13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვამეფეთა სასახლე მტკვრის სანაპიროზე

მეფეთა სასახლე მტკვრის სანაპიროზე

მეფეთა სასახლე თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დედაქალაქის უძველეს უბანში – “კალაში” ერეკლე მეორის მოედანზე, №3-ში მდებარეობდა.

სასახლე უნიკალური არქიტექტურის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა.
1958 წლის აღწერილობაში სახელმწიფო დაცვაზე იყო აყვანილი, როგორც უნიკალური ძეგლი. იკრძალებოდა მისი შესყიდვა, გასხვისება და დანგრევა. შეიძლებოდა მხოლოდ სამუზეუმო ფუნქციით გამოყენება. დღეს მისი ფუნქცია უკანონოდაა შეჩერებული, რადგან ტერიტორია უზბეკურ რესტორანს უკავია.

„VI საუკუნეში მეფე გვარამ ბაგრატიონმა ქალაქს ქვის ზღუდე მოავლო. გააფართოვა ქალაქის ციხე-სიმაგრე, აღადგინა ძველი ეკლესიები, სიონი, ააგო სასახლე, რომელიც როსტომ მეფემდე თბილისის ციხეში, მეტეხთა ციხე-ქალაქში გახლდათ.

მეფეთა სასახლე მტკვრის სანაპიროზე

როსტომ მეფემ 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე, ძველი სამეფო რეზიდენციების ადგილზე სასახლე ააგო. მოედანი ქალაქის ზემო უბნის ცენტრს წარმოადგენდა და მას ზემო მოედანიც ეწოდებოდა. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა კალაში გადმოინაცვლა – მეფის მოედანზე სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ. მანამდე თბილისის ცენტრალურ მოედნად ციხის მოედანი ითვლებოდა.
XIX საუკუნეში საპატრიარქოს ამჟამინდელი შენობის ადგილას ქართლის მეფეების სასახლე იდგა, რომელიც როსტომ მეფემ XVII საუკუნის 40-იან წლებში ააგო.

ქართველ მეფეთა სამსართულიანი სასახლე მდინარე მტკვირს სანაპიროზე ანჩისხატსა და სიონს შუა 300 ოთახს, ოთხ ეკლესიასა და სამ მოედანს მოიცავდა.

სასახლის გვერდით მეფე როსტომმა გოგირდის 68 აბანო ააშენებინა უცეცხლოდ ცხელი წყლებით. აბანოთუბნიდან საგანგებოდ თიხის მილების ორი ხაზით ცხელი და ცივი წყლები გამოიყვანეს. მისი რვა ოთახის კედლები – ორნამენტირებული მოჭიქული ფილებით, ხოლო იატაკი თეთრი მარმარილოსგან იყო მოპირკეთებული. აბანოს სინათლისათვის დატოვებული ჭრილებით დიდი და მცირე გუმბათები ამშვენებდა. სამეფო უბანი შიდა გალავნითაც იყო შემოფარგლული და ღამე იკეტებოდა. აბანო 96-ე მეფე ერეკლე II ბაგრატიონმა 1738 წელს აღადგინა.

1804 წელს ნახევრად დანგრეულ მეფის აბანოში ფულის მოსაჭრელი შენობა (ზარაფხანა) და ოქროს სასინჯი პალატა გახსნეს. აქედან შემორჩა დღემდე მოღწეული სახელი – ზარაფხანა.
ქართული ზარაფხანის მიერ მოჭრილ ვერცხლისა და სპილენძის მონეტებზე სამანძიანი ხომალდი იყო გამოსახული ვახტანგის დაქარაგმებული სახელითა და თარიღით – 1708–1709წწ.

აღა-მაჰმად-ხანის მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ საქართველოს მეფე გიორგი XII-მ მოედნის ჩრდილოეთით დროებით სამყოფელად სასახლე ააგო. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ სასახლე უკანონოდ მიისაკუთრეს და გადააკეთეს. 1990-იან წლებამდე შენობას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.

XVII – XVIII საუკუნეებში როსტომისეული სასახლის ანსამბლში შედიოდა აბანო, ხოლო 1804 წლიდან 1834 წლამდე ამ შენობაში ზარაფხანა იყო მოთავსებული. აბანოს წინ, მტკვრის ნაპირას პირველი ქართული სტამბის შენობა იდგა.
სტამბისთვის სპეციალური სახლები მეფის სასახლესთან ახლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონისა და ანჩისხატის შუა მდებარე ფართობზე აშენდა.

მეფე ვახტანგ VI ბაგრატიონმა ეპისკოპოს ანთიმოზ ივერიელის მონაწილეობით ქართული სტამბა დააარსა. საქართველოში პირველად ქართული ბეჭდური წიგნები გამოიცა. პირველად “ვეფხისტყაოსნის” ბეჭდური გამოცემა აქ განხორციელდა. 1709 წელს I სახარება დაიბეჭდა. მისი პირველი გამოცემა ვახტანგ VI–ს ანთიმოზისთვის გაუგზავნია.

1709–1712 წლებში სტამბაში 14 წიგნი დაბეჭდილა. 11 საეკლესიო, ორი სახელმძღვანელო, ერთი ვეფხისტყაოსანი. სტამბის რედაქტორი ნიკოლოზ ორბელიანი გახლდათ. იბეჭდებოდა ხუცურით, ნუსხა–ხუცურით, შემდეგ მხედრულით. ეს ამიერკავკასიაში პირველი სტამბა ყოფილა.

მესტამბენი გახლდნენ: ნიკოლოზ ორბელიანი, გერმანე მღვდელმონაზონი, მიქელ მესტამბე, გარსევანყოფილი მღვდელი გაბრიელი, კვიპრინე სამთავნელი. მხედრული შრიფტის შედგენას კათოლიკოსის კარის მდივან–მწიგნობარი სოლომონ მაღალაძე აწარმოებდა (1703–1737 წწ.).

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამეფო რეზიდენციების ცენტრალურ ნაწილში, სამეფო სასახლის მოედანზე სამეფო სასახლის ის ნაწილია შემორჩენილი, სადაც ვახტანგ VI -ის მიერ შექმნილი “სწავლულ კაცთა კომისია“ მუშაობდა, რომელიც “ქართლის ცხოვრების“ მასალებს სწავლობდა. სწავლულ კაცთა შრომები ვახუშტი ბატონიშვილის „ქართლის ცხოვრებას“ დაედო საფუძვლად და ისტორიულ გეოგრაფიას, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილმა მოსკოვში სამი წლის განმავლობაში მოამზადებინა.

ისტორიული პროცესების აღწერა მხოლოდ საისტორიო გეოგრაფიის გათვალისწინებით იყო შესაძლებელი, ხოლო ისტორია უგეოგრაფიოდ წარმოუდგენელია. ისტორიული გეოგრაფიის მნიშვნელობა დიდია ისტორიული ფაქტების დასადგენად.
მეფეთა სასახლე 1958 წლის აღწერილობაში სახელმწიფო დაცვაზე იყო აყვანილი, როგორც უნიკალური ძეგლი. იკრძალებოდა მისი შესყიდვა, გასხვისება და დანგრევა. შეიძლებოდა მხოლოდ სამუზეუმო ფუნქციით გამოყენება. დღეს მისი ფუნქცია უკანონოდაა შეჩერებული, რადგან მასზე რესტორანია დაშენებული.

კულტურის ძეგლს უკანონოდ ჩამორთმეული სტატუსი უნდა აღუდგინონ, შესაბამისად-დაცვითი ზონა“.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ

საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებაში არსებული მასალების მიხედვით

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. მე მოკლედ მოგახსენებთ ქალაქ მცხეთის ერთ მნიშვნელოვან და ისტორიული მომენტის შესახებ. მცხეთის შემოსასვლელში (მე მცხეთელი ვარ) მტკვრის ხიდთან მდებარეობს ერთი უნიკალური ძეგლი “მცხეთის ძველი ხიდი” – ე.წ. “პომპეუსის ხიდი”, თუმცა ეს უკანასკნელი სახელდება ხიდს მიღებული აქვს რომის იმპერიის მხედართმთავრის – დამპყრობელი პომპეუსის სახელიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ჭირის მეტი არაფერი არ მოუტანა და რომელიც იყო დამანგრეველი და თავისთავად ცხადია, რომ ხიდის, ან საერთოდ რაიმის მშენებლობა მას ჩვენს ქვეყანაში არ უწარმოებია.
    მცხეთის ძველ ხიდთან მდებარეობს ადგილი, სადაც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ ელიოზი და მისი და სიდონია. არსებობს სიტყვიერი გადმოცემა მათი კონკრეტული საცხოვრებლის შესახებ. ეს ადგილი ამ რამდენიმე წლის წინ რესტორნის ასაშენებლად “თვალში მოუვუდა” რუსეთში მოღვაწე ერთ სვან ბიზნესმენს, რომელმაც მაშინდელ, 2011 წლის მთავრომასთან მახინაციური ფინანსური გარიგებით ეს ადგილი ჩაიგდო ხელში.(არც მცხეთის მთვრობამ და არც ამ ბიზნესმენმა არავის, და მათ შორის ჩვენი უწმინდესის თხოვნა არ გაითვალისწინეს და თავიანთი ბინძური საქმე ბოლომდე მიიყვანეს). სულ რაღაც რამდენიმე თვეში ეს სვანი ე.წ. ბიზნესმენი მოკვდა!!! დღეს კი ეს ადგილი ისევ ისეა, ანუ მცხეთაში, შესაკრებთა გადაადგილებისა არ იყოს, ვინც არ უნდა მოვიდეს არაფერი არ იცვლება… რეგვნები და სამშობლოს გამყიდველები, როგორიც ეს იყო ის სვანი და მასთან ერთად მცხეთის მაშინდელი მთავრობა ( ყოფილი გუბერნატორი ჩოჩიევი, რომელსაც ჩოჩელადაც მოიხსენიებენ ხანდახან; ყოფილი გამგებელი ებაელი – ანდრო კროტი, რომელსაც კალანდაძედაც მოიხსენიებენ ხანდახან, და მისი ყოფილი მოადგილე ხვთისო ძევაშცილი, აისორი, რომელიც საქართველოში თავისი ერის წარმომადგენლებს არცხვენს, დღემდე ფლობენ სიტუაციას და დღემდე ყველა ბიზნესში ეგენი არიან ჩართულები) ახალი მთვრობა კი კვერცხებში მახათის ყრითაა დაკავებული და ღრმადა სწამს, რომ მესიის მახვილს წარმოადგენს. ბარაქალა ძველებსაც და ახლებსაც!!!

  2. samwuxarod wina mtavroba dawyebuli tetri meladan da damtavrebuli dges motreulebic+fulze sulgayiduli nacebi yvela,chemi azrit gasayrelebi arian Saqartvelodan,matshi qartuli suli ar devs!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები