მთავარი » კულტურა

მეფედ კურთხევის სცენები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2015 | 3,226 ნახვა

დემეტრე მეფეხელოვნების ნაწარმოებების სიუჟეტი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, ასეთ სიუჟეტებს შორის არის კორონაცია – მეფედ კურთხევის სცენა. სწორედ ეს სიუჟეტია გამოსახული მაცხვარიშის ეკლესიის (სვანეთში) კედლის მხატვრობის 1140 წელს, მიქაელ მაღლაკელის მიერ შესრულებელი ფრესკაზე. ამ გამოსახულებაზე ვხედავთ ჯგუფურ პორტრეტს, სვანი ფეოდალების მიერ მეფე დემეტრე პირველისთვის ხმლის შებმას, რაც სიმბოლურად გამოხატავს მეფედ კურთხევას.

მეფედ კურთხევის ეს სცენა მოთავსებულია ჩრდილოეთის კედლის მარცხენა თაღის არეში, სადაც გამოსახულია დემეტრე მეფე, რომელსაც წარწერის თანახმად, „ხრმალსა აბმენ დავითისსა ერისთავნი“. გამოსახულების შუაში ვხედავთ, ხელებაპყრობილ მეფე დემეტრეს, მის ორსავ მხარეს – ზემოთ: ანგელოზი, რომელიც გვირგვინს ადგამს მეფეს და ქრისტე, რომელიც აკურთხებს მას; ქვემოთ – ორი ერისთავი, რომელნიც სწორედ ხმლის შებმით არიან გართულნი.

დემეტრე მეფისა და სვანი ფეოდალების გამოსახულებები ზომით განსხვავებულია, მეფის გამოსახულება აშკარად დიდია, ხოლო ფეოდალების ფიგურები ზომით დიდად ჩამოუვარდება მეფისას. მეფე დემეტრეს მოწითალო-ყავისფერი სამეფო სამოსი მოსავს, ხელები ერთმანეთზე გადაუჯვარედინებია და ვედრების ჟესტით იგი ქრისტესკენ მიუმართავს. ორივე ფეოდალს, რუხი ფერის სამოსები მოსავთ. ფეოდალები ხანში შესული, წვეროსანი ფორმით არიან გამოსახულნი.

აქ გამოსახულ ანგელოზს, რუხი ფერის სამოსი მოსავს, იგი შარავანდედით არის შემკული. იგი მარჯვენა ხელით დემეტრე მეფეს გვირგვინს ადგამს. მხატვარმა ანგელოზის ფეხები სიბრტყის სხვადასხვა ნაწილზე გამოსახა, რაც ამ ფიგურას საოცრად დინამიურსა და ექსპრესიულს ხდის.

ამ ფრესკაზე იმის გამო, მისი მხატვარი ფერადოვნების მხრივ ძუნწია, თითქმის შეუძლებელია, აქ შესრულებული გამოსახულებების სახის გარკვევა.
მიქაელ მაღლაკელმა, ამ სიმბოლური გამოსახულებით აღბეჭდა საქართველოში მიღებული წესი, რომლის თანახმადაც ხმლის შებმა – მეფედ კურთხევის ცერემონიის ნაწილი – ფეოდალთა პრივილეგიას შეადგენდა. (თამარის შემდეგ ეს წესი შეიცვალა).

როჯერ მეორესიცილიის პირველი მეფის – როჯერ II -ის მეფედ კურთხევის სცენაა გამოსახული მე-11 საუკუნის მოზაიკაზე. ამ გამოსახულებზე ვხედავთ იესო ქრისტეს, მას მუქი ფერის მაფორიუმი მოსავს, მარცხენა ხელში დახვეული გრაგნილი უჭირავს, მაკურთხებელი მარჯვენა კი როჯერ მეფის გვირგვინზე აქვს მიმართული. იესოს ჯვრული შარავანდედი ამკობს, მისი მზერა სდაღაც შორს იყურება, მის ფიგურას ახლავს დაქარაგმებული წარწერა „IC XC“.
მეფე როჯერ II-ს სამეფო ტანისამოსი მოსავს, ხელები უფლისკენ მიუმართავს და მისი მზერა კი მაყურებლისკენ არის მიპყრობილი.

უილიამ II-ის მეფედ კურთხევის სცენაა გამოსახული მე-12 საუკუნის მოზაიკაში, ეს მოზაიკა დაცულია სიცილიაში, მონრეალში (დუომო).

უილიამ მეორეამ გამოსახულებაზე ვხედავთ იესო ქრისტეს და უილიამ II -ს. ქრისტეს რუხი ფერის მაფორიუმი მოსავს. მარჯვენა ხელზე უფრო ღია ფერის ქსოვილი აქვს შემოხვეული, იგი დაბრძანებულია ტახტრევანზე, მას მარცხენა ხელში გადაშლილი სახარება უჭირავს, მაკურთხებელი მარჯვენა, კი უილიამ მეფის გვირგვინზე აქვს მიმართული კურთხევის ნიშნად. იესო ქრისტე ჯვრულ შარავანდედშია გამოსახულია, მისი მზერა საკმაოდ ლმობიერი, მაყურებლისკენ ოდნავ მიბრუნებულია. ამ გამოსახულებას ახლავს დაქარაგმებული წარწერა „ IC XC“.

იესო ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახულია ანგელოზები. მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზს მუქი რუხი ფერის სამოსი მოსავს, ანგელოზი შარავანდედითაა შემკული, მას ხელში მეფის მთავარი ატრიბუტი – მეფისთვის გამზადებული სკიპტრა უპყრია, რაც სიმბოლურად ქრისტიანული ეკლესიის პრეროგატივას აღნიშნვას, რომ სწორედ ეკლესიას, უმაღლეს იერარქიას, აქვს მეფედ კურთხევის უფლება. მას დამწუხრებული მზერა იესოსკენ მიუმართავს. მეორე ანგელოზს ღია მეწამული ფერის სამოსი მოსავს, ისიც შარავანდედითაა დამშვენებული, მისი საოცრად მოწყენილი მზერა დაბლა იცქირება, მას ხელში ფეშხუმი უპყრია.
უილიამ მეფეს მოსავს სამეფო ტანისამოსი, მზერა მაყურებლისკენ მიუმართავს და მავედრებელი ხელები უფლისკენ აქვს მიპყრობილი.

ამრიგად, სამივე გამოსახულება თანადროულია. მხატვარი ცდილობს ხაზი გაუსვას ერთი მხრივ ფეოდალების უპირატესობას, მეორე მხრივ ეკლესიის პრეროგატივას და სურს აჩვენოს, რომ მხოლოდ მაღალ იერარქიის აქვს უფლება მიწიერი ადამიანი მეფედ აკურთხოს და მას შესაბამისი ძალა მიანიჭოს.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ვახტანგ ბერიძე „ ძველი ქართველი ოსტატები“, თბ, 1967წ, გვ. 170-173
2. http://www.bu.org.ge/x2211?page=2&tab=3


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი