მთავარი » საზოგადოება

რა იწვევს მეწყერს და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.08.2023 | 534 ნახვა

შოვში განვითარებული ეკოლოგიური კატასტროფა აუცილებლად გაგვიჩენს კითხვებს: რა იწვევს მწყერს, როგორ მივხვდეთ, რომ მეწყერია მოსალოდნელი და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს.

მეწყერი გეოლოგიური მოვლენაა, რაც გულისხმობს ფერდობზე სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით ქანების მასის გადაადგილებას.

საქართველოს რთული რელიეფური, გეოლოგიური და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სტიქიური გეოლოგიური მოვლენები გამოირჩევა მასშტაბურობით, განმეორებადობის დიდი ალბათობითა და საშიშროების მაღალი რისკით.

რა იწვევს მეწყერს?

  • მდინარეთა ხეობების ფერდობის გარეცხვა
  • გამოფიტვის ან უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად ქანების სიმტკიცის შესუსტება
  • გრუნტის წყლების რეჟიმის დარღვევა
  • მიწისძვრა
  • ადამიანის არასწორი საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობა

მეწყრული პროცესების გააქტიურების ნიშნებია:

შენობების კარებისა და ფანჯრების დეფორმაცია
მიწის ზედაპირზე და შენობებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა
მეწყერსაშიშ ფერდობზე ადრე არარსებული გრუნტის წყლების გამოსავლების გაჩენა.

როგორ უნდა მოვიქცეთ მეწყერის დროს?

პირველ
რიგში, მოემზადეთ საცხოვრებელი სახლიდან გასასვლელად. გათიშეთ ბუნებრივი
აირი, ელექტრომოწყობილობები და წყალმომარაგების სისტემები.

სახლიდან
გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები. უმჯობესია თუ
წაიღებთ პირველადი მოხმარებისა და სხვა აუცილებელ ნივთებს. რა თქმა უნდა
გააჩნია მეწყრული პროცესის აქტივიზაციის ხარისხის დონეს.

გაითვალისწინეთ, რომ მეწყერს ხშირად მოსდევს ღვარცოფი!

ღვარცოფი
გეოლოგიური მოვლენაა და ეწოდება მთის მდინარეებში და დროებით
წყალსადინარებში/ხევებში უმთავრესად ხანმოკლე დროისა და დიდი სიჩქარის
წყალქვიან და ქვატალახოვან ნაკადს.

2010-2019 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა 1248 ღვარცოფის გავლას. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 3 000-მდე ღვარცოფული წყალსადინარი.

წყარო: amindi.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი