მთავარი » ქრისტიანობა

მეორედ დაქორწინებულთათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2020 | 870 ნახვა

თავად მაცხოვარმა დაგვიდო მცნებად ქორწინების ერთგულების უსათუო დაცვა და აკრძალა განქორწინება. იგი შეგვახსენებს დაბადების წიგნის ამ სიტყვებს და გვმოძღვრავს: „…რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (მათ. 19, 6).

ეკლესია მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში იძლევა თანხმობას განქორწინებაზე. ესაა, უმთავრესად ის შემთხვევა, როცა ქორწინება სიძვა-მრუშობით შეიბილწა, ანდა უკვე დარღვეულია ცხოვრებისეული გარემოებებით (მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლის მრავალწლიანი არყოფნით, წასვლით, როცა მისი ბედ-იღბალი უცნობია).

მეორედ დაქორწინება დაიშვება დაქვრივების შემთხვევაში, როცა გარდაიცვლება ან ქმარი, ან ცოლი (თუმცა ამ შემთხვევაშიც, ეკლესია აქებს ქვრივის ერთგულებას გარდაცვლილი მეუღლისადმი და ღვაწლად შეურაცხავს ქვრივ მეუღლეს მეორედ დაუქორწინებლობას). ამიტომაც ლოცვები მეორედ დაქორწინებულთათვის უკვე არ არის იმზომად საზეიმო, როგორც პირველი ქორწინების დროს, და განმსჭვალულია სინანულით, საკუთარი ცოდვიანობის შეგნებით. თუკი ერთ-ერთი მეუღლეთაგანი პირველად იწერს ჯვარს, მაშინ აღესრულება ჩვეულებრივი წესი ქორწინების საიდუმლოსი. მესამე ქორწინება კი, შეიწყნარება, როგორც უმცირესი ბოროტება უდიდესის – სიძვის თავიდან ასაცილებლად (წმინდა ბასილი დიდის განმარტება).

საეკლესიო ქორწინების გაუქმება (ე.წ. ჯვარის ახსნა, როგორც ამას ჩვენში ეძახიან) და ახალ საეკლესიო ქორწინებაში შესვლაზე უფლების მიცემა შეუძლია მხოლოდ ეპარქიის მღვდელმთავარს. ამ დროს მმართველი ეპისკოპოსი განიხილავს სამოქალაქო სახელმწიფო ორგანოების მიერ ქორწინების გაუქმებასაც, დარღვეული ქორწინების გარემოებებსაც და, თავისი შეხედულებით, საეკლესიო კანონებისა და დიდი სჯულისკანონის საფუძველზე, აუქმებს უწინდელ ჯვრიწერას და ნებას აძლევს ახალ საეკლესიო ქორწინებაზე, თუკი, რა თქმა უნდა, ამას სხვა არაფერი უშლის ხელს. თუკი ადრინდელი საეკლესიო ქორწინება მმართველი მღვდელმთავრის მიერ არ არის გაუქმებული, მაშინ ახალი საეკლესიო ქორწინება არ დაიშვება.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი