულმანური სამყარო, შაჰ აბასები, ჯალალ ედ დინები გამოგვივლია, მათგან ეს თითქოს კიდევ შეიძლება, მტერია იგი, მაგრამ შენი ხელისუფალი რომ ამას გიკეთებს, ეს სამარცხვინო და დასაგმობი ფაქტია.

პირდაპირ ვაცხადებ, როგორც პასუხისმგებელი ჩემი სამწყსოსი ღვთის წინაშე, სხვა არაფერი მაინტერესებს. ვინც შეურაცხყოფს ქართველებს, ისაა წყეული და დაწყველილი და ვინც ამ ამაზრზენი ფაქტების თანამომაწილე გახდება.

დღეს ჩვენ ვდგავართ არჩევნების წინაშე, ქართველმა უნდა გააკეთოს არჩევანი სიმართლესა და სიცრუეს, ბოროტებასა და სიკეთეს შორის და მე პირდაპირ გეტყვით, ეს ხელისუფლება არის ბოროტება და ბოროტებამ უნდა დაამთავროს თავისი არსებობა, თუ ეს ასე არ მოხდა, შეიძლება იგივე ყველას თავზე განმეორდეს.

მათ თავიანთი პროგრამა, გეგმები აქვთ. “თავიუსფლების ინსტიტუტი”, რომელიც თითქოს ფარდებს უკან დგას, ხელმძღვანელობს ქართველი ერის განადგურებასა და მოსპობას. ითქვა ეს კიდეც ღირსეული მიტროპოლიტის მეუფე იობის მიერ, რომ საქართველოს სახელიც კი შეიძლება შეუცვალონ და ვეთანმხები ამ აზრს. შეიძლება ეს მართლა ასე მოხდეს.

ჩვენ არ გვძულს არავინ. ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღმრთისა და არ ვარჩევ ვინ დგას მარცხნივ თუ მარჯვნივ… მე ვარჩევ ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების, უზნეობისა და წესიერების მიხედვით.

ჩვენ ფაქტის წინაშე დავდგექით. ვნახეთ ეს საშინელება, რომელმაც ააზვიირთა და გამოაფხილზა ქართველი საზოგადოება. ესაა ჩვენი ტკივილი. ჩემო ძვირფასებო, ყოფნა არყოფნის ჟამია დღეს, ამიტომ მოგიწოდებთ გააკეთოთ სწორი არჩევანი. ნათესაობაზე კი არაა დაყრდნობილი ერის ბედნიერება თუ კეთილდღეობა, არამედ – სიმართლეზეა.

ჩემი შვილი, თუ ძმა იმ ხარეზე დგას, ღმერთმა არ გაახაროს. ესაა ნეობოლშევიზმი, ავოტირტარული რეჟიმი, რომელიც ვითომ დემოკრატიას ქადაგებს, არადა არის 5–10 კაცი, რომელსაც ყველაფერზე მონოპოლია აქვს – ძალადობაზე, უწესობაზე, უზნებობაზე. თვითონ თუ თავი უზნეოა, მაშინ ეცემა ერი. თავი არის უზნეო. თუ თავი არის ზნეობრივი და ღვთიური, ყველაფერი კარგადაა. ამიტომ გვმართებს დღეს სულიერება, გამოფხილზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. რაც მინდოდა მეთქვა, ყველაფერი ვთქვი, გამგები გაიგებს და მიხვდება.

პასუხიმგებელია ყველა სინდისის წინაშე. ღმერთსა და საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. სინდისი ისეთი რამეა თითოეულ ჩვენგანში ჩადებული, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში გაგყვება, შეგაწუხებს და ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ვიმეორებ, ეს მიმართულია ქართველი ერის მოსპობისა და განადგურებისკენ, ქართველის ერის დაჩოქებისკენ.

ღმერთმა დალოცვილები გამყოფოთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაუხსნას ქართველ ერს გონება, გადააფაროს თავისი კალთა და დაიფაროს საქართველო. დარწმუნებული ვარ რომ დაიფარავს კიდეც, მაგრამ ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

კიდევ ვიმეორებ, როგორც მწყემსთავარი ჩემი ეპარქიისა, მე მზად ვარ პირველი შევეწირო ჩვენ ერსა და ქვეყანას და თუ ეს საზოგადოებამ კიდევ ვერ დაინახა და გაიგო, 10 წელია აქ ვარ, მაშინ ჩვენ არაფერი გვესაქმება. თუ ხალხს არ ესმის თავისი მწყემსმთავრისა, მაშინ დაავადებულია ასეთი სამწყსო. დაავადება ისეთი სენია, რომელიც ზემდგომებს ახლა გააჩნიათ, კეთროვნები არიან. კეთრი კიდე გადამდებია და ბევრი დააავადეს, ბევრი გაიყიდა რაღაცის გამო. არ შეიძლება გაყიდო სული, გინდ იყოს ეს ფინანსური დაინტერესების გამო, გინდაც ეს იყო ტერორის გამო. ვერავის ვერაფარით დააშინებენ. ვისაც შეეშინდება, იმაზეა გათვლილი. იციან ადამიანის ფსიქოლოგია. ვისაც არ ეშინია, იმას ვერაფერს დააკლებენ. და თუ გჯერა, გწამს ღვთისა, გაიმარჯვებ, და თუ გჯერა ეშმაკისა, ჩაგითრევს ჯოჯოხეთში.

ხშირად მომისმენია იმაზე ვარ ნაწყენიო. აქ კონკრეტულ პიროვნებაზე არაა. იმ პიროვნებას მივხედავთ და მოვუვლით მერე, ახლა მთავრია არჩევანი, რათა ქვეყანა გადარჩეს, გამოვიდეს მდგომარეობიდან და თითოეულ თქვენგანს მიეცეს მომავალი ცხოვრების შანსი. განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას. დანგრეულია ეკონომიკა. მოშლილია სახელმწიფო სტრუქტურა. პიროვნებები, რომლებიც სხედან მაღალ თანამდებობებზე და კეთილად არიან, ვიღაცეებს ერთ–ორ კაპიკს მიუგდებენ ერთჯერადად და ამაზე მიდის ადამიანი. ვფიქრობ, ესაა ღირსების შელახვა. არ გააკეთოთ ეს და ღვთის მადლითა და წყალობით დალაგდება ქვეყანა და სახელმწიფო. ეს ასეა…

დალოცვილები, გახარებულები და გაძიერებულნი გამყოფოთ ღმერთმა.

3 დღეა, რაც ეს ვიხილე, მოსვენება არ მქონია. ვერ ვისვენებ, სანამ ეს ბოროტება არ მოისპობა ჩვენს ქვეყანაში. იყო ბევრი ინფორმაციები, მაქსიმალურად ეცადნენ ეს კადრები დაემალათ. მაგრამ ციხე მართლა შიგნიდან ტყდებაო. გამოჩნდნენ ვიღაც ღირსეული ადამიანები, რომლებმაც ვეღარ გაუძლეს ამ შეურაცხყოფას და მადლობა ღმერთს, რომ დროულად მოხდა ამის გამოაშკარავება. თუ ამის შემდეგ ადამიანი კიდევ იქით დადგება, მას სახე ადამიანისა, ღვთაებრივი სახე დაკარგული ექნება. არ აპატიებს ღმერთი. უნდა გადავდოთ პირადული წყენა და ერი და ბერი დავდგეთ ერთად. მე ვალს ვიხდი ყოველთვის, გაბედულად ვლაპარაკობ, პირისპირ შემიძლია ასე ვესაუბრო ამაზე პრეზიდენტს, ახალაიებსაც, ადეიშვილს, გოროზიას და მისაუბრია კიდეც. არაერთეხლ მიმხილებია, მაგრამ დღეს საზოგადოება რატომღაც შეშინებულია. არ ვიცი რატომ. სვანეთი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ყოველთვის ერთობაში და ეს ერთობა უნდა შედგეს. მე თქვენ გვერდით ვარ და ღმერთი არს ჩვენთან და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბოროტებას.

დალოცვილები გამყოფოთ ღმერთმა.
ჩვენთან არს ღმერთი!

მსგავსი სტატიები

6 COMMENTS

    • იქნებ დაგვეხმაროთ და გვითხრად სწორი არჩევანი როგორ გავაკეთოდ!

  1. უკვე მეოთხე მოძღვრის ქადაგებას ვუსმენ, ყველა ერთი და იგივეს ქადაგებს, ე.ი. ეს სიტყვები თვით უფლიდან მოდის. გთხოვთ ყველას მოვუსმინოთ უფალს, დავფიქრდეთ და ისე ვიმოქმედოთ. დროა!
    ღმერთო, გამოაფხეძლე, გაამთლიანე და გააძლიერე საქართველო!

  2. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მეუფევ! დიდი მადლობა.

  3. არს და იყოს! თქვენი ლოცვით დაიფაროს საქართველო უფალმა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები