მთავარი » ქრისტიანობა

მეუფე იაკობის ქადაგება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.09.2012 | 2,926 ნახვა

გთავაზობთ გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქადაგებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

იცით, რამდენად მძიმე სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში?! ცოტა ხნის წინ რისი მხილველი გახდა მთელი მსოფლიო, რასაც ვმალავდით. … ჩვენთან ძალიან ახლოა ევროპული კულტურა, თითოეული სივრცე.

მეუფე იაკობი როგორ გინდა ევროპულ კულტურას ეზიარო, მის სივრცეში მოხვდე, იმ სახელმწიფოებთან იყო თანამეგობრობაში, როდესაც ასეთ რამეს ნერგავ შენს ქვეყანაში და ასე უსწორდები შენს მოქალაქეებს. ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ, ეპისკოპოსი იქნები თუ მრევლის ნაწილი იქნები რა მნიშვნელობა აქვს. ღვთის წინაშე არავინ არ დავდგებით არც პრეზიდენტებად, არც მეფეებად, არც შინაგან საქმეთა მინისტრებად, არც პრემიერებად და ა.შ. ყველანი წარვსდგებით ჩვენ ჩვენი საქმეებით. ამიტომ ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ ვიცხოვროთD ისე, რომ ჩვენს თავზე გადავიყვანოთ და ეს ტკივილები სხვას ავარიდოთ ხოლმე.

ან შვილებს როგორ ვზრდით? სწორად ვზრდით? ვზრდით იმისათვის, რომ ბავშვობიდანვე მზად იყოს და არ იყოს ეგოისტი სხვისთვის? თუ ვუფრთხილდებით თავიდანვე. შეიძლება ქართული კარგად არ იცოდეს და ინგლისური ვასწავლოთ, ან რუსული. საჭმელი არ მოვაკლოთ. სულიერს ვაძლევთ? დაგვყავს დღესასწაულებზე ეკლესიაში პატარები? ვაზიარებთ მას ქრისტეს ხორცსა და სისხლს?! მერე რატომ გვიკვირს, რომ იზრდებიან ისეთები როგორებსაც სამწუხაროდ, ოჯახში გაზრდილებს ვერ ვუწოდებ. არა მარტო ჯალათებს.

იმიტომ, რომ იმ საქციელით შეურაცხყოფილი ვარ პირადად და ალბათ თითოეული ჩვენგანიც. იმიტომ, რომ მაპატიეთ მძიმე რამე უნდა ვთქვა: მათ გააუპატიურეს არამარტო ისინი, თითოეული ჩვენგანი. გააუპატიურეს ჩვენი მამები, დედები, პაპები, ბებიები, შვილები და უფრო მეტსაც გეტყვით არ დაბადებული შვილებიც კი. ამაზე აუცილებელია, რომ ყველამ პასუხი აგოს. მე ვალდებული ვარ, რომ ზნეობა სადაც ირღვევა, ვილაპარაკო. ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ეს პოლიტიკაა. ისინი არ არიან პოლიტიკოსები ვინც ამას აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ, როცა პატრიარქმა იქადაგა, იმ საღამოს მე-8-შიც და სხვაგანაც სცემეს პატიმრები. 2 კვირაზე მეტი დაგვჭირდა, რომ შევსულიყავით სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში, სადაც 22 მსხვერპლი იყო თუ მეტი, მაშინ ვუთხარით, რომ თუ ასე გააგრძელებთ არც პატრიარქი და არც ჩვენ ამას არ მოვითმენთ.

… როდესაც ადამიანის ნამუსს ახდიდნენ, პასუხს სთხოვდნენ საქართველოს, ახლა კი ნამუსი მთელს ერს ახადეს.
დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. საქართველოს მოაცილებენ ევროპის გზასა და ცივილიზებული მსოფლიოს გზას.
დავსჯით მათ თუ კიდევ გაბედავენ ამის გაკეთებას. ეს საქართველოა, ეს არის ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი და ჩვენ მას აუცილებლად დავიცავთ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვხედავ ჩვენს ახალგაზრდობას როგორი გულანთებულია, როგორი ლამაზები არიან. ყოველთვის, როდესაც მაბარებენ აღსარებას, ვგრძნობ, საოცარი თაობა მოდის. ცდილობდნენ გადაგვარებას, მაგრამ ვერ გადააგვარებენ. იმიტომ, რომ ჩვენი გენი ძლიერია.

ამას ბოლო მოეღოს. მე მზად ვარ, ამას შევებრძოლო. ეს არავის არ უნდა ეპატიოს იმიტომ, რომ როცა მოვა ხელისუფლება მან უნდა იცოდეს, რომ პატივის სცეს თავის ხალხს. არავის მონები არ უნდა ვიყოთ. უფალი სულ გვეუბნება, რომ ვისაც უნდა თავისუფლების მოპოვება, ის უნდა გათავისუფლდეს მონობისაგან.

მოდით გავვერთიანდეთ და ისინი თუ კომპრომატებს გამოიტანენ ვიღაცეების მიმართ იმათ ჩვენ მივხედავთ. მაგრამ რასაც აკეთებენ იმის უფლებას აღარ მივცემთ.

ეს პროცესები ისე წავა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

იქნებ დავდგეთ ქართველები ერთად და ვიფიქროთ, თუ ნატოსკენ მივდივართ როგორ მივდივართ, ევროპისკენ თუ მივდივართ რა უნდა გავაკეთოთ.

თუ ასე გავაგრძელეთ ცალკე რუსეთი მიგვიტაცებს, როგორც ახლა, საზღვრები ვერ დაგვიცვია და თავი მოგვაქვს, რომ რაღაცეები შეგვიძლია.

ეს სამარცხვინო პერიოდი ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო. ამ ყველაფერმა გვაჩვენა ის, რომ ყინვამ თავი მალა და ბოლოს მაინც ვერ დამალაო.

ესენი აღარ არიან ქართველები, შეიძლება ადამინების გაუპატიურება? დაპატიმრებულის კი არა საერთოდ მამაკაცის მხრიდან? ქართველი კაცი ყოვეთვის ღირსეული იყო და ღირსებას ართმევენ კაცს, მთელ ერს.
ყველა არის პასუხისმგებელი, ყველამ იცოდა რაც ხდებოდა. არ შეიძლება, რომ იარსებოს ამ რეჟიმმა, სისტემამ. თუ რამეს დაარღვევენ თავზე ხელი არ უნდა უსვან. თუ არადა ამას ჩვენ თვითონ მივხედავთ.
ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ და იცოდეთ ეკლესია ღიად იქნება იქ, სადაც ძალადობენ. უფალი ჩვენთან არის და მისი გვეშინოდეს.

ყველას გილოცავთ, ღვთისმშობლის შვილები ვართ და დედა ღვთისმშობელი კარგად მოვიხსენიოთ, არასდროს არ მოგვაკლებს თავის შემწეობას.

ნურაფრის ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენს ერს ვულოცავ ამ დიდ დღეს და ვისაც საქართველო უყვარს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი