24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიკონკურსიმეგი გასიევი- ''ჩემი სკოლა''-სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

მეგი გასიევი- ”ჩემი სკოლა”-სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

უფლის სახლი ტაძარია, სადაც მოკრძალებითა და მოწიწებით უნდა შევიდეთ და უფლის მცნებები შევიმეცნოთ.
ცოდნის სახლი – სკოლა იგივე ტაძარია, მეგი გასიევი სადაც აგრეთვე მოკრძალებითა და მოწიწებით უნდა შევიდეთ და ცოდნას ვეზიაროთ.

ჩემი მშობლიური სკოლა კახეთის ერთ პატარა სოფელში – წიწკანაანთსერში მდებარეობს. სკოლის შენობა ახლად გარემონტებული, ორსართულიანი და ლამაზი მწვანე ეზოთი შორიდანვე გამოირჩევა სოფლის ლანდშაფტიდან..
სკოლას აქვს სპორტული მოედანი გართობისა და სპორტული თამაშებისთვის. მოსწავლეების დიდი რაოდენობით ვერ დავიკვეხნით, სულ რაღაც ორმოცდაოთხი მოსწავლე სწავლობს. ჩვენს სოფელში ოსები და ფშავლები სახლობენ, თუმცა სოფლელთა დიდი ნაწილი, ძირითადად ოსური მოსახლეობა ვლადიკავკაზში გადასახლებულა წლების წინ, სოფელი განახევრებულია.

სკოლაში ადგილობრივი კადრებიდან ოთხი პედაგოგი ასწავლის. სხვა პედაგოგები ძირითადად ყვარლიდან მოდიან ყოველდღიურად, რომ გაკვეთილები ჩაატარონ. ერთი პედაგოგი ახალსოფლიდან დადის, ერთიც – გავაზიდან. გაკვეთილები საინტერესოდ დაგეგმილია, სწავლების ახლებური მეთოდების გათვალისწინებით და ნაირფეროვანი აქტივობების გამოყენებით. მასწავლებლების უმეტესობა ახალგაზრდაა, მთელი სკოლა მტკიცედ შეკრული და მეგობრულია.
მოსწავლეები, მართალია, ცოტანი ვართ, მაგრამ, სკოლაში ისეთი ჟრიამულია ხოლმე, რომ ხუთასი ბავშვი გეგონებათ.
თანასოფლელებს ერთმანეთი გვიყვარს, ვმეგობრობთ, ერთად ვამზადებთ გაკვეთილებს, ვთანამშრომლობთ; თუმცა სწავლისადმი მეტ ინტერესს და მაღალ მაჩვენებლებს დაწყებითი კლასების მოსწავლეები აჩვენებენ.

ახლა კი ჩვენს მთავარ სატკივარზე მინდა მოგიყვეთ: ჩვენს სოფელში მართლმადიდებლური ეკლესია არ არის და ბუნებრივია, მოსწავლეთა და სოფლის მოსახლეთა დიდი უმეტესობაც არასდროს დასწრებია წირვა-ლოცვას, საეკლესიო ღვთისმსახურებას.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

ჩვენი მოსწავლეების რელიგიური განსწავლულობა დაბალ დონეზეა.

ჩვენი სოფელი სულ რაღაც ორი მოგრძო ქუჩაა, ორი უბანი. მეორე ქუჩაზე მოსახლეთა სახლებს შორის არის აგებული ეგრეთ წოდებული „საღვთისმსახურო სახლი“, სადაც სოფლელთა ერთი ნაწილი იკრიბება შაბათობით და ისმენენ ბაპტისტი ლექტორის ლოცვას -„სწავლებას.“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა მოსწავლეებიც იქით მიისწრაფიან. ბავშვებს პერიოდულად ურიგებენ საჩუქრებს და დროდადრო დაჰყავთ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებზე.

გული მწყდება, რომ ჩვენთვის, ამ სოფლის მოსახლეობისათვის, მართმადიდებლური ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ეკლესიური ცხოვრება ხელმისაწვდომი არ არის. გვწამს, სწამთ ის, რაც აქტიურია და ჩვენს სიახლოვესაა – ბაპტიზმი. არ იციან, ან ნაკლებად ერკვევიან იმაში, თუ რას ნიშნავს სანთელი, არ შედიან ტაძრებში, სანთლის ანთებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ეს პრობლემა სანახევროდ მაინც მოგვარდებოდა სარწმუნოებისათვის თავდადებულ ადამიანთა, მოწამეთა ცხოვრების ამსახველი ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა რომ სრულყოფილად ისწავლებოდეს ისევ IX კლასში, როგორც ეს იყო ადრინდელ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა ახლა კი საუბრები ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობაა, საპროგრამო მასალა კი ამ თვალსაზრისით საკმაოდ მწირია.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, შემოვიტანდი რელიგიის სწავლების კურსს სკოლაში, რათა მოსწავლეებმა, ჩემმა თანატოლებმა, ისეთი სოფლებიდან, როგორიც ჩვენია, უფრო მეტი იცოდნენ მართმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მრწამსისა და ეკლესიური ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ.

ჭეშმარიტი რწმენა ხომ თავმდაბლობას, მოწყალებას, სიკეთის ქმნის უნარს, ჭირთა თმენას, შრომისმოყვარეობას, სხვათა პატივისცემას, სამართლიანობასა და მიმტევებლობას გვინერგავს.
დღეს შობაა!

შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემობრძანებას გილოცავთ!
უფალი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს!
თარიღი: 07.01.2015წ.

მეგი გასიევი
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა
IX კლასის მოსწავლე, 15 წლის

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები