20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობამეფე თეიმურაზ I-ის ძეგლის გახსნა

მეფე თეიმურაზ I-ის ძეგლის გახსნა

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის ძეგლი გაიხსნა.

ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მეფე თეიმურაზის ღვაწლზე ისაუბრა და ბრძანა:

„ჩვენი ერი გამოირჩევა ასეთი მეფეებით, ქვეყნისთვის წამებული, თავგანწირული მეფეებით და აღსმარებლებით. შეიძლება თეიმურაზ მეფე ჯერ არ არის შერაცხილი წმინდანად, მაგრამ ის, ფაქტობრივად, ეკლესიისთვის, სამშობლოსთვის არის წამებული.

დღევანდელი სამოციქულოდან წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები, რომ „იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს“.

აი, ჩვენი მეფეები სწორედ ამით გამოირჩეოდნენ. ისინი ცდილობდნენ, მათი იდეალი ეს იყო, რომ ისეთივე აზრები, ისეთივე განწყობა, ისეთივე ზრახვები ჰქონოდათ, როგორიც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს, იმიტომ რომ ეს არის გზა გადარჩენისა და აი, ამან მოიყვანა ჩვენი ერი დღემდე.

უფალმა ინებოს, რომ ღვთისმშობლის მადლით, გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი შვილები და ჩვენი ერი გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს.”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები