მთავარი » ქრისტიანობა

მემორანდუმი კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.07.2014 | 1,264 ნახვა

17 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ეკლესიის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ.

მემორანდუმი ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

2002 წლის 14 ოქტომბერს დადებული კონკორდატის (კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის) შემდეგ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის პირველად იდება მარეგულირებელი დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.

მემორანდუმი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (თვინინგი) ფარგლებში ფორმდება, რომელიც 2013 წლის 11 ივნისიდან კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება.

გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროექტის ძირითად პარტნიორებად შერჩეულ იქნა იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტრო და დანიის კულტურის სააგენტო.

culture.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი